x
image
Yoona
Mediator image
მილიონერი ჰიუგო ოუენსის წარმატების ისტორია, რომელიც სხვისი ბარგებით გამდიდრდა
როდესაც სამოგზაუროდ მივდივართ, ყოველთვის თან მიგვაქვს ჩანთა, ზურგჩანთა და ჩემოდანი. სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად დაახლოებით 4, 3 მლრდ ცალი ბარგი გადაადგილდება მთელ მსოფლიოში მხოლოდ თვითმფრინავით. მათგან დაახლოებით 25 მლნ იკარგება. ზოგჯერ ნივთებს იპარავენ მტვირთავები, მაგრამ უფრო ხშირად უბრალოდ იკარგება. ჩემოდანს შეიძლება მოძვრეს ბირკა და ავიაკომპანიამ უბრალოდ არ იცის, ვის მიაწოდოს ბარგი. ამ დანაკარგებზე მილიონებს აკეთებენ და თან კანონიერების ფარგლებში.



image



ავიაკომპანია დაკარგული ბარგის მფლობელის პოვნას ცდილობს, მაგრამ ეს ყოველთვის შესაძლებელი არაა. აშშ–ში ჩემოდნები და ჩანთები, რომელთა დაბრუნება ვერ მოხერხდა, იგზავნება კომპანიაში Unclaimed Bargage. ეს კომპანია დაკარგული ნივთების ერთადერთი ოფიციალური გამყიდველია ამერიკაში.



image




კომპანია უკვე ნახევარი საუკუნეა არსებობს. 70–იანი წლების დასაწყისში დაარსა ჰიუგო ოუენსმა, რომელმაც სიმამრისგან ნასესხები 300 დოლარით ვაშინგტონში ერთ–ერთი ავტობუსის კომპანიისგან მოუკითხავი ბარგი შეიძინა. ბარგში ნაპოვნი ნივთები 24 საათზე ნაკლებ დროში დიდი მოგებით გაიყიდა.



თავიდან ოუენსი მარტო მუშაობდა, მაგრამ 70–იანი წლების ბოლოს კომპანიის პერსონალი 7 კაცამდე გაიზარდა. Unclaimed Bagage-მა 3 მსხვილ ავიაკომპანიასთან ხელშეკრულებები გააფორმა და ყოველთვიურად კომპანიაში 3000 ჩემოდანი ხვდებოდა. ბიზნესმა კარგი მოგება მიიღო და ოუენსი მილიონერი გახდა.



ჰიუგო ოუენსი თითქმის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თავის მომგებიან ბიზნესს მართავდა და როდესაც 90–იან წლებში გარდაიცვალა, კომპანია მის შვილს გადაეცა. ამ ეტაპზე დღეში 7000–ზე მეტი ბარგის დამუშავდება ხდებოდა Unclaimed Bargage-ის საწყობებში! მსგავსი ბიზნესით დაკავებული კომპანიები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია, მაგრამ ამერიკული კომპანია სამუშაოს მოცულობით და მოგებით შეუდარებელი რჩება.



image



ყოველწლიურად ავიაკომპანია ხარჯავს დაახლოებით 2 მლრდ დოლარს ბარგის მონიშვნასა და მოძებნაზე. იმ შემთხვევაში, თუ დაკარგული ბარგი ვერ მოიძებნება, გადამზიდავი ბარგის მფლობელს კომპენსაციას უხდის. ისეთი კომპანიების წყალობით, როგორიცაა Unclaimed Bargage, შესაძლებელია გარკვეული ხარჯის ანაზღაურება.




კატა ტომარაში



ჰიუგო ოუენსის მიერ დაარსებულ კომპანია მკაცრად ინახავს სავაჭრო საიდუმლოებას და ბარგის გამოსყიდვის ღირებულება არ მჟღავნდება. ზოგი ამბობს, რომ დაანგარიშება ხდება ბარგის თითოეულ ნაწილზე, სხვები ამტკიცებენ, რომ ბარგი იყიდება წონით, როგორც მეორადი საქონელი. კომპანიის თანამშრომლები ამბობენ, რომ ჩემოდნები და ჩანთები კატაა ტომარაში. არასოდეს იცით, რა იქნება შიგნით.



image



ზოგჯერ აღმოჩენები მოულოდნელია გამოცდილი თანამშრომლებისთვისაც. ერთხელ ჩემოდანში აღმოაჩინეს F-16 გამანადგურებლის მართვის სისტემა, მეორეში – ძვირადღირებული ვიოლინო, რომელიც სტრადივარიუსის სტუდენტების მიერ იყო დამზადებული. ზოგჯერ სახიფათო აღმოჩენებიც ხვდებათ – ერთხელ იყიდეს ჩანთა ცოცხალ გველთან ერთად.



ნივთები გადის სავალდებულო დამუშავებას. ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ირეცხება, სამკაულები იწმინდება, ხოლო გაჯეტებიდან და მყარი დისკებიდან პირადი ინფორმაცია იშლება. ამის შემდეგ აღმოჩენილი ნივთები გასაყიდად იფინება, სავაჭრო ფასზე 20–80%–ით იაფად. შეფასებისას ბევრ ფაქტორს ითვალისწინებენ, პირველ რიგში, ნივთის მდგომარეობას.



ვინაიდან კომპანიას დაკარგულ ბარგთან შეხება უწევს, გასაკვირი არაა, რომ პრობლემებიც არსებობს. ზოგი გასაყიდად გამოტანილ ნივთში თავისას ცნობს. თუმცა გამონაკლისი არ ხდება, ნივთის მისაღებად უნდა გადაიხადოთ, რადგან კომპანიასაც უფასოდ არ მიუღია. ვიღაცას ეს არ მოსწონს და ზოგჯერ სასამართლოში მიდის. თუმცა კომპანიის პოზიცია ასე გამოიყურება:



"ჩვენ ვართ საცალო ვაჭრობის სფეროში, არ ვართ ვალდებული ვიპოვოთ და დავაბრუნოთ ნივთები, რომლებიც თქვენ ან თქვენმა დეიდამ დაკარგა".



image



ეს სამართლიანია, რადგან სადაზღვევო კომპანიამ გზაში დაკარგული ჩემოდნისთვის კომპენსაცია უკვე გადაიხადა და კანონის მიხედვით, ნაპოვნი ნივთები ყოფილ მფლობელს უკვე აღარ ეკუთვნის.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. გოგონამ დაკრძალვაზე ფულის გამომუშავების უჩვეულო გზა მოიფიქრა. ხელმომწერებმა იდეას მხარი დაუჭირეს

2. საჭმელი ყველაფერია: ქალები Mukbang-ის ახალ მიმართულებას შეუერთდნენ და მთელი ქონება გამოიმუშავეს

3. როგორ იშოვა ფული ელვის პრესლის მენეჯერმა "ჰეითერებზე"

4. გაქურდვიდან წარმატებულ ბიზნესამდე: არასტანდარტული ბიზნეს იდეის ისტორია

5. არსებობს ასეთი პროფესია Trouble-shooter - პრობლემების მომგვარებელი ადამიანი

6. ახალგაზრდა დედები ბოდიბილდერებზე ძუძუს რძეს ყიდიან. როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე ცუდი ბიზნესია

7. 4 უმსხვილესი ფინანსური პირამიდა ისტორიაში

8. წარმატების ისტორია: კანიეს უესტის გზა 53 მლნ დოლარის ვალიდან 200 მლნ დოლარის სუფთა აქტივამდე

9. 7 პროფესია ზარმაცებისთვის – სად ვიმუშაოთ, თუ საერთოდ არ გვინდა?

10. ბიზნესმენმა შექმნა მაღაზია, სადაც საქონელი დროით შეგიძლიათ შეიძინოთ

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
0
645
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
645