ტკბილეული ბეზე მატჩით: დესერტი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლო გამოვა 2020, 28 აგვისტო, 16:06 ბეზეში მწვანე ჩაის მატჩის დამატება შესანიშნავი ვარიანტია, რომ დესერტი "მერენგი" მოამზადოთ. ასეთი ტკბილეული არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოც გამოვა. მის ჭამას ისიც კი შეძლებს, ვინც დიეტაზეა და ტკბილეულს იშვიათად ეკარება.
აუცილებელი პროდუქტები: 2 კვერცხის ცილა 125 გრ შაქრის ფხვნილი ¼ ჩ/კ ღვინის ქვა გამდნარი შოკოლადი 1 ს/კ მწვანე ჩაი მატჩას ფხვნილი მომზადება: ღუმელი 150 გრადუსამდე გააცხელეთ. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. კვერცხის ცილა მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. კვერცხის ცილის ქაფი ღვინის ქვას მიქსერით აურიეთ. ნელ-ნელა შაქრის ფხვნილი დაუმატეთ. მიღებული მასა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. ამაზე დაახლოებით 10 წუთი დაგჭირდებათ. როცა შაქრის ფხვნილი ბოლომდე გადნება, ჩაი მატჩას ფხვნილი დაუმატეთ. კომპონენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. საკონდიტრო ტომარას ვარსკვლავის ფორმა გაუკეთეთ და ბეზეს პატარა ფორმები საცხობ დაფაზე გადაიტანეთ. ბეზე ღუმელში დაახლოებით 20 წუთით აცხვეთ. მერენგი მშრალი უნდა გახდეს. ამის შემდეგ ღუმელი გამორთეთ, ღუმელის კარი გააღეთ და ბეზე გააგრილეთ. თითოეული მერენგი გამდნარ შოკოლადში ამოავლეთ. ეს დესერტი საკვები პროდუქტების კონტეინერში შეგიძლიათ გადაიტანოთ და 7 დღე შეინახოთ. ასევე დაგაინტერესებთ: სტუმრებისთვის გემრიელ შოკოლადის მუსს ავოკადოთი ხშირად ვამზადებ: რეცეპტი ჩვენი ოჯახის საყვარელი ნამცხვარი ხაჭო-ვაშლის შიგთავსით აღმოსავლური ტკბილეული მხოლოდ 15 წუთში: გაგრილებაზე დრო არ ჩათვალოთ ბიუჯეტური და ძალიან გემრიელი წასახემსებელი სადღესასწაულო სუფრაზე ნაზი, როგორც ღრუბელი - იაპონური ფუნთუშა „ჰოკაიდო“ 49 1-ს მოსწონს |