პროზა 90-იანელები - ამბავი მესამე 2023, 2 დეკემბერი, 11:58 მედდები საწყობიდან რიგ რიგობით გამოდიან ანთებული კელაპტრებით, ამ დროს მთავარ ექიმს ტექნიკოსი ეუბნება რომ ბენზინის მარაგი ამოიწურა. Ლადომ რაცია ამოიღო და ვიღაცას გადასცა რომ სასწრაფოდ გააჩინონ ბენზინი სამშობიაროში. ახლა უკვე სანთლის შუქზე ძლივს მიიკვლევს გზას პალატისკენ სადაც მისი ცოლი წევს, მივიდა ცოლს გადახედა, როგორ ხარო უთხრა და ვიდრე პასუხს მიიღებდა თავისი ვაჟკაცი მოიკითხა, ბავშვს ეძინა, ცოლმა ძალიან სთხოვა ახლა არ შესულიყო იმ ოთახში სადაც ბავშვები ჰყავდათ, სწორედ ამ დროს ეზოში კვლავ აკაკანდნენ ავტომატები და სამშობიაროს ჭიშკარს ორი ნივა და ერთი ნისან პატროლი მიადგა, სწორედ ისინი ისროდნენ ჰაერში. 20 ლიტრიანი ბიდონებით ბენზინი გადმოიღეს მოსულებმა და სამშობიაროს ტექნიკოსებს გადასცეს, ცოტა ხანში ტრაქტორის მოტორის ხმამ გააყრუა გარემო და სამშობიაროში შუქი აინთო. Ლადომ როგორც იქნა ბავშვი ნახა, შემდეგ ნისან პატრულში მძღოლის გვერდით დაჯდა და ავტომატს მჭიდი გამოუცვალა. Მანქანების კოლონა ახლა უკვე შურფუწინსკის სიმღერის ფონზე გაუჩინარდა ბნელში Ორსართულიანი სახლის ღობეზე, სამი ლანდი გადადის, სახლის კარებისკენ ფეხაკრეფით მიიპარებიან, მისაღები ოთახიდან დაიწყეს ძებნა, გადმოყარეს წიგნები, ამოქექეს ტანსაცმლის კარადა, ყველა უჯრა და თარო, რაც მოსწონდათ, ერთი მათგანი სპეციალურად წამოღებულ სპორტულ ჩანთაში ყრიდა. Ამ დროს საძინებლიდან ფეხის ხმა მოისმა,
უთხრა ლადომ და სახეში გაშლილი ხელი შემოარტყა. Ახალგაზრდამ მას სახეში შეაფურთხა, საძინებელში მოძებნეთ, ვერსად წაიღებდა მაგდენ დოლარს, უბრძანა ლადომ მასთან მყოფებს და ახლა წიხლი ჩააზილა სკამზე დაბმულს. Ახალგაზრდა სკამიანად გადავარდა, საძინებლიდან კი ერთ ერთმა ბანდიტმა მასპინძლელის ახალგაზრდა ცოლი გამოიყვანა.ნახე რა ჩიტი ჰყოლია სახლში, ბოროტად ჩაიცინა ლადომ, ახლოს მივიდა ქალს ნიკაპზე ხელი მოჰკიდა და ტავი მაღლა ააწევიინა,
Დილის მზე ანათებდა კავკასიონს, სამშობიაროს კართან ლადოს ცოლი, სამიოდე დღის ბავშვთან ერთად ელოდებოდა. Ისევ მოგრიალდა ნისან პატროლი ორ ნივასთან ერთად, წაიყვანა ლადომ ოჯახი ეკლესიაში სადაც მის პატარას დოლარებზე ნაყიდი ოქროს ჯვარი და ძეწკვი ელოდებოდა იმ მამაოსთან ერთად, რომელსაც ლადომ შვილის ნათლობის საფასური ასევე დოლარით გადაუხადა, ხოლო ქალაქის მეორე ბოლოში, ახალგაზრდა ქალი თავის შერცხვენილ ნამუსს და სისხლისგან დაცლილ ახალგაზრდა ქმარს ერთნაირად დასტიროდა, ქალაქის სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე.. 226 შეფასება არ არის
|