სხვა ცნობილი საღეჭი რეზინა Love is გასაოცარი სიყვარულის წყალობით შეიქმნა 2019, 24 სექტემბერი, 17:57 ალბათ, ყველას გვახსოვს საღეჭი რეზინა Love is, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 90-იან წლებში წარმოუდგენლად პოპულარული იყო. მის შეფუთვებზე ორი ახალგაზრდა ადამიანის ნამდვილი სიყვარულის ნახვა იყო შესაძლებელი. იცით თუ არა, რომ ეს ისტორია ნამდვილია? სინამდვილეში ყველაფერი გოგონას მის მომავალ ქმართან მცირე მიმოწერით დაიწყო. თითოეული მათგანი პატარა ნახატს და პირად გრძნობას მოიცავდა, რომელიც საყვარელ ადამიანზე ფიქრებს იდეალურად ასახავდა. საღეჭი რეზინის წყალობით ეს ისტორია მთელმა მსოფლიომ გაიგო.
კიმ კაზალი ახალ ზელანდიელი კარიკატურისტი გოგონა ცნობილი love is-ის წყალობით გახდა, რომელიც რომანტიკულ თემაზე ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ანიმაციური ფილმია და ის ჯერ კიდევ 1970 წელს შეიქმნა. ამ მულტფილმს უდიდესი წარმატება მოჰყვა და მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა. კაზალიმ თავისი ანიმაციური ფორმატი შექმნა, რომელიც შემდეგ ბილ ასპრის ხელში გადავიდა. სწორედ მან შექმნა ნახატები, რომლებიც რეზინის შეფუთვაზე იყო მოცემული და გოგოს და ბიჭის სხვადასხვა ურთიერთქმედებას ასახავდა. საინტერესოა, რომ მხატვარს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მისი ნახატები თურქულ საღეჭ რეზინასთან ერთად გამოდიოდა. ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ 2008 წელს გახდა, როცა ერთმა კორესპოდენტმა მისგან, როგორც ნახატის ავტორისგან, ინტერვიუს აღება გადაწყვიტა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე Love is დიდი პოპულარულობით სარგებლობს. სამწუხაროდ, შემქმნელის პირადი ცხოვრება უფრო ტრაგიკული იყო. ახალგაზრდობა და კარიერა კიმ გროუვი (კაზალი) 1941 წელს ოკლენდაში, ახალ ზელანდიაში დაიბადა. ის ახალგაზრდობიდანვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა, სადაც მომავალი მეუღლე რობერტო კაზალი გაიცნო. ის კომპიუტერული ინჟინერი იყო, რომელიც ლოს ანჯელესში სათხილამურო კლუბში სასწავლებლად დადიოდა, სადაც კიმიც დადიოდა. აქ კიმი კოსმეტიკურ პროდუქტებზე ეტიკეტების დამკვრელად მუშაობდა. დროთა განმავლობაში სადიზაინერო კომპანიაში მიმღებში გადავიდა. ზოგჯერ გოგონა თავის ქმარს მცირე ნახატებიან, რომანტიკულ წარწერებს უწერდა და ბალიშთან, ჯიბეში ან სხვა ადგილას დებდა. ის თვლიდა, რომ ეს ნახატები უბრალოდ ნაჟღაბნი იყო. მის ქმარს კი მოეწონა და არასდროს აგდება. მეუღლემ ნახატები თავის მეგობრებს აჩვენა, მათ თავის მხრივ ამის გამოქვეყნება მოუნდათ. სიყვარული ესაა... 1970 წლის 5 იანვარს Love is-ის დებიუტი „ლოს ანჯელესის თაიმსში“ მოხდა. ეს შეყვარებული წყვილის შესახებ ანიმაციური ფილმი იყო. წყვილი სხვადასხვა რომანტიკულ სიტუაციებში ისახებოდნენ, რომელთაც ყოველთვის ახლდა წარწერა Love is და სიტუაციის მოკლე ახსნა. ისტორიის პერსონაჟები ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპს გადიან, დაწყებული ნაცნობობით და დამთავრებული ერთ-ერთი გმირის სიკვდილით. წყვილს ბავშვები, შინაური ცხოველები, ძაღლი და კატა, ჰყავთ. წარმატება და კრიტიკა Love is… წარმოუდგენლად პოპულარული გახდა. რამდენიმე წელიწადში მილიონ დოლარიანი პროექტი გახდა და ღია ბარათები, წიგნები, მაისურები, კალენდრები და ა.შ გააფორმა. ანიმაცია სხვა ქვეყნებშიც პოპულარული გახდა. კრიტიკოსები ამ პროექტს ბანალურად მიიჩნევდნენ. ის სამოყვარულო დონის გაზეთის ანიმაცია იყო, შეტყობინება მარტივ დაკვირვებას წარმოადგენს, რომლის მოფიქრებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. სხვები ამბობდნენ, რომ ანიმაცია უცნაური იყო. მიუხედავად ამისა, დღემდე მაინც პოპულარულია. თურქული საღეჭი რეზინის დახმარებით მის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომლებიც რეზინის შესაფუთზე მხატვრის ნახატებს იყენებდნენ. პირადი ცხოვრება სამწუხაროდ, კიმის პირადი ცხოვრება არცთუ ისე სასიხარულოა. 1970 წლებში მისი ქმრის კომპანია დაიხურა, ამიტომ წყვილს აშშ-ს დატოვებამ მოუწიათ. ისინი ახალ ზელანდიაში დაბრუნდნენ. Love is… წარმატების წყალობით ორი სახლი იყიდეს, ერთი დიდ ბრიტანეთში, მეორე აშშ-ში. წყვილს ორი ბიჭი შეეძინა. 1975 წელს რობერტს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, კიმი მის გადასარჩენად წამალს ეძებდა. Love is… გამოცემის გასაგრძელებლად მან მულტიპლიკატორი ბილ ასპრეი დაიქირავა, რომელმაც პერსონაჟების იუმორისტული კომიქსები შექმნა. მისი ნამუშევრები 1978 წელს კვირის გამოშვებებში გამოქვეყნდა. სწორედ ბილმა დაიწყო ფერადი კომიქსების ხატვა, რომელიც შემდეგ თურქეთის, რუსეთის და უკრაინის მხატვრებმა გადაიღეს. ასე საღეჭ რეზინებს ჰყიდნენ. 1976 წელს რობერტი გარდაიცვალა, მისი გარდაცვალებიდან მალევე კიმმა ბავშვი გააჩინა. 80--იანი წლების შუალედში კაზალი ავსტრალიაში გადავიდა, სადაც არაბული ცხენების მოშენება დაიწყო. 1990 წელს ის ინგლისში გადავიდა, სადაც 1997 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. აი ასე, ერთი უბრალო წყვილის ისტორიის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო. შეიძლება კარგი დასასრული არ აქვს, მაგრამ ერთმანეთის მიმართ სიყვარულს გვასწავლის. ასევე დაგაინტერესებთ: ვინ არიან თაობა „ზეტის“ ადამიანები და რატომ ამბობენ, რომ ისინი საუკეთესოები არიან 6 წლის ბიჭმა ლონდონის რესტორნისთვის ლოგო შექმნა ფინეთში სამუშაოზე დღის ძილი შემოიღეს. ეს დრო ანაზღაურებადია. არა, ეს ხუმრობა არაა ჭურჭლის მრეცხავმა 21 მლნ მოიგო მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ კვირა დღეს მუშაობა აიძულეს ახალგაზრდა დედები ბოდიბილდერებზე ძუძუს რძეს ყიდიან. როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე ცუდი ბიზნესია
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
297 შეფასება არ არის |