x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორც ავიცილოთ კოვიდი, გრიპი და სხვა ვირუსული ინფექციები - დასახელდა ახალი მარტივი მეთოდი
image

Scientific Reports-ის ახალი კვლევა მართლაც რომ შესანიშნავია, მით უმეტეს, ახლა როცა ვირუსული ინფექციების სეზონი იწყება და აი, რატომ:


პირველი - ხუთი წამი თუ არ ისუნთქებთ, ვირუსით ნაკლებად დაინფიცირდებით.


მეორე - სწორი ინფორმაციაა მათთვის, ვინც მაქსიმალურად თავს ატრიალებთ, თუ თქვენ გვერდზე ვინმე აცემინებს ან ახველებს (და სწორადაც იქცევით!).



და მესამე - ის ნამდვილად მუშაობს.


იაპონელმა მეცნიერებმა მანეკენის სიხლოვეს შეასხურეს აეროზოლი Covid-ის ვირუსის ნაწილაკებით (ან შეიძლება სხვა ნებისმიერი ყოფილიყო - გრიპი, რესპირატიული ვირუსი და ა.შ.). ეს იყო ინფიცირებული ადამიანის ცემინების ან ხველების იმიტაცია. მეცნიერებმა დააფიქსირეს დრო, როდესაც ვირუსის კონცენტრაცია ხელოვნურ „დაცემინების“დროს მაქსიმალური იყო.


უფრო მეტიც, მათ შედარება გააკეთეს ერთდროულად რამდენიმე პარამეტრის მიხედვით: ოთახი, რომელიც ნიავდება და მთლიანად დახურულ ოთახში. როდესაც ინფიცირებული ადამიანი დადის ნელა, სწრაფად და გარბის კიდეც. ანუ მათ დიდი ქალაქის მაცხოვრებლების ჩვეული, დაძაბული რიტმის სრული იმიტირება შექმნეს.


ყველაზე მთავარი, რაც მეცნიერებმა დაადგინეს ექსპერიმენტის შედეგად: აეროზოლის საშუალებით ვირუსის გადაცემის რისკი ყველაზე მაღალი იყო ინფიცირებულის გავლის შემდეგ პირველ 5 წამში. თუ ოთახი კარგად ნიავდება და ადამიანის მოძრაობის სიჩქარე მაღალია, მაშინ ინფექციის რისკი ნაკლებია. ნაწილაკების რაოდენობა მინიმუმამდე ეცემა 30 წამის შემდეგ.


კიდევ რა არის საინტერესო: რაც უფრო კარგი ვენტილაციაა ოთახში, მით ნაკლებია ინფექციის რისკი (სამჯერ კლებულობს!).


ხველის დროს ვირუსის წვეთების 90% იფანტება ინფიცირებულის პირიდან 90 სმ მანძილზე. ამ შემთხვევაში წვეთების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია განლაგებულია 60 სმ რადიუსში პირიდან 30 სანტიმეტრის ქვემოთ.


* პოტენციურად ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტისას (თუ ისინი ჩაგივლიან), უმჯობესია გადავიდეთ მეორე მხარეს ან იქ, სადაც უფრო ნიავი უბერავს;


* დაიცავით დისტანცია ადამიანებისგან მინიმუმ ერთი მეტრით;


* თუ ვინმე თქვენთან ახლოს აცემინებს, შეიკავეთ სუნთქვა 5 წამით. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს მათ მიერ გამოთავისუფლებული ვირუსული ნაწილაკების შესუნთქვას.


"კვლევის შედეგები შეეხება ისეთი ინფექციების პრევენციას, როგორიცაა COVID-19, გრიპი, მაიმუნის ყვავილი და სხვა, რომლებიც გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით“, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.


თითქოს რაღაცეები მანამდეც ვიცოდით არა?რაც კოვიდ პანდემიამ გვასწავლა ვაქცინების ჩათვლით სამი წლის განმავლობაში. მიიფარეთ იდაყვი დაცემინების დროს, დაიცავით დისტანცია, ატარეთ პირბადეები და რესპირატორები; ახლა იაპონელმა მეცნიერებმა კიდევ ერთი საინტერესო მეთოდი შემოგვთავაზეს: შეიკავეთ სუნთქვა მინიმუმ 5 წამი, როცა თქვენ სიახლოვეს ვინმე დააცემინებს ან დაახველებს.

0
182
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0