ტკბილეული 5 პროდუქტი და 30 წუთი: ბანანის დესერტი შოკოლადის პასტით 2020, 7 აგვისტო, 9:04 დღეს გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ კულინარიული შედევრი მხოლოდ 5 პროდუქტისა და შოკოლადის პასტით.
დესერტისთვის დაგჭირდებათ
2 ბანანი
ფენოვანი ცომის შეფუთვა 120 გრ ქილა „ნუტელა“ ან სხვა შოკოლადის პასტა 1 კვერცხი ნახევარი ფილა შოკოლადი მომზადება: 1. ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ. 2. ბანანი 12 სქელ ნაჭრად გაჭერით. 3. დაჭრილი ბანანის ნაჭრები გაბრტყელებულ ცომზე დაადეთ. 4. ახლა ცომი 12 ზოლად გაჭერით, თითოეულის სიფართე ბანანის ზომის უნდა იყოს. 5. ბანანს ზემოდან შოკოლადის პასტა დაასხით. წინასწარ შოკოლადი ოდნავ შეათბეთ, რომ თხევადი გახდეს. 6. ზემოდან ცომის ზოლებით შეახვიეთ და რულეტის მსგავსად დაახვიეთ. 7. ცომი საცხობ ფორმაზე მოათავსეთ. ცენტრში ცეცხლგამძლე ჭურჭელი დადეთ და რულეტი მას შემოახვიეთ. 8. თავად ჭურჭელი შოკოლადით აავსეთ. 9. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ და 20 წუთით აცხვეთ. გაითვალისწინეთ, რომ საცხობ ფორმას ცხიმის წასმა არ სჭირდება. სჯობს ოდნავ წყალი აპკუროთ. სუფრაზე დესერტი მომზადებისთანავე გაიტანეთ. გამდნარი შოკოლადი სოუსის ნაცვლად მოასხით. ასევე შეგიძლიათ ათქვეფილი ნაღები ან ნაყინი მოასხათ. ასევე დაგაინტერესებთ: სტუმრებისთვის გემრიელ შოკოლადის მუსს ავოკადოთი ხშირად ვამზადებ: რეცეპტი ჩვენი ოჯახის საყვარელი ნამცხვარი ხაჭო-ვაშლის შიგთავსით დიეტური ვაშლის ნამცხვარი ფქვილის გარეშე - თუნდაც ყოველდღე მიირთვით აღმოსავლური ტკბილეული მხოლოდ 15 წუთში: გაგრილებაზე დრო არ ჩათვალოთ მსუბუქი დესერტი - გემრიელობა ლიმონის კრემით 41 შეფასება არ არის |