სხვა შავი ქვრივი ბელ გუნესი, რომელმაც მოკლა საკუთარი შვილები, ქმრები და 42 საყვარელი 3 აპრილი, 7:41 ზოგს უბრალოდ უყვარს საშინელებათა ფილმების ყურება, რადგან შესანიშნავი საშუალებაა აიწეწოთ ნერვები და მიიღოთ ადრენალინი სახლიდან გაუსვლელად. თუმცა ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ რეალურ ცხოვრებაში არის რაღაცები ბევრად უფრო საშიში, ვიდრე გამოგონილი ურჩხულები და მოჩვენებები.
გიამბობთ ბრინჰილდა სტორშეტის შესახებ, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით ბელ გუნესი. ამ ქალს ხშირად ეძახიან „შავ ქვრივს“, რადგან ერთ დროს ნორვეგიელმა ქალბატონმა მოკლა 2 ქმარი, 42 საყვარელი და საკუთარი შვილები. ყველაფერი ფულის გამო. (ფრთხილად! შოკისმომგვრელი ფოტოები). ბრინჰილდა სტორშეტი დაიბადა 1859 წელს ნორვეგიაში, სელბუს მუნიციპალიტეტში. გოგონა გაიზარდა კალატოზის და გლეხის ოჯახში, 8 ბავშვიდან უმცროსი იყო. მათ, ვისაც ადრე სტორშეტის ოჯახთან კომუნიკაცია ჰქონდათ, ამბობდნენ, რომ თავიდან ბრინჰილდაში არაფერი იყო უცნაური ან საშინელი. უბრალო გოგო იყო, ხოლო როცა გაიზარდა, გადაიქცა ნამდვილ „ფერმერის ოცნებად“ – გლეხის ქალი 2 მეტრი სიმაღლისა და თითქმის 90 კგ წონის. ქალი გარეგნობით გარშემომყოფებს არ აშინებდა, სანამ არ მოხდა ინციდენტი. ერთხელ ორსული ბრინჰილდა ადგილობრივ კლუბში წავიდა, სადაც სიმთვრალეში ჩხუბის დროს მუცელში მოხვდა სოფლის ერთი დიდი კაცის ვაჟი. ისე დაარტყა, რომ ძლიერი ბრინჰილდაც იატაკზე დაენარცხა. შედეგად, ქალს ბავშვი მოშორდა, ხოლო დამნაშავეს სამართლიანი სასჯელი არ მიუღია. ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ თითქოს ბრინჰილდა შეცვალეს. პირქუში და განრიდებული გახდა, ყველაფრის მიმართ გულგრილი. რაც შეეხება იმ ბიჭს, რომელმაც ბრინჰილდას დაარტყა, მალე გარდაიცვალა მუცლის მწვავე ტკივილისგან, რომელიც, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო კოლიტით. თუმცა „კოლიტისგან“ სიკვდილი არაერთხელ შეგვხვდება ბრინჰილდას გზაზე. ბელი შვილებთან ერთად 1881 წელს ბრინჰილდა აშშ–ში წავიდა. აქ სახელი შეიცვალა და გახდა ბელი. აქვე გაიცნო მომავალი ქმარი, ნორვეგიელი ემიგრანტი მადს სორენსენი. 1884 წელს იქორწინეს, ოთხი შვილი შეეძინათ, გახსნეს საკუთარი ბიზნესი, საკონდიტრო მაღაზია. მართალია, მათი საქმე ცუდად მიდიოდა. აი, ვალების გამო შენობა უნდა წაერთმიათ, მაგრამ წყვილის ბედი „მოულოდნელად შემოტრიალდა“ – მაღაზია დაიწვა, ხოლო ბელმა და მადსმა დაზღვევის ფული მიიღეს. მალე წყვილის 2 შვილი მოულოდნელად გარდაიცვალა, სავარაუდოდ, „კოლიტისგან“. ცოლ–ქმარმა ისევ მიიღო ფული დაზღვევისგან. ცოტა ხანში „კოლიტისგან“ ქმარი გარდაიცვალა. კორონერი, რომელმაც მადსის გვამი გაკვეთა, დარწმუნებული იყო, რომ სახეზე იყო სტრიქნინით განზრახ მოწამვლა. თუმცა სორენსენის ოჯახის ექიმმა მოყვა ამაღელვებელი ამბავი, რომ ბელის ქმარს ავადმყოფი გული ჰქონდა და ვერ გაუძლო თავს დამტყდარ უსიამოვნებებს. მისი სიტყვები იმდენად დამაჯერებლად ჟღერდა, რომ არავის შეპარვია ეჭვი იმ ფაქტზე, რომ ბელმა ორმაგი დაზღვევა მიიღო. საქმე იმაშია, რომ მადსი გარდაიცვალა ძალიან „წარმატებულად“ – იმ დღეს, როცა ახალი დაზღვევა უკვე ამოქმედდა, ხოლო ძველი ჯერ კიდევ ძალაში იყო. ასე ქალმა მიიღო სოლიდური თანხა და იყიდა მდიდრული ფერმა ლაპორტეში, ინდიანას შტატში. სავარაუდოდ, ფულის ნაწილი „კეთილ ექიმს“ გაუნაწილა. ბელის ფერმა თუმცა ბელას „უსიამოვნებები დასდევდა“ ახალ ადგილზეც – ხან ბეღელი დაიწვა, ხან სახლის მიშენება, ხან ნავი, ხან თავად სახლი. ქვრივის ერთადერთი ნუგეში იყო ყოველ ჯერზე დაზღვევისგან ფულის მიღება. 1902 წელს შეხვდა ახალ სიყვარულს, ყასაბს, სახელად პიტერ გუნესს. მამაკაცს ჰქონდა საკმაოდ ცუდი ხასიათი და 2 შვილი წინა ქორწინებიდან, მაგრამ ქალს ეს არ აწუხებდა, რადგან მალე პრობლემა თავისით მოგვარდა. გუნესის უმცროსი ქალიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა, როგორც მიხვდით, კოლიტისგან. ცოტა ხანში თავად მამაკაციც გარდაიცვალა, ზედა თაროდან ჩამოვარდა ფოლადის ხორცსაკეპი და თავზე დაეცა. ოჰ, რა უიღბლობაა! მართალია, კორონერი ამტკიცებდა, რომ თავზე ჭრილობა უფრო აგონებდა უკნიდან ძლიერი დარტყმის კვალს, ხოლო გუნესის გადარჩენილმა ქალიშვილმა თითქოს გაიგონა, როგორ უმოწყალოდ ჩაარტყა დედინაცვალმა მამას ხორცსაკეპი. გუნესის თავის ქალა ბელ გუნესს მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუმცა „შავი ქვრივის“ ციხეში გაგზავნა შეუძლებელი აღმოჩნდა. იმ დროს ქალი, რომელმაც ამდენი უბედურება გამოიარა, ახლახან შვილები და უკვე მეორე ქმარი დაკარგა, ბავშვს ელოდა. როცა ნაფიც მსაჯულებმა ამის შესახებ შეიტყვეს, გული მოულბათ. სამწუხაროა, მაშინ ვერც წარმოიდგენდნენ, რომ მალე ბელ გუნესი ბავშვს საკუთარი ხელით დაახრჩობდა. თუმცა ამას მოგვიანებით დავუბრუნდებით. როდესაც ბელი სახლში გაუშვეს, მისი გერი მოულოდნელად „წავიდა კალიფორნიაში სასწავლებლად“. ის ქალიშვილი, რომელიც მამის სასტიკ მკვლელობას შეესწრო. სხვა ვერსიით, გოგონა წაიყვანა ღვიძლმა ბიძამ, რადგან ეშინოდა, რომ მასაც რაღაც უბედურება დაემართებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, გოგონა დაიკარგა და ბელმა მთავარი ტვირთი მოიშორა. პოლიციელები იკვლევენ ბელის ფერმას ამავდროულად, „სოფლის ლამაზმანმა“ მომავალი ქმრის ძებნა დაიწყო. ქალი აქვეყნებდა განცხადებებს, რომ ეძებდა ცხოვრების თანამგზავრს და მათ, ვინც გამოეხმაურა, გულის ამაჩუყებელ წერილებს წერდა. მართალია, არა ყველას, მხოლოდ მათ, ვისაც ნაკლები ნათესავი და ბევრი ფული ჰქონდა. ცუდი ჯანმრთელობა მისასალმებელი იყო. როგორც მიხვდით, ბელი სილამაზისგან შორს იყო, მაგრამ მისი განცხადებები იმდენად მგრძნობიარე, გულწრფელი და დამაჯერებელი იყო, რომ მამაკაცები მთელი მსოფლიოდან მისკენ მიილტვოდნენ. რამდენიმე წელიწადში ბელს 42 საყვარელი ეწვია. არც ერთი მათგანი ცოცხალი აღარ დაბრუნებულა. ბელის ერთ-ერთი მსხვერპლის თავის ქალა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბელი ყველა მსხვერპლს ჯერ ძარცვავდა, შემდეგ აქრობდა. როგორც წესი, ღორებს აჭმევდა, ნარჩენებს კირს ასხამდა ან უბრალოდ ანაწევრებდა და სარდაფში მარხავდა. ქალმა ორჯერ დაქვრივებული, მრავალშვილიანი უბედური დედის რეპუტაციით ყველა ეჭვების თავიდან აცილება შეძლო. იმ მომენტამდე, სანამ არ შეხვდა ფერმერს სამხრეთ დაკოტიდან, ენდრიუ ჰელგელენს. ენდრიუ ჰელგელენი, გუნესის ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლი სხვა პოტენციური ქმრების მსგავსად, ენდრიუმ ყველაფერი მიატოვა და საყვარელთან წავიდა, მაგრამ იქ სამწუხარო ბედი ელოდა. საღამოს ბელმა, ტრადიციისამებრ, საბრალო კაცს საძილე აბი დაალევინა, შემდეგ გაქურდა, მოკლა და დაანაწევრა. სუსტი ქალი არ იყო, მაგრამ ზოგჯერ მკვლელობის კვალის დასაფარად დახმარება სჭირდებოდა. ამ საქმეში ეხმარებოდა ერთგული მსახური, რეი ლამფერი – ბოროტმოქმედის იდეალური პროტოტიპი გოთური რომანიდან, რომელიც თავთან არ მეგობრობდა. რეი ლამფერი ლამფერს სიგიჟემდე უყვარდა თავისი ქალბატონი, ამიტომ ზედმეტი კითხვების გარეშე აკეთებდა ყველაფერს, რასაც ავალებდა. სხეულის დანაწევრება? უპრობლემოდ. გვამის დამალვა სარდაფში და ცემენტის დასხმა? შესრულდება! მოსახერხებელი იყო ისიც, რომ ლამფერს თავისი შრომისთვის ერთი ცენტიც არ მიუღია, ამიტომ გაუმაძღარი და ხარბი ბელ გუნესი თავის მსახურს დიდად აფასებდა. ხანძრის შემდეგ ბელის ფერმის დათვალიერება ბელ გუნესი კაცებს 6 წლის განმავლობაში კლავდა – 1902 წლიდან 1908 წლამდე. ისიც, მთელი თავისი დაუსჯელობით, ხვდებოდა, რომ ადრე თუ გვიან იღბალი ზურგს შეაქცევდა. ეს მოხდა მაშინ, როცა ენდრიუ ჰელგელენის ძმამ მისი ძებნა დაიწყო. როცა კაცისგან მიიღო წერილი, რომ ჩამოსვლას და მისი ნათესავის გაუჩინარების დეტალების გარკვევას აპირებდა, ქალმა მოქმედება დაიწყო. გეგმა წინასწარ ჰქონდა გამზადებული. უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ სასტიკი გეგმა იყო. ჯერ ფერმაში ჩიკაგოდან მიიწვია მოახლე, რომელიც გარეგნულად მას ძალიან ჰგავდა. შემდეგ სოფელში ჭორები გაავრცელა არაადეკვატურ მსახურზე, რომ თითქოს ემუქრებოდა მას და მის ოჯახს, ყველას მოკვლას და დაწვას ჰპირდებოდა. 1908 წლის 27 აპრილს ბელმა გეგმის განხორციელება დაიწყო. ადგილი, სადაც ბელის ფერმა იყო მოახლეს საძილე აბი დაალევინა, თავისი ტანსაცმელი ჩააცვა, მოკლა, თავი მოაჭრა, გვამის გვერდით თავისი ხელოვნური ყბა დატოვა. შვილები საწოლშივე დაახრჩო, შემდეგ ფერმას ცეცხლი წაუკიდა და გაიქცა. დამწვარი შენობის ნანგრევებში იპოვეს რამდენიმე ცხედარი: სავარაუდოდ, თავად ბელი და მისი შვილები. თუმცა სერიული მკვლელი რაღაცაში შეცდა – მოკლული მოახლე ბევრად უფრო დაბალი აღმოჩნდა, ამიტომ პოლიციამ მაშინვე იეჭვა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ბელის ხელოვნური ყბა მაშინ ტერიტორიის დეტალური გამოკვლევა დაიწყეს. რამდენიმე დღეში 40–ზე მეტი სხვადასხვა მსხვერპლის ნეშტი იპოვეს, მაგრამ არავის მოსვლია აზრად, რომ დედას შეეძლო საკუთარი შვილების მოკლა, მით უმეტეს, ასე სასტიკად. ამიტომ ეჭვი მაშინვე მიიტანეს მსახურზე, რეი ლამფერზე. რეი ციხეში გააგზავნეს და ბელმა, ალბათ, უკვე ამოისუნთქა. 1 წლის შემდეგ მამაკაცი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. სიკვდილამდე მღვდელთან აღიარა გუნესის ყველა საშინელი დანაშაული, რომლის დამალვაშიც ეხმარებოდა. ლამფერმა ასევე თქვა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში „შავმა ქვრივმა“ მოახერხა დაახლოებით 250 ათასი დოლარის (დღევანდელი ფულით – 7 მილიონი) გამომუშავება. სამწუხაროდ, პოლიციამ სერიული მკვლელი ვერ იპოვა, მაგრამ 1931 წელს ლოს–ანჯელესში დააკავეს ქალი, სახელად ესტერ კარლსონი, რომელიც ბელს ძალიან ჰგავდა. დააპატიმრეს ვიღაცის სტრიქნინით მოწამლვის გამო. რამდენიმე თვის შემდეგ, სასამართლო პროცესის მოლოდინში, კარლსონი გარდაიცვალა. ახლა ვერასდროს გავიგებთ, ის იყო სერიული მკვლელი თუ მიმბაძველი. ახლა გჯერათ, რომ რეალურ სამყაროში არსებობენ საშინელებათა ფილმებში ნაჩვენებ ურჩხულებზე ბევრად უარესი ადამიანები? 303 შეფასება არ არის |