სხვა კვლევა: გაირკვა, რომელი ჯიშის ძაღლია ყველაზე პოპულარული სხვადასხვა ქვეყანაში 2023, 6 დეკემბერი, 18:26 აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურული მახასიათებლები არა მხოლოდ ტრადიციებში, ღირებულებებსა და გემოვნების პრეფერენციებში მდგომარეობს. როგორც გაირკვა, თითოეული კულტურა ასევე განისაზღვრება ცხოველთა კონკრეტული ჯიშის სიყვარულით. ამ შემთხვევაში ძაღლებზე ვსაუბრობთ. გასაოცრად ჟღერს? სინამდვილეში, კიდევ უფრო უცნაურად და სახალისოდ გამოიყურება.
![]() საიტის HouseholdQuotes სპეციალისტებმა გადაწყვიტეს კვლევის ჩატარება, რომლის დახმარებით დაადგინეს სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლების ყველაზე საყვარელი ძაღლის ჯიშები. კვლევა სამეცნიერო არაა, მაგრამ რამდენიმე საინტერესო ინფორმაციის მოპოვება მაინც შეძლეს. ერთად გადავხედოთ. ![]() მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პოპულარული ძაღლის ჯიშების დასადგენად HouseholdQuotes–ის ავტორებმა Google–ის საძიებო სისტემის მონაცემები გამოიყენეს. ამისთვის შეადგინეს ძაღლის ჯიშების საკმაოდ ვრცელი სია, თარგმნეს მათი სახელები (თითოეული ადგილობრივი ენის შესაბამისი უნდა ყოფილიყო) და Google–ის ყოველთვიური მონაცემები შეაგროვეს თითოეულ ჯიშზე თითოეულ ქვეყანაში. მიღებული შედეგები სპეციალურ რუკაზე დააფიქსირეს. ნამუშევარი საკმაოდ ინფორმაციული აღმოჩნდა. ბორდერ-კოლი – ჩეხეთი ![]() როტვეილერი – სომხეთი ![]() დობერმანი – აზერბაიჯანი ![]() ლაბრადუდლი – ნიდერლანდები ![]() მალტეზე – პოლონეთი ![]() შიბა ინუ – ესტონეთი ![]() გრძელბალნიანი კოლი – ბულგარეთი ![]() ბულტერიერი – არგენტინა ![]() კოკაპუ – დიდი ბრიტანეთი ![]() ჩიხუახუა – მექსიკა ![]() პუდელი – ვიეტნამი ![]() ოქროსფერი რეტრივერი – კანადა ![]() ში ცუ – ფილიპინები ![]() ბიგლი – პორტუგალია ![]() ლაბრადორ რეტრივერი – ფინეთი ![]() ავსტრალიური ნაგაზი - საფრანგეთი და აშშ ![]() ჩაუ-ჩაუ – ბელიზი (ცენტრალური ამერიკა) ![]() მოპსი - კოსტა–რიკა ![]() კანე კორსო - საქართველო ![]() ასევე დაგაინტერესებთ: 1. ოთხფეხა მეგობრები, რომლებიც პურს ტყუილად არ ჭამენ - საქმე ძაღლებისთვის 2. ქურდი სახლში შეიჭრა და ტაქსა ტვიგლეტი მოიპარა, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა 3. 14 კომიქსი, რომლებიც გიამბობთ, თუ რატომ ცხოვრობენ ძაღლის მფლობელები ყველაზე დიდხანს და რატომ არიან ყველაზე ბედნიერი ადამიანები 4. ეს პუმა ზოოპარკიდან გადაარჩინეს და ახლა დიდი შინაურული კატაა 5. როგორ მეგობრობდნენ ცხოველები ადამიანებთან მე–19 საუკუნეში 6. რას აკეთებენ შინაური ცხოველები, როცა სახლში არ ხართ 7. ჩვენს შინაურ ცხოველებს ლაპარაკი რომ შეეძლოთ, ურთიერთობას ჩვენსავით გაარჩევდნენ 8. 20 შემთხვევა, როცა ცხოველებმა კადრი თავისი ყოფნით გაალამაზეს (+ ბონუსი) 9. ცხენების 20 თვალწარმტაცი სურათი ისლანდიის პეიზაჟებში, რომლებიც სუნთქვას შეგიკრავთ 10. მაკროფოტოებში აღბეჭდილი უხილავი ცოცხალი სამყარო Nikon Small World-ის მონაწილეებისგან უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 679 1-ს მოსწონს |