x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"სასაცილო სტატია და სათაურია... ერთუჯრედიანი, პრიმიტიული მავნებლების" - ამირან სალუქვაძე
image


*სასაცილო სტატია და სათაურია. ერთუჯრედიანი, პრიმიტიული მავნებლების გაერთიანებაა კოლექტიური ნაცმოძრაობა. არ აქვს მნიშვნელობა რა სახელს დაირქმევენ, ნაცებად დარჩებიან, ევროსაქებად, დაღმაშენებლად, ლელოდ თუ გირჩად.


*პეკინში გამართულ აბრეშუმის გზის ფორუმზე, უწიგნურებო, 150 ქვეყნის წარმომადგენელი იყო, არათუ ვახშამზე, დარბაზშიც იყვნენ ერთ სივრცეში და ერთმანეთის გამოსვლებს უსმენდნენ.


*მანამდე G20 ჩატარდა და ბლინკენი და ლავროვი ისხდნენ ერთ მაგიდასთან. თქვენს კუმირ ზელენსკისაც სურდა მონაწილეობა. უარი უთხრა ინდოეთმა.



*დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონშია. ბაიდენი სი ძინპინთან შეხვედრის მოლოდინშია. იქნებ მიუძღვნათ მსგავსი შინაარსის სტატიები?!


*2012 წელს პუტინს ყველა ხვრელიდან რომ უძვრებოდით, ოღონდ შემხვდით და წინაპირობებს არ დავაყენებთო, არ იმჩნევთ. გამოგიქვეყნოთ ხელახლა?


*არათუ უბრალოდ უნდა მჯდარიყო, რომ არა თქვენნაირი პოლიტიკური სარეველების მავნებლობა ამ წლების მანძილზე, კიდევაც უნდა შეხვედროდა და ელაპარაკა. ოკუპანტ სახელმწიფოს უნდა ელაპარაკო პირველ რიგში და მოაგვარო პრობლემები. აგერ, თბილისში სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერები დასხდნენ ერთად.


*განა არ გესმით?! უბრალოდ მავნებლობთ და საკუთარ მრევლს აბოლებთ. ხან ევროპის თემით მანიპულირებთ, ხან რუსეთის.


*შეგახსენებთ ამონარიდს გრიგოლ ვაშაძის 2012 წლის ინტერვიუდან: "სააკაშვილი და საქართველოს ყველა თანამდებობის პირი მანტრასავით იმეორებენ, რუსეთთან დიალოგი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ თემაზე, წინაპირობების გარეშე".2008 წლიდან მოყოლებული, მსგავს ბევრ ინტერვიუს და ქმედებას ინახავს არქივი. ასევე გვახსოვს სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა, ვიზების გაუქმება, WTO-ში შეშვება და "რუსულ ფულს სუნი არ აქვსო".-წერს სოციალურ ქსელში გენერალი და სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე.


image

0
188
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0