სხვა 10 ძვირფასი ნივთი, რომლებიც მოიპარეს შესანიშნავი გემოვნების მქონე უსინდისო ქურდებმა 2023, 5 ოქტომბერი, 11:36 ქურდებს განსხვავებული მადა შეიძლება ჰქონდეთ. ზოგი მცირედით კმაყოფილდება ჯიბის ქურდობის და უმნიშვნელო წვრილმანის სახით, ზოგი სახიფათო ავანტიურაში ეშვება, რომ შესაშური ჯეკპოტი მოხსნას.
ისტორიამ იცის ბევრი შემთხვევა, როცა ადამიანებმა გადაწყვიტეს ძალიან და ძალიან ძვირფასი ნივთების მოპარვა პირდაპირ კანონის დამცველების ცხვირწინ. ზოგი მალევე დაიჭირეს და დააპატიმრეს, სხვები კი თავისი საგანძურით უკვალოდ გაუჩინარდნენ. გავიხსენოთ რამდენიმე ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელიც უთვალავი ღირებულების ძვირფასი ნივთების ქურდობას უკავშირდება. ფილმის „ოზის ჯადოქარი“ მთავარი გმირის „ლალისფერი“ ფეხსაცმელი „ლალისფერი“ ფეხსაცმელი 2005 წელს გაქრა. პირდაპირ მინესოტას მუზეუმიდან მოიპარეს. ქურდმა ბანალურად ვიტრინის ფანჯარა ჩაამტვრია და ექსპონატი მოიპარა. 2018 წელს ლეგენდარული ფეხსაცმელი იპოვეს. თუმცა სამართალდამცველებს დღემდე არ გაუმხელიათ გამოძიების შედეგები და დეტალები. ლეგენდარული რეკვიზიტის ღირებულება 1 მლნ დოლარია. ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ დღეს ჯადოსნური ფეხსაცმელი რამდენჯერმე უფრო ძვირი ღირს. ფაბერჟეს კვერცხი კარლ ფაბერჟეს ძვირადღირებული კვერცხების სერია 52 ნაწარმს შეიცავდა. რევოლუციის შემდეგ იმპერიული საგანძურის უმეტესობა კერძო კოლექციებსა და მუზეუმებში აღმოჩნდა. ითვლება, რომ 8 ნივთი მოიპარეს.ცოტა ხნის წინ, ერთ–ერთი ასეთი კვერცხი ჯართის მოვაჭრესთან იპოვეს (ფოტო მარცხნივ). ნაპოვნი ძვირფასეულობა 33 მლნ დოლარად შეფასდა. სტრადივარის ვიოლინო ანტონიო სტრადივარი ცნობილი გახდა უნიკალური და ძალიან ხარისხიანი მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადებით. მისი ერთ–ერთი ვიოლინო ცნობილ მევიოლინეს ერიკა მორინს მოპარეს. ქურდები მის ბინაში შეიჭრნენ და ლეგენდარული ნივთი წაართვეს. სამწუხაროდ, ინსტრუმენტი ვერ იპოვეს. დღეს ამ ვიოლინოს ღირებულება 3, 5 მლნ დოლარად შეფასებულია.სამარილე „სალიერი“ საოცარი ოქტოს სტატუეტი ცნობილმა იუველირმა ბენვენუტო ჩელინმა სპეციალურად მეფე ფრანსუა I–სთვის შექმნა 1543 წელს. დიდხანს ინახებოდა ავსტრიაში, ხელოვნების და ისტორიის მუზეუმში. შენობის რემონტის დროს „სალიერი“ მოიპარეს.3 წლის შემდეგ პოლიციამ რელიქვია ტყეში დამარხული აღმოაჩინა. სამართალდამცველები დარწმუნებულნი არიან, ქურდებმა სტატუეტის გაყიდვა მისი პოპულარობის გამო ვერ შეძლეს. „სალიერი“ 50 მლნ დოლარად არის შეფასებული. ნახატი „მონა ლიზა“ თითქმის 100 წლის წინ წარმოუდგენელი შემთხვევა მოხდა. საყოველთაოდ ცნობილი ხელოვნების ნიმუში იტალიელმა, ვინჩენცო პერუჯიამ მოიპარა. ქურდობის დროს ლუვრში ოსტატად მუშაობდა. პორტრეტი 2 წლის შემდეგ იტალიაში იპოვეს.გაირკვა, რომ ქურდმა არა მხოლოდ ნახატის მუზეუმიდან მოპარვა, არამედ საზღვრიდან გატანაც შეძლო. ფლორენციაში გალერიის დირექტორზე „მონა ლიზას“ მიყიდვა სცადა, თუმცა ის პოლიციას დაუკავშირდა და ვინჩენცოს კვალზე გაიყვანა. ნახატი „კივილი“ და მხატვრის სხვა ნამუშევრები ქურდებს განსაკუთრებული გატაცება აქვთ ედვარდ მუნკის ნახატების მიმართ. ჯერ 1994 წელს მოიპარეს ნახატი „კივილი“, რომელიც 100 მლნ დოლარად შეფასებულია (1910 წლის ვარიაცია).2004 წელს „მადონას“ თვალი დაადგეს. 2005 წელს მოიპარეს 2 ლითოგრაფია და 1 აკვარელი. ხოლო 2018 წელს ოსტატის ექვსი ნამუშევრის დაკარგვა აღმოაჩინეს. საბედნიეროდ, უმეტესობა მათგანი ადგილებზე დააბრუნეს. დინოზავრის ძვლები 1945 წელს მონღოლეთში აღმოაჩინეს იშვიათი ორფეხა მტაცებლის, ტარბოზავრის ნაშთები. ამერიკელმა ერიკ პროკოპიმ მოიპარა ექსპონატი და სცადა მისი გაყიდვა ნიუ–იორკში აუქციონზე, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს გაიმართა.აუქციონმა წარმატებით ჩაიარა. ქურდმა დინოზავრისგან მილიონზე მეტი დოლარის მიღება შეძლო. თუმცა მალე ხელისუფლებამ მისი ხრიკების შესახებ შეიტყო. ერიკს მოუწია დინოზავრის მონღოლეთში დაბრუნება და დამსახურებული სასჯელის მოხდა. ოქროს გვირგვინები, რომლებიც ეკუთვნოდა მეფე კარლ IX–ს და მის მეუღლეს დედოფალ კრისტინას შვედეთში მე–17 საუკუნეში მოიპარეს ორი სამეფო გვირგვინი. ქურდებმა უბრალოდ ჩაამტვრიეს ვიტრინის მინა, ძვირფასეულობა აიღეს და ნავით გაცურეს. ბოროტმოქმედები მალევე დააკავეს. თუმცა დღემდე ვერ მოხერხდა ძვირფასეულობის დაბრუნება მის კანონიერ ადგილას.კანადის გიგანტური სამეფო მონეტა გიგანტური ოქროს მონეტა, რომელზეც დედოფალი გამოსახულია და 4 მლნ დოლარი ღირს, გერმანიის მუზეუმიდან მოიპარეს. სამწუხაროდ, ქურდები და ძვირფასეულობა ვერ იპოვეს.სარაკეტო ძრავა ძრავა Saturn RL-10 მოიპარეს პლანეტის ერთ–ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილიდან, ნასას საწყობიდან. ქურდებმა დეტალი არა მხოლოდ შეუმჩნევლად გაიტანეს, არამედ ინტერნეტში სავაჭრო პლატფორმაზე მისი განთავსება მოახერხეს. ქურდები მასში 200 ათას დოლარს ითხოვდნენ. რა თქმა უნდა, ნასამ ძრავა მალევე ჩამოართვა.ასევე დაგაინტერესებთ: 1. ასეც ხდება: ქურდებმა მოპარული ბონსაის ხეები ვაშინგტონის მუზეუმში დააბრუნეს 2. რამდენი გრამი ოქრო „იმალება“ ძველ ტექნიკაში 3. 7 პატიმარი მხოლოდ ცხარე წიწაკის და მარილის გამოყენებით ციხიდან გაიქცა 4. 8 ქცევის მოდელი, რომლებიც ქუჩაში ადამიანს დამნაშავისთვის ადვილ მსხვერპლად აქცევს 5. ეს მამაკაცი ალკატრასის ციხიდან გაიქცა. 50 წელი გავიდა და მან FBI-ს წერილი მისწერა 6. უკიდურესი უიღბლობის ამბავი: მამაკაცი 20 წლის წინ ნასროლმა ტყვიამ მოკლა 7. ცხოვრობენ ფუფუნებაში: ნორვეგიის ციხე საშინელი დამნაშავეებისთვის უფრო კურორტს ჰგავს უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 411 შეფასება არ არის |