სხვა 14 ყველაზე ძვირადღირებული დესერტი, რომელიც იმდენი ღირს, რომ დაჯერება გვიჭირს 2023, 7 ოქტომბერი, 9:11 საკონდიტრო ხელოვნების სამყაროში არსებობს წარმოუდგენლად მდიდრული და ექსკლუზიური დესერტები. მათი რეცეპტები გასაიდუმლოებულია და მხოლოდ ბისკვიტის და შოკოლადის ჭიქურის რჩეულმა მბრძანებლებმა იციან. როგორც წესი, ასეთი შედევრები ძალიან ძვირი ღირს. ზოგჯერ ფასი იმდენად მაღალია, რომ თავი შეიძლება ცუდად იგრძნოთ, რადგან ამ ფასად თავისუფლად შეგიძლიათ იყიდოთ კარგი მანქანა ან სახლი ზღვის ხედით.
სამწუხაროდ, მსგავსი ძვირადღირებული დესერტების გასინჯვა ყველას არ შეუძლია. როგორც წესი, ასეთ დესერტებს ექსკლუზიურად მაღალი თანამდებობის პირებისთვის ან მნიშვნელოვანი ღონისძიების ფარგლებში ამზადებენ. თუმცა ეს ფაქტი ხელს არ გვიშლის შევაფასოთ ოსტატების შემოქმედება, რომლებმაც ტკბილი სრულყოფილების შესაქმნელად დრო და ძალა არ დაზოგეს. მოოქროვილი დონატი – 100 დოლარი ბრუკლინის რესტორანში Manila Social Club იყიდება დონატი Golden Cristal Ube Donuts, ერთი ცალი 100 დოლარად. დონატზე მოყრილია 24 კარატიანი ოქროს ფანტელები და დაფარულია Cristal–ის შამპანურის მინანქრით. შიგნით სავსეა შამპანურის მუსით და ჟელეთი. ნამცხვარი „ოქროს ფენიქსი“ – 1000 დოლარი ნაყინი „The Golden Opulence Sundae“ – 1000 დოლარიდან პოპკორნი „Billion dollar“ – 2500 დოლარი მთელი ვედრო ტკბილეულის ფასია მითითებული.შოკოლადის ტრიუფელი „La Madeline Au Truffle“ – 2500 დოლარი ოქროს შოკოლადის კვერცხი – 11 ათასი დოლარი შოკოლადის კვერცხი Amedei–ის შოკოლადისა და საკვები ოქროს ფურცლებისგან დამზადებულია. დესერტი შეიცავს შოკოლადს და ტრიუფელს. მის მომზადებას მთელი 3 დღე დასჭირდა. ასეთი ბრწყინვალება 50 კგ–ს იწონის.სკამი–ყინულკარამელი – 11 ათასი დოლარი დესერტი „მეთევზე ოჩოფეხაზე“ – 14 500 დოლარი ეს საოცარი დესერტი შრი–ლანკაში შეგიძლიათ მიირთვათ, სასტუმროს The Fortress რესტორანში. კონდიტერებმა მის შექმნაზე შთაგონება ადგილობრივი მეთევზეების ტრადიციაში იპოვეს. ისინი თევზს ისე იჭერენ, რომ წყალში სპეციალური ოჩოფეხებით შედიან.ნაყინი „Frrrozen Haute Chocolate“ ოქროს ფურცლებით – 25 000 დოლარი შოკოლადის პუდინგი ფაბერჟე – 34 500 დოლარი პლატინის ტორტი – 130 ათასი დოლარი დესერტი ცნობილმა იაპონელმა კონდიტერმა ნობუ იკარამ შექმნა. კონდიტერს სურდა, რომ ამ შედევრით თავისი აღტაცება გამოეხატა ქალების მიმართ და ეჩვენებინა, რამდენად ლამაზად გამოიყურება პლატინის სამკაულები.კანფეტი „Le Chocolate Collection“ – 1, 5 მლნ დოლარი ერთი შოკოლადის ყუთი შეიცავს საკონდიტრო კომპანიის Lake Forest Confections ასორტს და საოცარი სამკაულს, რომლითაც ძვირფასეულობის მოყვარული გაიხარებს.ტორტი „ძვირფასი პოდიუმი“ – 48, 5 მლნ დოლარი ტორტი მოდის დიზაინერმა დები უინჰემმა მდიდარი არაბი ოჯახისთვის შექმნა. ტკბილეულის შექმნისას გამოიყენეს არა მხოლოდ შოკოლადი და ჭიქური, არამედ ნამდვილი ძვირადღირებული ქვები. სულ 4000 ქვა იყო.ბონუსი: ყველაზე ძვირადღირებული მაკარონი – 10 ათასი დოლარი 10 ათას დოლარად კლიენტი იღებს ბროლის ყუთ ტკბილეულს და 1 ღამეს ოთხადგილიან ნომერში, ლაქიას მომსახურებას და პანორამულ ხედს სანაპიროზე.ასევე დაგაინტერესებთ: 1. ყველაზე ძვირადღირებული ნაყინი მსოფლიოში - რატომ ღირს ის 6 000 ევროზე მეტი? 2. 18 უცნაური პროდუქტი, რომელიც ცნობისმოყვარე მყიდველებმა მაღაზიაში შენიშნეს მოგზაურობისას 3. როგორ გვატყუებენ სასტუმროებში, სადაც „ყველაფერი შედის“ - მზარეულის აღიარება 4. თეთრები თუ მილიონი: რის ყიდვას შეძლებთ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 5. პროდუქტები უჩვეულო გემოთი, რომლებიც სხვა ქვეყანაში იყიდება 6. ცნობილი საღეჭი რეზინა Love is გასაოცარი სიყვარულის წყალობით შეიქმნა 7. ამ კონდიტრებმა კლიენტებს მოუმზადეს არა ტორტები, არამედ ტკბილი იმედგაცრუება 8. აი, როგორ გამოიყურება ჭიქა ჩაი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 9. უბრალოდ წყალი დაუმატეთ: გერმანიაში ლუდის ფხვნილი გამოიგონეს (ჯერ უალკოჰოლო) 10. 10 ჩვენთვის ჩვეული პროდუქტი, რომლებიც სხვა ქვეყნებში აკრძალულია უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 335 1-ს მოსწონს |