საზოგადოება ტარაკანების ჭამაში გამარჯვებული კონკურსანტი გარდაიცვალა. 2012, 10 ოქტომბერი, 9:36 ტარაკანების და ჭიაყელების ჭამაში გამარჯვებული 32 წლის ედუარდ არჩბოლდმა რამდენიმე საათში თავი ცუდად იგრძნო და ზოომაღაზიაში გარდაიცვალა.კონკურსი ქალაქ დირფილდ ბიჩში გაიმართა-შტატი ფლორიდა.კონკურსში სულ 30-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება.როგორც მაღაზიის მეპატრონემ და ადგილობრივმა პოლიციის შერიფმა განაცხადა, სხვა არცერთი მონაწილე კონკურსანტი ცუდად არ გამხდარა.აგრეთვე დასძინეს, რომ კონკურსის დაწყების წინ ედუარდი საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა და ავადმყოფობის არაფერი ეტყობოდა.ადვოკატმა დაადასტურა, რომ კონკურსის დაწყების წინ ყველა მონაწილემ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, სადაც თავის თავზე იღებდნენ პასუხისგებლობას "არაორდინალური და უნიკალურ"შეჯიბრში მონაწილეობაზე.გამარჯვებულ კონკურსანტს პრიზად მახრჩობელა პითონი უნდა მიეღო. 304 3-ს მოსწონს
|