სხვა რატომ დასაჯეს სიკვდილით ლიზა მონტგომერი – პირველი ქალი 70 წლის განმავლობაში 2023, 13 ნოემბერი, 16:07 აშშ–ში ქალების სიკვდილით დასჯას ერიდებიან. ყველაზე ხშირად დამნაშავე სიკვდილით დასჯის ნაცვლად სამუდამო პატიმრობას იღებს. ოღონდ ლიზა მონტგომერის დანაშაული იმდენად ამაზრზენი აღმოჩნდა, რომ სასიკვდილო ინექცია მიუსაჯეს. ქალი 2021 წელს სიკვდილით დასაჯეს და თითქმის 70 წლის განმავლობაში პირველი სიკვდილმისჯილი გახდა. რა გააკეთა ამერიკელმა ქალმა და რატომ ითხოვდნენ მისი ადვოკატები იძულებითი მკურნალობის დანიშვნას?
მკვლელი ლიზა მონტგომერი, ქალიშვილობის სახელი ლიზა ჯუდი შონესი, დაიბადა 1968 წელს ქალაქ მელვერნში (აშშ, შტატი კანზასი). ლიზას დედა ლოთი იყო, მუდმივად სვამდა და სასტიკად სცემდა ლიზას და მის დას. სახლში მუდმივად ჩნდებოდნენ ახალი კაცები, რომელთაგან ერთ–ერთმა ლიზას უფროსი და, დიანა 8 წლის ასაკში გააუპატიურა. გოგონა ოჯახიდან მეურვეობის ორგანომ წაიყვანა, მაგრამ რატომღაც ლიზა დატოვეს. 13 წლის ასაკში დედის მორიგმა საყვარელმა გააუპატიურა. ლიზა მონტგომერი ამ შემთხვევის შემდეგ დედა პროსტიტუციით დაკავებას აიძულებდა. 15 წლის გოგონა, დედის დავადებით, სანტენიკოსებთან და ელექტრიკოსებთან გადასახადს სხეულით იხდიდა. ამ კოშმარიდან სწრაფად თავის დასაღწევად ლიზა ადრე დაქორწინდა, მაგრამ ქმართან, კარლ ბომანთან უკეთესი ცხოვრება არ ჰქონია. ის სცემდა და ერთი მეორეს მიყოლებით ოთხი შვილის გაჩენა აიძულა. ამის შემდეგ ქმარმა ქალს სტერილიზაციის გაკეთება აიძულა. ქალმა დამცირებას ვეღარ გაუძლო და განქორწინდა. მალე ისევ დაქორწინდა, კევინ მონტგომერზე. ისიც ისეთივე ნაძირალა აღმოჩნდა, როგორიც კარლი იყო. დამცირება, ცემა და სექსი ნების საწინააღმდეგოდ მონტგომერის სახლში ჩვეული იყო. ასეთმა ცხოვრებამ ქალი გაანადგურა, დალევა დაიწყო, საკუთარ თავზე და შვილებზე აღარ ზრუნავდა. მოგვიანებით ადვოკატები დაჟინებით ცდიან დაამტკიცონ, რომ ლიზა შეიშალა მუდმივი დამცირების გამო და მტკივნეული ფანტაზიების საკუთარ სამყაროში ცხოვრობდა. მსხვერპლი ბობი ჯო სტინეტი ცხოვრობდა სკიდმორში (აშშ, მისურის შტატში) და მისი ოჯახი ერთი ჩვეულებრივი და საკმაოდ შეძლებული იყო. მისი ქმარი Kawasaki Motors Manufacturing Co კომპანიაში მუშაობდა, თავად დიასახლისი იყო. ჰობი ჰქონდა. ქალი ძაღლებს, რეტ ტერიერებს, აშენებდა და და ლეკვების გაყიდვა მისი ოჯახის დამატებითი შემოსავალი იყო. სწორედ მისი ჰობის წყალობით მსხვერპლი მკვლელს შეხვდა. ბობი ჯო სტინეტი ლიზა მონტგომერიმ და ბობი ჯომ რეტ ტერიერების მოყვარულთა ფორუმზე ურთიერთობა დაიწყეს. ამ ფორუმზე მომხმარებლები განიხილავდნენ ცხოველების მოვლას და მოშენებას, ასევე სხვადასხვა თემას. ყველამ იცოდა, რომ ბობი ჯო ორსულად იყო და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე მისი მუცელი აშკარად ჩანდა. ლიზამ მისწერა ბობის, რომ მალე ისიც დედა გახდებოდა და ამან ქალები დააახლოვა. ტრაგედიამდე მსხვერპლი და მკვლელი მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. ეს ძაღლების გამოფენაზე, კანზასში მოხდა. მაშინ ბობიმ და ლიზამ კარგად ისაუბრეს, ბავშვების სახელები და ტანსაცმელი განიხილეს. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მალე სისხლიანი დასასრული მოხდებოდა. მონტგომერის უკვე ჰქონდა საშინელი გეგმა, რომლის განხორციელებაც მალეე დაიწყო. დარლინ ფიშერი 2004 წლის შემოდგომაზე ბობი ჯოს მეგობარმა და რეტ ტერიერების მსხვილმა მომშენებელმა, ჯეისონ დოუსონმა ელექტრონული წერილი მიიღო. მისმა ავტორმა საკუთარ თავს დარლინ ფიშერი უწოდა და ატყობინებდა, რომ მისურის შტატში ლეკვის შეძენა სურდა. ქალი წერდა, რომ გეგმავს საშობაოდ შვილებს ლეკვი აჩუქოს. დოუსონს მაშინვე გაახსენდა, რომ ბობის ერთ–ერთმა ძაღლმა ახლახანს ლეკვები გააჩინა. ფიშერს მისი საკონტაქტო მაშინვე მისცა. ასევე ბობის დაუკავშირდა და პოტენციურ მყიდველზე უამბო. ორსული ბობი ჯო ძაღლთან ერთად სეირნობისას ბობი ჯო დარწმუნებული იყო, რომ ქალი, სახელად დარლინ ფიშერი, ძაღლებით იყო დაინტერესებული. აბა როგორ, ამ ქალბატონს რეკომენდაცია მისმა მეგობარმა გაუწია. ქალებმა ფორუმზე ცოტა ისაუბრეს და მალე ბობიმ ახალ ნაცნობს გაუგზავნა წერილი მისამართით და მოწვევით, რომ ენახა ძაღლი. მყიდველი სახლში უნდა მისულიყო დილით, როცა სახლში დიასახლისის გარდა არავინ იყო. სისხლიანი დრამა 2004 წლის 16 დეკემბერს, საბედისწერო დღეს, ზებ სტინეტი, ბობი ჯოს ქმარი, როგორც ყოველთვის, სამსახურში წავიდა. იცოდა, რომ მისი ცოლი მყიდველს ელოდა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი საქმე იყო და ეჭვს არ იწვევდა. ფიშერთან შეხვედრამდე ბობი დედას ელაპარაკა ტელეფონით, სხვათა შორის შეატყობინა, რომ სტუმარს ელოდა. მათი საუბარი კარზე კაკუნმა შეწყვიტა – ეს, ალბათ, დარლინი იყო. სტინეტის ოჯახის სახლი სკიდმორში, სადაც მკვლელობა მოხდა მაგრამ როდესაც ბობიმ კარი გააღო, ლიზა მონტგომერი დაინახა. ბობიმ არა თუ სიტყვის თქმა, არამედ გაოცებაც ვერ მოასწრო. სტუმარმა კარი მოაჯახუნა, სახლში შევიდა და ბობის ყელზე თოკი შემოახვია. როცა მსხვერპლმა წინააღმდეგობა შეწყვიტა, სამზარეულოს დანით მუცელი გაუფატრა, ბავშვი ამოიყვანა და საბანში გაახვია. მსხვერპლის ბედი აღარ აინტერესებდა. გატაცებულ გოგონასთან ერთად მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა. სულ რაღაც ნახევარ საათში ბობის დედა, რომელიც იქვე ცხოვრობდა, ქალიშვილის სანახავად მოვიდა. ბობი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, უგონო მდგომარეობაში, სისხლის უზარმაზარ გუბეში. ბობი ქერა თმის ღერს ხელს უჭერდა. ქალი პანიკაში ჩავარდა. 911–ში დარეკა და ყვირილი დაიწყო, რომ მის ორსულ ქალიშვილს მუცელი აუფეთქდა. სასწრაფო დახმარება მალე მოვიდა, მაგრამ ბობის გადარჩენა ვერ შეძლეს. საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა. ლიზა და მისი "ქალიშვილი" ამ დროს მკვლელი სახლში კანზასში მშვიდად მიდიოდა. მანქანის უკანა სავარძელზე იწვა ბავშვი, რომელიც ამქვეყნად საშინელი მეთოდით დაიბადა. მონტგომერმა გზაზე ქმარს, კევინს დაურეკა და უთხრა, რომ გოგონა გააჩინა. ქმარმა არ იცოდა, რომ ლიზას ბავშვების ყოლა აღარ შეეძლო. ცოლი ატყუებდა, რომ ორსულად იყო. "ნამშობიარებმა" ქალმა ქმარს სთხოვა, რომ ის და მისი შვილი კლინიკასთან ახლოს აეყვანა და სახლში წაეყვანა. ბობი ჯოს ქალიშვილი მამასთან, ზებ სტინეტთან ერთად დადგმამ კარგად ჩაიარა და მალე ლიზა და ქალიშვილი, რომელსაც ებიგეილი შეარქვეს, სახლში იყვნენ. უკვე მეორე დღეს, 2004 წლის 17 დეკემბერს, ლიზამ და კევინმა მოიწვიეს ნათესავები და მეგობრები ახალშობილის სანახავად. ზოგიერთ სტუმარს გაუკვირდა, რომ გოგონა ასეთი პატარა, ნაადრევად დაბადებული. მთლიანობაში, ბავშვი თავს კარგად გრძნობდა. იმავე დღეს ლიზა მონტგომერი დააკავეს. მკვლელობა იმდენად საშინელი იყო, რომ საქმეს FBI–მ აიღო და მკვლელის პოვნას 24 საათზე ნაკლები დასჭირდა. პირველი და ერთადერთი ეჭვმიტანილი მაშინვე გამოჩნდა, როცა აგენტებმა ბობი ჯოს ფოსტა დაათვალიერეს. დაადგინეს, რომ დარლინ ფიშერი და ლიზა მონტგომერი ერთი და იგივე პიროვნება იყო. მკვლელს არც უფიქრია, რომ მისი ინდენტიფიცირება შეიძლებოდა IP მისამართით, ამიტომ კვალის დაფარვა არც უცდია. სასამართლო და განაჩენი გამოძიების დროს გამოიკვეთა რამდენიმე უცნაური დეტალი. ლიზას ქმარი ამტკიცებდა, რომ ცოლის ორსულობაში დარწმუნებული იყო. მისი თქმით, მან და მისმა ცოლმა საერთო შვილის გაჩენა სამჯერ სცადეს. ორი მცდელობა სამედიცინო ჩვენებით აბორტით დასრულდა. თითქოს ექიმებმა ქალს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბავშვის გაჩენა აუკრძალეს. კევინისთვის შოკი იყო ლიზას პირველი ქმრის ჩვენება, რომელმაც სტერილიზაციაზე ისაუბრა. ლიზა მონტგომერი ტერე–ჰოტის ფედერალურ ციხეში ასევე კარლ ბომანმა განაცხადა, რომ ოპერაციის მიუხედავად, ლიზამ არაერთხელ განაცხადა, რომ ორსულად იყო. ბობი ჯოს მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ყოფილ ქმარს დაურეკა და დამცინავად დაპირდა, რომ დაუმტკიცებდა, რომ ბავშვის გაჩენა შეუძლია. მონტგომერის ადვოკატები ამ ფაქტებზე დაყრდნობით ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ქალი გიჟი იყო. ამბობდნენ, რომ მძიმე ბავშვობამ, გაუპატიურებამ, ცემამ და ალკოჰოლმა ლიზას საღი გონება წაართვა. სასამართლომ ეს არგუმენტები არ მიიღო. ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც აჩვენა, რომ იმის მიუხედავად, რომ ლიზა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო, იცოდა, რას აკეთებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. აშშ–ში სასჯელის აღსრულებას არა ერთი წელი ელოდებიან. ასე იყო მონტგომერის შემთხვევაშიც. ქალი თითქმის 15 წელი სიკვდილით დასჯას ელოდა, მაგრამ 2021 წლის იანვარში მკვლელს სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს. გარდაცვალების მომენტში ლიზა 52 წლის იყო. ასევე დაგაინტერესებთ: 1. 10 ძვირფასი ნივთი, რომლებიც მოიპარეს შესანიშნავი გემოვნების მქონე უსინდისო ქურდებმა 2. ეს მამაკაცი ალკატრასის ციხიდან გაიქცა. 50 წელი გავიდა და მან FBI-ს წერილი მისწერა 3. 8 ქცევის მოდელი, რომლებიც ქუჩაში ადამიანს დამნაშავისთვის ადვილ მსხვერპლად აქცევს 4. 7 პატიმარი მხოლოდ ცხარე წიწაკის და მარილის გამოყენებით ციხიდან გაიქცა 5. ცხოვრობენ ფუფუნებაში: ნორვეგიის ციხე საშინელი დამნაშავეებისთვის უფრო კურორტს ჰგავს 6. კოშმარული ჰოროსკოპი: გაიგეთ, რომელ სერიულ მკვლელს აქვს იგივე ზოდიაქოს ნიშანი, როგორც თქვენ 7. უკვალოდ გაუჩინარებულები: ძუჰაცუ – რეალური ცხოვრებიდან გაქცევის იაპონური ფენომენი 8. „პროექტი ებიგეილი“ – რა არის ცნობილი მუტანტი ქალის შესახებ 51–ე ზონიდან 9. შემზარავი ექსპერიმენტი, რომელმაც მეტყველების პრობლემები გამოიწვია 10. ფსიქოლოგიური წამება სახელად „თეთრი ოთახი“ უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 1017 2-ს მოსწონს |