x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყავის რა რაოდენობის დღიური ნორმა არის სასარგებლო ჯანმრთელობისთვის?
imageდიეტოლოგი ნაიდუ: დღეში ორი-ოთხი ფინჯანი ყავის დალევა ჯანმრთელობისთვის კარგია




ყოველდღიურად ორი-ოთხი ფინჯანი ყავის დალევა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, აღნიშნა დიეტოლოგმა უმა ნაიდუმ. ამის შესახებ Pronews-ი წერს.


ნაიდუს თქმით, ყავას ზომიერად მოხმარების შემთხვევაში ბევრი დადებითი თვისება აქვს. მან დღეში ორ-ოთხ ჭიქა ყავას რეკომენდებული რაოდენობა უწოდა . კვლევებზე დაყრდნობით, ექსპერტმა განაცხადა, რომ ყავის დალევა ხელს უწყობს კოგნიტურ ფუნქციას.


ასევე, დამტკიცებულია, რომ გამამხნევებელი სასმელის მოყვარულები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც მას სხვადასხვა მიზეზის გამო არ სვამენ. ეს ფაქტი აიხსნება იმით, რომ ყავაში შემავალ მიკროელემენტებს შეუძლიათ თავის ტვინში სისხლძარღვების ბლოკირების თავიდან აცილება.



ნაიდუმ ასევე აღნიშნა, რომ ყავა უნდა დალიოთ გაფილტრული, უშაქროდ, მაგრამ შეგიძლიათ მას კურკუმა დაუმატოთ. „მიაქციეთ ყურადღება, როგორ რეაგირებს თქვენი ორგანიზმი ყავაზე. თუ შფოთვა ან უძილობა გაწუხებთ, უნდა შეწყვიტოთ სასმელის დალევა“, - დაასკვნა დიეტოლოგმა.


ცოტა ხნის წინ ვწერდით, რომ კაკლის რეგულარული მიღება ამცირებს ნაადრევს სიკვდილს 22%-ით, ამასთანავე აფერხებს სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებების გავრცელებას.


ზოგიერთი კაკალი, განსაკუთრებით ბერძნული და პეკანი შეიცავს მაღალი რაოდენობის ანტიოქიდანტებს, რომელიც ეხმარება უჯრედებს ებრძოლოს სტრესს და ამცირებს სიმსივნის გაჩენის ალბათობას.ამასთანავე არსებობს სრულიად საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ კაკალი აფერხებს სიმსუქნის განვითარებასაც"-განაცხადა დაგფინ აუნმა ლონდონის საიმპერიო კოლეჯიდან.

0
151
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0