x
image
Yoona
Mediator image
სახლში მომზადებული შოკოლადი მხოლოდ 10 წუთში - მაღაზიაში ნაყიდზე უარს იტყვით
სახლში შოკოლადის 10 წუთში მომზადება მითი არა, არამედ რეალობაა. შოკოლადის ინგრედიენტებს სახლში ყველა იპოვის. მომზადების პროცესი საკმაოდ მარტივია, ხოლო ერთი ნატეხის გასინჯვის შემდეგ მაღაზიაში ნაყიდზე უარს იტყვით.

image

ინგრედიენტები:

5 ს/კ კაკაო


2 ს/კ შაქარი

50 გრ კარაქი

0, 5 ჭიქა რძე


მომზადება:

1. რძე ქვაბში გააცხელეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ.


2. ცალკე თასში შაქარი და კაკაო აურიეთ. ნარევი გაცხელებულ რძეს ნელ-ნელა დაუმატეთ.


3. შემდეგ კარაქი დაუმატეთ.


4. მიღებულ ნარევს მუდმივად ურიეთ და დაბალ ცეცხლზე მაქსიმუმ 2 წუთით ადუღეთ. ამ დროში კომპონენტები შეერთდება.


5. ჯერ კიდევ ცხელი შოკოლადი ფორმებში გადაანაწილეთ და როცა გაგრილდება მაცივარში რამდენიმე საათით შედგით.


6.დროის გასვლის შემდეგ მაცივრიდან შოკოლადი გამოიღეთ და მსოფლიოში ყველაზე გემრიელი შოკოლადით ისიამოვნეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ნაზი, როგორც ღრუბელი - იაპონური ფუნთუშა „ჰოკაიდო“

image

2. 5 გემრიელი და სასარგებლო დესერტი გრამი შაქრის გარეშე

image

3. აღმოსავლური ტკბილეული მხოლოდ 15 წუთში: გაგრილებაზე დრო არ ჩათვალოთ

image

4. გემრიელი კარტოფილი ფრი წვეთი ზეთის გარეშე!

image

5. როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კეტჩუპი სახლის პირობებში

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
15730
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
15730