x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რამდენად ეფექტურია ხალხური მეთოდები გაციების წინააღმდეგ?
image
თითქმის ყველა ჩვენგანი გაცივებულა ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე, ზოგჯერ ზამთრის სეზონის განმავლობაში ორჯერ ან მეტჯერ, ამიტომ ყოველი ერის თუ ოჯახის ტრადიციაში შემონახულია უძველესი გაციების და გრიპის საწინააღმდეგო ხალხური მეთოდები, ყოველი მომდევნო თაობის გამოცდილება იწყება ამ სიტყვებით :"ბებიაჩემი ასე აკეთებდა...."


არის თუ არა იმის მტკიცებულება, რომ ქათმის ბულიონი ან ნიორი გაციებას შველის?



ყოველი ხალხური მეთოდის საფუძველში დევს ის, რომ ესა თუ ის საშუალება ამაღლებს იმუნიტეტს.



როდესაც ჩვენს ორგანიზმში შემოიჭრება ვირუსი, მას ებრძვის ორი სისტემა:მებრძოლი იმუნიტეტი ცდილობს განდევნოს შემოჭრილი უჯრედები, ხოლო შეძენილი იმუნიტეტი აბრკოლებს იმ პათოგენებს, რომლის მიმართაც უკვე აქვს ბრძოლის გამოცდილება, პარალელურად, იმახსოვრებს ახალ მტერს, რომ მომავლისთვის მზად იყოს მასთან საბრძოლველად.



სწორედ ამიტომაც ზოგიერთი ვირუსით მხოლოდ ერთხელ ვხდებით ავად(მაგ.ჩუტყვავილა), თუმცა გაციება ხშირად გვიმეორდება, რადგან როდესაც ავადმყოფიდან ავადმყოფზე გადადის, ვირუსი იცვლის ხასიათს, განიცდის მუტაციას, ჩვენი იმუნიტეტი კი ვეღარ ცნობს და ხელმეორედ იწყებს ბრძოლას.


საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვება აძლიერებს ჩვენს იმუნიტეტს.


"თუ ჩვენს ორგანიზმს აკლია რაიმე ვიტამინი ან მინერალი, დამატებით მიღებულ რაიმე პროდუქტს, რომელიც გაციების წინააღმდეგ არის მიჩნეული, არავითარი ეფექტი არ ექნება" - აღნიშნავს ჩარლზ ბენგემი ლონდონის ინფექციური დაავადებების საიმპერიო კოლეჯიდან.


მიუხედავად ამისა, რაციონში დამატებული ზოგიერთი პროდუქტი ეფექტურია გაციების წინააღმდეგ.


ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური არის ნიორი.


კვლევაში მონაწილოებდა 146 ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად ღებულობდნენ ან პლაცებოს ან ნიორის კაფსულებს ზამთრის პერიოდში 12 კვირის განმავლობაში.


ჯგუფი, რომელიც იღებდა პლაცებოს, დაფიქსირდა 65 გაციება, რაც მთლიანობაში 366 დღე იყო, ხოლო იმ ჯგუფიდან, რომელიც იღებდა ნიორს, გაცივდა მხოლოდ 24(საერთო ჯამში 111 დღე).


კიდევ ერთი დამატება, რომელსაც ბოლო წლებია გაციების წინააღმდეგ ვიყენებთ, ეს არის ვიტამინი C, არსებობს 29 კვლევის შედეგები, თუმცა არცთუ სახარბიელო.


აღმოჩნდა, რომ ვიტამინი C არცთუ ისე ეფექტურია გაციების წინააღმდეგ - ბავშვებს ავადობის ხანგრძლივობა შეუმცირდათ 14%-ით, ხოლო ზრდასრულებს მხოლოდ 8%-ით.


თუმცა მკვლევარებმა ისიც დასძინეს, რომ ეს არ ნიშნავს, უარი ვთქვათ C ვიტამინზე, მისი მიღება მაინც რეკომენდებულია.


კიდევ უფრო ცუდად არის საქმე ფორთოხლის წვენზე, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ფორთოხლის წვენი ამსუბუქებს გრიპის სიმპტომებს, ან ამცირებს ავადმყოფობის პერიოდს.

image

კიდევ ერთი ეფექტური საშუალება გაციების წინააღმდეგ, ეს არის თუთია, მისი ეფექტურობა კვლევებმა დაადასტურა - თუთიის კარამელი 22%-ით ამცირებს ცემინებას და 50%-ით - ხველას.


თუ 80 მილიგრამიან კარამელის თუთიას ჩავწუწნით გრიპის სიმპტომების პირველსავე დღეს, შეიძლება საერთოდ თავიდან ავიცილოთ გაციება, ხოლო ვინც აგრძელებდა თუთიის კარამელის მიღებას, სამჯერ უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდნენ.

image


და ბოლოს, მეცნიერები რეკომენდაციას იძლევიან, ვიტამინები და მინერალები ბუნებრივად მივიღოთ(მათ შორის ვიტამინი C-ც) ვიდრე ტაბლეტების სახით.

0
245
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0