ტკბილეული მსუბუქი დესერტი - გემრიელობა ლიმონის კრემით 2019, 23 ივლისი, 21:45 დესერტები ციტრუსით ყოველთვის ძალიან გემრიელია. ეს ნაზი კრემი სცადეთ. ის ჭიქებში შესანიშნავად გამოიყურება.
ინგრედიენტები:
ლიმონის კრემისთვის:
3 ლიმონის ცედრა და წვენი 4 კვერცხი 200 გრ შაქრის ფხვნილი 100 გრ კარაქი ბეზესთვის: 2 კვერცხის ცილა 150 გრ შაქარი 50 მლ წყალი დამატებით: ფხვიერი ორცხობილა მომზადება: 1.შაქრის ფხვნილი და ცედრა აურიეთ. კოვზით კარგად აურიეთ და 10 წუთით გააჩერეთ. 2.კვერცხი მიქსერით ათქვიფეთ. 3.ციტრუსი-შაქრის ფხვნილი ათქვეფილ კვერცხს და ლიმონის წვენს დაუმატეთ. 4.ყველაფერი აურიეთ. ქვაბში დაბალ ცეცხლზე დადგით და მუდმივად აურიეთ. მასა უნდა გასქელდეს. 5.როცა ლიმონის მასა გასქელდება, გაზიდან გამორთეთ და კარაქი მცირე ნაჭრებით დაუმატეთ. 6.ბეზე მოამზადეთ. 7.ჭიქაში დაქუცმაცებული ფხვიერი ორცხობილა ჩაყარეთ, შემდეგ კრემი და ზემოდან ბეზე დაუმატეთ. ასევე დაგაინტერესებთ: სახლის იდეალური შესქელებული რძე მხოლოდ 10 წუთში მარწყვის ჯემის 5 უჩვეულო რეცეპტი. 10 ასეთი ქილა და შეგიძლიათ ზამთრისთვის მზად იყოთ სახლში მომზადებული შოკოლადი მხოლოდ 10 წუთში - მაღაზიაში ნაყიდზე უარს იტყვით აღმოსავლური ტკბილეული მხოლოდ 15 წუთში: გაგრილებაზე დრო არ ჩათვალოთ დიეტური ვაშლის ნამცხვარი ფქვილის გარეშე - თუნდაც ყოველდღე მიირთვით
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
247 შეფასება არ არის |