პროფილაქტიკა მეცნიერების დასკვნით მსუბუქი და ფილტრიანი სიგარეტი უფრო ზრდის კიბოს გაჩენის საფრთხეს 2017, 23 მაისი, 16:06 მსუბუქ სიგარეტზე გადასვლით მწველს რატომღაც ჰგონია, რომ უფრო მაღალი შანსი აქვს აიცილოს სენი, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებენ მეცნიერები.
თვლება, რომ ფილტრიანი სიგარეტი ნაკლებად მავნებელია, თუმცა სინამდვილეში უფრო დიდი შანსია, რომ ჩამოგიყალიბდეთ ფილტვის კიბო, ამტკიცებენ მეცნიერები. ბოლო ათწლეულების კვლევა აჩვენებს, რომ მსგავსი სიგარეტების მწველებში უფრო ხშირია ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმის, - ადენოკარცინომის გამოვლინება, ამტკიცებენ ოჰაიაოს უნივერსიტეტის მეცნიერები. ფილტრი ვენტილაციით არ ამცირებს მავნე ნივთიერებების რაოდენობას, არამედ აზავებს ჰაერთან ერთად და ორგანიზმში კიდევ უფრო სიღრმეში ილექება, ვიდრე უფილტრო სიგარეტი ან არაპერფორირებული ფილტრით.არა და როდესაც გასული საუკუნის 60-იან წლებში პირველად დაამზადეს მსგავსი სიგარეტები, მწარმოებლები რეკლამებში ირწმუნებოდნენ, რომ ეს იყო უფრო ჯანსაღი ალტერნატიული ფილტრი. სხვათა შორის ეს ტენდეცია უკვე დიდი ხანია შენიშნეს მეცნიერებმა და ეს არ გახლავთ პირველი დასკვნა. როდესაც მთლიანად მსოფლიოში შეინიშნება ფილტვის კიბოთი დაავადების შემცირების ტენდეცია, პარალელურად იზრდება ადენოკარცინომით დაავადების შემთხვევები, რომელიც სწორედ "მსუბუქი" სიგარეტით არის გამოწვეული, აღნიშნავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი პიტერ შილდსი. "თამბაქო სავენტილაციო ფილტრით სხვაგვარად იწვის, უფრო უხვ კარცოგენებს წარმოქმნის, ხოლო კვამლი ფილტვის სიღრმეში ილექება, ორგანოს იმ ნაწილში, სადაც წარმოიქმნება ადენოკარცინომი"-დასძენს შილდსი. დღესდღეობით აშშ-ში და დიდი ბრიტანეთში უკვე აიკრძალა სიგარეტის მარკირება "მსუბუქი" და "კუპრის მცირე მოცულობის" მიხედვით, თუმცა მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს საკმარისი არ არის, ისინი მოითხოვენ მთლიანად აიკრძალოს სიგარეტების გამოშვება პერფორირებული ფილტრებით. 214 8-ს მოსწონს 1-ს არა
|