x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
მილიონობით ადამიანის რჩეული დესერტი – საუკეთესო შოკოლადის ნამცხვარი, რაც კი ოდესმე გიჭამიათ
გთავაზობთ საუკეთესო შოკოლადის ნამცხვრის რეცეპტს, რომელიც ტკბილეულის მოყვარულებს გულგრილს არ დატოვებს.



image


ინგრედიენტები:



ცომი:


ფქვილი 210 გრამი

კაკაო 35 გრამი

შაქარი 180 გრამი

ვანილი მწიკვი

მარილი 0, 5 ჩაის კოვზი

გამაფხვიერებელი 10 გრამი

რძე 240 მილილიტრი

მცენარეული ზეთი 75 მილილიტრი

კაკაო დასანამად



ჭიქური:

შოკოლადი 90 გრამი

რძე 3-4 სუფრის კოვზი

ქოქოსის ფანტელები 20 გრამი


როგორ მოვამზადოთ შოკოლადის ნამცხვარი?


1. ფქვილი, შაქარი, კაკაო, გამაფხვიერებელი, მარილი და მწიკვი ვანილი კარგად აურიეთ.



2. მშრალ ინგრედიენტებს დაასხით რძე და ზეთი. კარგად აურიეთ ისე, რომ ერთიანი მასა მიიღოთ.


image


3. აიღეთ 18 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა, რომელსაც გვერდები ეხსნება. ფორმაში ქაღალდი ჩააფინეთ და ცოტა ზეთი წაუსვით.



4. მიღებული ნარევი საცხობ ფორმაში ჩაასხით და ღუმელში 170 გრადუსზე 45 წუთი აცხვეთ.


image


5. ნამცხვარი ფორმიდან ამოიღეთ და კაკაოთი დანამეთ.


image

image


6. ჭიქურისთვის შოკოლადი და რძე მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ.


image


7. მზა ჭიქური ნამცხვარს ზემოდან მოასხით.


image


8. ბოლო შტრიხი – ქოქოსის ფანტელები მოაყარეთ.


მოამზადეთ სიამოვნებით!


თუ არ გაქვთ დრო, მაცივარიც ცარიელია, ნახეთ, რა შეგიძლიათ მოამზადოთ 5 პროდუქტით და 30 წუთით.


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


0
51
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
51