საზოგადოება აკა სინჯიკაშვილმა 15 ტონა ტანსაცმელი კასპში, გაჭირვებულებისთვის ჩაიტანა 2023, 3 ნოემბერი, 14:16 აკა სინჯიკაშვილის ინფორმაციით, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ტანსაცმელი ესაჭიროება და შეძენის საშუალება არ აქვს, 15 ტონაზე მეტი ტანსაცმელი შეგროვდა. სინჯიკაშვილის თქმით, შეგროვებული ტანსაცმელი ამჯერად კასპში ჩაიტანეს. მისივე ინფორმაციით, ტანსაცმლის განაწილებაში კასპის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაეხმარნენ. "ორი ტრაილერი, სულ 15 ტონაზე მეტი ტანსაცმელი ჩავიტანეთ კასპში, ადამიანების დასახმარებლად. თქვენი შეგროვილია, ყველასი. ჩვენ, უბრალოდ მივიღეთ, გადავახარისხეთ, შევფუთეთ და ადრესატამდე ჩავიტანეთ", - წერს აკა სინჯიკაშვილი.
სინჯიკაშვილის თქმით, სამომავლოდ სურთ, რომ უფასო ტანსაცმლის მაღაზია კასპშიც გახსნან. "აი, სახელებიც არ ვიცი არცერთის, მაგრამ დაგხვდნენ - კასპის მერი, მისი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და ძალიან ბევრი ხალხი. ჩამოგვატვირთინეს, სიხარულით მიიღეს, უზარმაზარი მადლობა დამაბარეს თქვენთან და უკვე დაიწყეს განაწილება სხვა, რამდენიმე რაიონის ხელმძღვანელობას კი არ გვანან, ქათმებივით რომ მემალებიან ხოლმე და თავისივე ხალხის დახმარება რომ ეზარებათ. კასპელებს კი უზარმაზარი მადლობა, დახვედრისთვის, დახმარებისთვის და სხვებზე ზრუნვისთვის აუცილებლად გავხსნით უფასო ტანსაცმელს, ყველა დიდ ქალაქში და ერთხელაც არავის აღარ გაუჭირდება ტანზე და ფეხზე ჩასაცმელი!", - წერს სინჯიკაშვილი. 40 შეფასება არ არის
|