x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ქლიავი და ლეღვი" - გელა ზედელაშვილი
image


"ქლიავი და ლეღვი!


ესე იგი... მარჯვნივ რო ქლიავია, ტყემლი ტოტზე ზის, ბლი კურკებ ისვრის და თან ვიდეოს უღებს მარცხნივ მჯდომ ლეღვს.

მიზანი?


მიზანი ის გახლავთ, რომე... პირდაპირ ეთერში გასული კადრები არ არის საკმარისი, მარჯვნივ მჯდომი ქლიავი ცდილობს, მომავალ თაობებსა და საერთოდ, კაცობრიობას შემოუნახოს მარცხნივ მჯდომი ლეღვის ყოველი მოძრაობა, გამომეტყველება, ნააზრევი, მიხვრა, მოხვრა, პლასტიკურობა, ჟესტიკულაცია, ხმის ჟღერადობა, ინტონაცია და ყველა საყურადღებო ნიუანსი.



ნუ იცინით!

ლეღვი იმდენად დიდია, ლეღვს იმდენად სერიოზული გამოსვლები აქვს, ქლიავი სხვანაირად ვერ მოიქცევა, ის უბრალოდ ვალდებულია, ლეღვის თითოეული ნაბიჯი ფირზე აღბეჭდოს.

ახლა თითქოს არაფერი, მაგრამ დადგება დრო, როცა მომდევნო თაობები ქლიავს ხოტბას შეასხამენ და პრიალა თავზე დაფნის გვირგვინს დაადგამენ ამ ჭკვიანური საქციელის გამო. ესეც შეიფერებს და აპლოდისმენტების ფონზე თავსაც დაგვიკრავს - რა, ჭკუა დაუშლის, გონება, თუ სინდის-მანუსი?!


ნეტავ თუ დადგება დრო, როცა საკანონმდებლო ორგანოში ეგეთ ქლივრებსა და ლეღვებს აღარ დავინახავთ?



რავი, შეიძლება მაგასაც მოვესწროთ?

ღმერთმა ქნას, ჩვენც ხომ ეგ გვინდა!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" დირექტორი, გელა ზედელაშვილი.


0
104
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0