x
image
ერეკლე ცოცანიძე
ციხე ღია კარით ნაწილი მეოთხე - დასასრული (ექსკლუზივი)

image

Ნელიმ დილა უთენია გაიღვიძა, შორს ჰორიზონტზე მზე ცეცხლისფრად იყო გაღუებული. Გარეთ ყვავები ჩხაოდნენ, არ უყვარდა ეს ხმას, თითქოს ძაღლის ყმუილივით ავის მომასწავებლად ეჩვენებოდა, არადა ჩიტების სასიამოვნო და ტკბილხმოვანი სტვენა არასოდეს გაუგია, რაც ამ ქალაქში ჩამოვიდა. Ყავა გაიკეთა, ფანჯარასთან მიდგმულ მაგიდასთან დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა. Ღრმა ნაფაზი დაარტყა, თიქოს ნაფაზს, ოხვრა, ოხვრას კი საკუთარი სახლის და ქალაქის მონატრება ამოაყოლა, სიზმარში მთელი ღამე, თბილისის ქუჩებში დადიოდა. Ცრემლები ჩამოუგორდა. Თვითონაც ვერ ხვდება საიდან და რატომ მოდის ეს ცრემლები. Ალბათ იმიტომ რომ ამ უკიდეგანოდ ვრცელ სამყაროში, სულ მარტოა, სახლიდან რამოდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით. Ყავა დალია, შვილისთვის ჩაი მოამზადა და ლუკა გააღვიძა, 10 საათზე ექიმთან ვიზიტი იყო დაგეგმილი და ყველაფერი უნდა მოესწროთ.

Სამი გაჩერების შემდეგ ნელიმ თავი შეუძლოდ ირძნო, მაგრამ ლუკას არ აგრძნობინა, როგორმე დარჩენილი ხუთი გაჩერებაც უნდა გაევლო რომ კლინიკამდე მისულიყო, თუ დააგვიანდებოდა შეიძლება ვიზიტი გადაედოთ, მას კი ჰაერივით სჭირდებოდა ექიმთან მისვლა. Თან სოციალმა თარჯიმანიც უქირავა, ამ ჯერზე გიორგის შეწუხება აღარ მოუწევდა. ინტერნეტიც ძალიან ცოტა ჰქონდა და არც იცოდა ეყოფოდა თუ არა საქართველოში დასარეკად. Როგორც იქნა კლინიკამდე მივიდა, ისევ ანალიზები, ისევ მაგნიტო რეზონანსული კვლევა, მაგრამ არაფერი უკეთესი, დაავადება ნაბიჯითაც არ იხევდა უკან.

Საღამოს გიორგიმ და თიკამ დარეკეს, ექიმის ამბავი მოიკითხეს, ცოტა ხანს ისაუბრეს და დაემშვიდობნენ.



Ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, საშინელი ტკივილი თავს არ ანებებდა, გამაყუჩებელი დალია და დივნზე წამოწვა, ცოტა ხანში ოთახში ლუკა შემოვიდა და უთხრა რომ სოციალმა სკოლის ამბავი გაარკვია და ორშაბათიდან ანუ სამ დღეში სკოლაში მივა, ჯერ მხოლოდ ენის კურსებზე, სხვა საგნებში კი მოგვიანებით ჩაერთვება. Გაუხარდა მაგრამ დაბლა ჩასვლის თავი არ ჰქონდა რომ მადლობა ეთქვა. Დრო ორშაბათამდე ცოტა იყო, ლუკა კი გასამზადებელი, ტკივილი ოდნავ დაცხრა და შვილს მაღაზიებში გავლა შესთავაზა. Უნდოდა კარგად ჩაცმული გაეშვა სკოლაში. ქალაქის ცენტრში გავიდნენ, შარვალი მაისური და ბოტასები იყიდეს, ის ის იყო საკანცელარიო საქონელის მაღაზიაში უნდა შესულიყვნენ რომ ნელის თვალთ დაუბნელდა და ჩაიკეცა, ლუკამ ტროტუარზე წაქცეული დედის დანახვაზე ყვირილი დაიწყო, ქუჩაში ცოტა ხალხი ირეოდა რამოდენიმე მათგანმა დააიგნორა წაქცეული ნელი და ცრემლიანი თვალებით აყვირებული ლუკა, ყვირილზე პოლიციელი მოვიდა, სასწრაფო გამოიძახა და ნელის პირველადი დახმარება აღმოუჩინა. Სულ რამდენიმე წუთში ქემნიცის ცენტრში სასწრაფო დახმარების ორი მანქანა გამოჩნდა. Ექიმებმა ნელის პულსი და წნევა გაუსინჯეს, ჟანგბადის ბალიში მიამაგრეს და დიდი ზომის “კრანკენვაგენში” დააწვინეს, ბიჭი პოლიციამ ჩისვა მანქანაში და სასწრაფოს გაჰყვა. პოლიციის ფორმიანმა ახალგაზრდა გოგომ ქალის ჩანთაში აუსვაისი მოიძია და მის სოციალს დაურეკა, ნელი ექიმებმა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, ლუკას შიგნით შესვლის უფლება არ მისცეს და სოციალის მოსვლამდე, დერეფანში პოლიციელთან ერთად დატოვეს. Ბიჭი იატაკზე მარტო იჯდა, იჯდა და ხმამაღლა ტიროდა, ხმამაღლა და ქართულად, შიშისგან და ტკივილისგან კანკალებდა, თავს ვერ იკავებდა და მთელი ხმით ბღაოდა. Ორი პოლიციელიდან ერთ ერთმა მას წვენები და ტკბილეული მოუტანა, მხოლოდ წვენი მოსვა რომ სული მოეთქვა. Შოკოლადებისკენ არც კი გაუხედავს, ისიც არ ახსოვდა რომ პარკი ახალი ტანსაცმელით იქვე დატოვა სადაც ნელი ცუდად გახდა. Საავადმყოფოს დერეფანში მოსიარულე ადამიანებიდან ზოგი ეფერებოდა და ამშვიდებდა, ზოგიც ამრეზით უყურებდა უცხო ენაზე მოტირალ ბიჭს, ერთი ცოტა უცნაურად ჩაცმული ტატუებიანი ახალგაზრდა კაცი მიუახლოვდა და აგრესიული გერმანულით რაღაცას ეუბნებოდა, მაგრამ ოდნავ მოშორებით მდგომი პოლიციელი მაშინვე ბავშვთან გაჩნდა, მოსაუბრეს რაღაც უთხრა მკაცრ ტონალობაში და, ისიც გაეცალა ლუკას. Ამასობაში, საავადმყოფოში მათი საცხოვრებელის ქართველი სოციალიც მოვიდა. Ლაშა ლუკას ჩაეხუტა და უთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, შემდეგ ჯერ პოლიციელებთან მივიდა, ამბავი გამოჰკითხა და რაღაც დოკუმენტებზე მოუწერა ხელი, შემდეგ გეზი რეანიმაციისკენ აიღო თუმცა მალევე გამობრუნდა და ლუკას უთხრა რომ დედა გონზე მოვიდა და ბავშვს პალატაში ცოტა ხანში შეუშვებდნენ. Ამის გაგონებაზე ლუკამ ტირილი შეწყვიტა. Გაახსენდა რომ შუადღის შემდეგ არაფერი ეჭამა, სნიკერსი გახსნა და პაკეტში დარჩენილი წვენი მიაყოლა.


Დაახლოვებით ერთ საათში ლუკა ნელისთან შეუშვეს. Დედა უამრავ კაბელზე იყო მიმაგრებული, ქალმა თვალები გაახილა . და შვილს მძიმედ უთხრა, მიყვარხარ. Ლუკა დედას ჩაეხუტა და ისევ ტირილი აუვარდა. Კარგად ვიქნები დათვის ბელო, უთხრა დედამ შვილს და თვალები დახუჭა, დამამშვიდებელმა თავისი ქნა, ნელის ჩაეძინა. Ლაშამ ლუკა გამოიყვანა რეანიმაციიდან, შეძლებისდაგვარად დაამშვიდა, შემდეგ ექიმისთვის გამორთმეული ბავშვის ასაკისთვის შესაფერისი დამამშვიდებელი მიაწოდა წყალთან ერთად, საერთო საცხოვრებლში პირადი ნივთებისთვის გაატარა, იქაც რარაც საბუთებს მოაწერა ხელი და ბავშვი სახლში წაიყვანა. Თეთრი კორპუსის მესამე სართულზე შესულ ლუკას, კარებშივე ეცა, ხაჭაპურის ნაცნობი სურნელი, ლაშას მასზე ორი წლით უფროსი გოგონა ჰყავდა, ამან კიდევ უფრო დაამშვიდა ბიჭი.

Ლაშა დუ ლუკა საავადმყოფოში დილით მივიდნენ, ნელი უკვე პალატაში იყო, საწოლზე იჯდა და შვილს ელოდებოდა, ერთმანეთს ჩაეხუტნენ, ექიმის თქმით ნელი კიდევ ორი დღე დარჩება საავდმყოფოში, თუმცა ახლა ლუკასაც შეუძლია დედასთან იყოს. Კოლაფსი კი როგორც გაირკვა წნევის უცაბედმა ვარდნამ გამოიწვია. Ახლა მედიკოსები ამ კოლაფსის რეციდივის აცილებაზე მუშაობენ. Ლაშა დედას და შვილს დაემშვიდობა და სამსახურში წავიდა. Პალატა, სასტუმროს პატარა ნომერს ჰგავდა. Შიგნითვე იყო აბაზანა და მინიმალისტური სამზარეულო, ლუკამ ლაშას დატოვებულ პარკში, ხაჭაპური და ძეხვი აღმოაჩინა და სახელდახელო სუფრა გაშალა, თითქოს მისი ბავშვობა რამდენიმე საათში დასრულდა და მისი მთავარი მისია ახლა დედის მოვლა პატრონობა იყო. Ნელიმ შვილს სთხოვა ეზოში ჩაჰყოლოდა, რადგან თითქმის 24 საათი იყო არ მოეწია და ეს მდგომარეობა ძალიან უჭირდა. Ექთანმა პციენტს ეტლი მოუტანა და თავად აპირებდა ქალის ეზოში ჩაყვანას მაგრამ ლუკამ არ დაანება და თვითონ გააგორა სავარძელი. Ასე ერთი საათი ისხდნენ ეზოში. Შემდეგ კი პროცედურებისთვის პალატაში დაბრუნდნენ. Ნელიმ გიორგის ნომერი აკრიფა მაგრამ ის ჯიუტად არ პასუხობდა. Ანალიზების და წამლების მიღების შემდეგ დედააც და შვილსაც ტკბილად დაეძინათ და მეორე დილამდე აღარც გაიღვიძებდნენ რომ არა საღამოს შემოვლა, ფრაუ შმიდტი არც ინგლისურად და არც რუსულად არ საუბრობდა ამიტომ ისევ გიორგის დაურეკეს, ამ ჯერზე უპასუხათ მეგობარმა, ნელიმ ორი სიტყვით უთხრა რაც მოხდა და ექიმი დაალაპრაკა, ფრაუ შმიდტმა უთხრა რომ სავარაუდოდ წნევის ვარდნა იმ ძლიერმა პრეპარატმა გამოიწვია რომელიც ექიმმა ქიმიო თერაპიის მაგივრად დაუნიშნა, ამიტომ ნელის კვლავ ქიმიების გაკეტება და დამატებითი მედიკამენტების მიღება დასჭირდებოდა.

Საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, ნელიმ რამოდენიმეჯერ მიაკითხა მის ადვოკატს, ჰერ კრაუსის პასუხი კი უცვლელი იყო, ახალი არაფერია, სავარაუდოდ ჩემს მიერ გაგზავნილ წერილში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა მიმდინარეობს, როგორც კი გვექნება სიახლე გაგაგებინებთო.

Ადვოკატთან ბოლო ვიზიტის შემდეგ ერთ კვირაში დაინიშნა სასამართლო, ნელი და ლუკა პროცესის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გამოცხადდნენ ადგილზე. Პროცესი 2 საათზე მეტ ხანს მიდიოდა. Საემიგრაციო სამსახურის თანამშრომელი ამტკიცებდა რომ საქართველო, ევროპული ტიპის, უასფრთხო ქვეყანაა და ნებისმიერ ადამიანს იქ სამედიცინო თუ სხვა სერვისის მიღება თავისუფლად შუძლია, ამიტომ ვერ ხედავს აუცილებლობას რომ ქალს თუნდაც მცირეწლოვანი ბავშვით და მძიმე სამედიცინო დიაგნოზით, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ თავშესაფარი მისცეს. Საპირპიროს ამტკიცებდა ბატონი კრაუსი, ნელის ადვოკატი, ის ამბობდა რომ საქართველოდან ჩამოტანილი კვლევის პასუხები, მკურნალობის დანიშნულება და ასევე გერმანელი ექიმის დასკვნა იმდენად იყო ერთმანეთისგან აცდენილი, რომ აშკარაა ნელის სიცოცხლის უფლებას ვერ იცავდა მისი ქვეყანა. Ბოლოს სიტყვა ნელის ათქმევინეს. Ქალმა ყველას სთხოვა მიეცათ სიცოცხლის და მკურნალობის შანსი. Პირობას დებდა რომა გამოჯანმრთელების შემდეგ თავისი ნებით დატოვებდა ქვეყანას. Შემდეგ ტირილი აუვარდა და დარბაზიდან გავიდა. Პროცესს ქართველი თარჯიმანი ნიკა თარგმნიდა.

შემდეგი ორი თვის მანძილზე, Ნელის ჯანმრთელობა გაუარესდა. Ექიმმა უთხრა რომ კოლეგიის გადაწყვეტილებით ქირურგიული ჩარევა იყო საჭირო, თუმცა შანსი მხოლოდ 50/50 ზე იყო. ქალმა ბევრი იფიქრა მაგრამ ბოლოს დათანხმდა. Მისთვის ეს ბოლო შანსი იყო რომ შვილთან ერთად გაეგრძელებინა ცხოვრება. Ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე, უკვე რაღაცნაირად მშვიდად გრძნობდა თავს, მაგრამ ვერ გაეგო რატომ,

Ოპერაციის დღეს გიორგისთან და თიკასთან დარეკვა სცადა რომ ეს ამბავი ეთქვა, მაგრამ არავინ პასუხობდა და ტელეფონი ისე გადადო, არც გახსენებია შეყობინება გაეგზავნა. როცა ნარკოზმა თავისი ქნა.. თვალწინ ლუკა უტრიალებდა, ქმარიც გაახსენდა თითქოს ყველაფერს სიზმარში ხედავდა, ვერც კი მიხვდა როგორ აღმოჩნდა მწვანე მინდორში, ნაცნობი ხმა მოესმა, ხმა რომელიც 30 წელზე მეტია არ გაუგია, დედის ხმა იყო, ხმას მიჰყვა, ხმამ ნელი ბნელ გვირაბში შეიყვანა რომლის ბოლოში საოცარი ნათელი დახვდა და რაც მთვარია, დახვდა 30 წლის წინ გარდაცვლილი დედა რომელმაც გულში ჩაიკრა და უთხრა რომ აღარსად გაუშვებდა.

Ლუკამ პალატაში შემოსული ლაშას საოცრად დამწუხრებული სახე დაინახა, ჯერ გაუკვირდა, არ ელოდა დღეს მის მოსვლას, ოთახში ახლა ლაშას მეუღლე ჯესიკა შემოვიდა ბავშვს თვალებში შიში ჩუდგა, ხოლო როცა სოციალმა, მამის ან ვინმე ნათესავის ნომერი ჰკითხა, ლუკა მიხვდა რომ ყველაფერი დამთავრდა, ერთი დაიღრიალა და საწოლზე დაემხო.ექიმებს მისთვის დამამშვიდებლის ორმაგი დოზის მიცემა დასჭირდათ რომ მდგომარეობიდან გამოეყვანათ. Ბავშვს მთელი დღე ეძინა, ლაშას გერმანელმა მეუღლემ ის არ დატოვა, საღამოს ლაშაც მივიდა. Ლუკა ვერაფრით ეგუებოდა მომხდარს. მან ექიმებს სთხოვა დედა მაჩვენეთო,

შავ სასახლეში იწვა ნელი, სახეზე ვარდისფერი დასდებოდა, თითქოს, იღიმოდა, ალბათ ასე იღიმებიან ადამიანები, როცა 30 წლის შემდეგ დედას ნახავენ.სასახლე სპეციალურ მაგიდაზე იდგა, გარშემო კი საშინელი სიჩუმე იყო გამეფებული, სიჩუმე რომელსაც მხოლოდ დედის უსულო სხეულზე დამხობილი ლუკას სულის შემძვრელი ბღავილი არღვევდა. უკვე ვეღარც ტიროდა, ხმა აღარ ჰქონდა მხოლოდ ცრემლები მოდიოდა, შეუჩერებლად

Საღამოს რამოდენიმე სოციალ მუშაკი ერთად მოვიდა, ლუკა საერთო საცხოვრებელში გაატარეს ბარგის ასარებად და სპეციალურ ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.


საქართველოში კი Ნელის ქმრის მობილურზე საეჭვოდ უცნაური ნომრიდან შევიდა ზარი, პიროვნება რომელიც რეკავდა, ლადოს ლაშად გაეცნო, უთხრა რომ ნელი გარდაიცვალა და ერთი კვირის თავზე, მისი კრემაცია იგეგმებოდა. Პახმელიაზე მყოფ ლადოს თავი სიზმარში ეგონა. Ლაშამ უთხრა რომ თუ რამე დასჭიდებოდა აღნიშნულ ნომერზე ინტერნეტის საშუალებით დაერეკა. Ლადო წამით ყველაფერზე დაფიქრდა და ასევე წამით, მაგრამ მხოლოდ წამით შერცხვა თავისი საქციელის. ნელის და ლალი მის ზარს დიდი ხანია აღარ პასუხობდა, სახლში ცოლის ძველი ბლოკნოტი იპოვა და მის მეგობასრს, იას დაურეკა. Რომელიც რამდენიმე საათში უკვე მასთან იყო.

Საელჩოს დახმარებით და მეგობრების ფინანსებით, სიკვდილიდან ერთი თვის შემდეგ ნელი საქართველოში ჩამოასვენეს. Ბერლინის აეროპორტში სასახლე მხოლოდ ლუკამ, ლაშამ და ლაშას ცოლ შვილმა გააცილა, თბილისში კი მას არყის სუნად აქოთებული ქმარი, ნელის და რომელსაც იმ ერთადერთ ბინაზე უკვე გაუჩნდა პრეტენზია რომელიც გერმანიაში წავლის წინ ქალმა იპოთეკით დატვირთა, და გარდაცვლილის ორი მეგობარი დახვდა. მხოლოდ ორ მეგობარს სდიოდა გულწრფელი ცრემლი, როდესაც ოთხკაციანი პროცესია უყურებდა როგორ აყრიდა მიწას ორი მესაფლავე, ნელის სასახლეს.



P.S ლუკა კვლავ ქემნიცშია და მიუხედავად მისი სურვილისა საქართველოში დაბრუნდეს, ამას მინიმუმ 18 წლამდე ვერაფრით შეძლებს. Მერე კი ალბათ დაფიქრდება ურირს თუ არა ამ ქვეყანაში დაბრუნება.

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0