სიახლეები ვინ არიან თაობა „ზეტის“ ადამიანები და რატომ ამბობენ, რომ ისინი საუკეთესოები არიან 2019, 3 ივნისი, 11:04 მილენიალები მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი ყურადღების ობიექტები გახდნენ. თუმცა მათ უკვე პოსტმილენიალები ცვლიან, რომლებიც წინა თაობისგან ძლიერ განსხვავდებიან. მათ ასევე უწოდებენ თაობა Z, ან ლინკსტერებს ტექნოლოგიებსა და გაჯეტებთან დიდი კავშირის გამო.
ეს ადამიანები, რომლებიც 1996 წლის შემდეგ დაიბადნენ, სულ უფრო მეტი ხდებიან. პროგნოზის თანახმად, 2020 წელს ამ თაობის წარმომადგენლები დედამიწის მოსახლეობის მესამედი და ყველაზე მრავალრიცხოვანი მომხმარებელთა ჯგუფი შეიძლება იყოს.
მოდით გავარკვიოთ, ვინ არიან პოსტმილენიალები, რა სურთ ცხოვრებაში, რით განსხვავდებიან მშობლებისგან და წინა თაობაზე უკეთესი რით არიან.
ისინი დამოუკიდებლები არიან პოსტმილენიალებს სურთ ფული თავად გამოიმუშავონ და საკუთარი თავი უზრუნველყონ უფრო ადრე, ვიდრე მათ მშობლებს სურდათ. ბევრი თანამედროვე ბავშვი გლობალური ეკონომიკური კრიზის ეპოქაში დაიბადა, ამიტომ მათ შორის მეოცნებე და დაუნშიფტერი იშვიათად გვხვდება: მოზარდების 72 % საკუთარი სტარტაპის ან ბიზნესის დაწყებას ცდილობს. გარდა ამისა, პოსტმილენიალები ოცნებობენ, რომ საკუთარი გატაცება სტაბილური შემოსავლის წყაროდ გახადონ. ამასთან ვციომის გამოკითხვამ აჩვენა, რომ 18-დან 24 წლის ახალგაზრდების 75 %-ს მშობლების ცხოვრებისეულ გამოცდილებას უსარგებლოდ თვლის. ისინი საკუთარ გზას ირჩევენ და წინა თაობის შეცდომებზე სწავლა არ სურთ. „ზეტს“ ურჩევნია სისტემა არ გატეხოს, არამედ მასში წარმატებას მიაღწიოს. ახალი თაობისთვის ღირებულებების სისტემაში პირველ ადგილას ცვლილებებისა და კრეატივის მიმართ უნარი წარმოადგენს. საკუთარ შეხედულებებში უფრო თავისუფლები არიან ისინი რეალისტები არიან ისინი ბუნებრიობისა და გულწრფელობისკენ მიისწრაფვიან პოსტმილენიალებს გლამურის და ფოტოშოპის სამყარო ნაკლებად მოსწონს. ყურადღების ცენტრში ბუნებრიობა, ნატურალურობა და სიმარტივე ექცევა. ის, რაც დაბადებით მოგენიჭათ, უფრო ღირებულია, ვიდრე კოპირებით მიღებული სილამაზე. ქალები იდეალური სამოდელო სახეებით (მაგ., ირინა შეიკი ან ანჯელინა ჯოლი), რა თქმა უნდა, ლამაზები არიან, მაგრამ ახალგაზრდა თაობისთვის ცოტა მოძველებული იდეალები არიან. პლასტიკურ ქირურგიას მსგავსი სილამაზის, პატარა ცხვირის და მსხვილი ტუჩების შექმნა მარტივად შეუძლია. მოზარდები საკუთარი თავის შელამაზებას და უკეთესად წარმოჩენას სულ უფრო ნაკლებად ცდილობენ. სწორედ ამიტომ ტრენდში არასტანდარტული გარეგნობის და უჩვეულო სახის მოდელები ხდებიან. ბევრი ახალგაზრდა სოციალურ ქსელებში საკუთარ თავს შელამაზების გარეშე აჩვენებს: მაკიაჟის, მარტივი უფორმო ტანსაცმლით, პანელური სახლის ფონზე და ბუნებრივი პოზებში. შესაძლოა, მოზარდები ვიზუალური გარემოთი დაიღალნენ, რომელიც ბრწყინვალებით გადატვირთული იყო. სწორედ ამიტომ იუთუბში ვარსკვლავები სულ უფრო ხშირად ხდებიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ სფეროს ექსპერტებად გაიზარდნენ.მათ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურთ თაობა „ზეტის“ ახალგაზრდობა არა უბრალოდ მატერიალური კეთილდღეობისკენ მიისწრაფვის, არამედ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს. ბევრი მოზარდი სოციალურ საქმიანობასა და მოხალისეობაშია ჩართული. ამასთან აქტიურობას საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში იწყებენ. ცოტა ხნის წინ სამყარომ 16 წლის გრეტა ტუნბერგი გაიცნო, რომელიც შვეიცარულ და ნორვეგიულ პოლიტიკაში გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენილ იქნა. ადორა სვიტაკი 14 წლის ასაკში აშშ-ს აღიარებული საზოგადო მოღვაწე გახდა. ის განათლების პრობლემებით და ბავშვების წიგნიერები არის დაკავებული. ამასთან წიგნებისთვის გამოყოფილი თანხა 30 ათასი დოლარი ვიეტნამის სკოლების დასახმარებლად მიმართა. ლოგან ლაპლანტე 13 წლის ასაკში უკვე TEDx-ის კონფერენციაზე გამოვიდა როგორც თანამედროვე განათლების თეორეტიკოსი. მისი მონაწილეობით ვიდეოს იუთუბზე 10 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვს.ისინი ინტერნეტის ეპოქაში გაიზარდნენ თაობა Z უკვე გლობალური ქსელის ეპოქაში დაიბადა, ამიტომ თავის ცხოვრება ინტერნეტის გარეშე ვერ წარმოუდგენია. მოზარდების 40%-ზე მეტი ამბობს, რომ ისინი მიჯაჭვულნი არიან გაჯეტებზე, ამასთან უფრო ხშირად იყენებენ სმარტფონებს, ვიდრე ტელევიზორებს. ძალიან ბევრი იყენებს სხვადასხვა მოწყობილობას და ერთ დღეში უამრავი ინფორმაციის შთანთქვას ასწრებს. როგორც შედეგი ახალგაზრდებს აღქმის სიჩქარე ეზრდებათ. გარდა ამისა, თაობა Z მრავალმხრიობას, მას რამდენიმე სახის სამსახურის სწრაფად და ეფექტურად შესრულება, ასევე საქმეზე კონცენტრირება და განვითარება შეუძლია.მათ ნამდვილად მნიშვნელოვანი რამ აინტერესებთ თაობა „ზეტს“ უფრო აქტიური და საზოგადოებრივი ცხოვრება აქვს და სოციალური პრობლემების მიმართ გულგრილი არაა. მოზარდები მზად არიან აქციებზე საკუთარი უფლებები დაიცვან და სკოლის პროფკავშირებს ქმნიან. „ზეტს“ ეკონომიკური პროცესები და გარემოზე ადამიანის გავლენა აინტერესებს. ამასთან პირად სივრცეს აფასებენ და პირადი ინფორმაციის გაზიარება არ უყვართ, Facebook-ს საკმაოდ დაშორებული Snapchat ურჩევნიათ. ციფრული თაობის წარმომადგენლები საკუთარ ჯანმრთელოაბზე ზრუნავენ: ისინი სახლში საჭმელს უფრო ხშირად აკეთებენ და სწორი კვების ჩვევას მისდევენ.ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და ადრეული სექსის მიმართ უფრო ნაკლები ინტერესი აქვთ პოსტმილენიალებს ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და სხვა აკრძალული ნივთიერებების მიმართ ინტერესი ნაკლებად აქვთ. როგორც ჩანს, მათ უბრალოდ არ სჭირდებათ, რადგან უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო რაამების გაკეთება შეუძლიათ. გარდა ამისა, „ზეტებს“ შორის ორსული მოზარდების და ადრეული სექსის შემთხვევები წინა თაობასთან შედარებით უფრო ნაკლებად გვხვდება.ასევე დაგაინტერესებთ: 1. ჩვევები, რომლებიც ჭკვიან ადამიანს სულელისგან განასხვავებს 2. 16 კომიქსი, თუ რისგან "შედგება" სხვადასხვა ეროვნების ადამიანი 3. 10 რამ, რაც ნათესავებსაც არ უნდა გაუმხილოთ 4. სიბერეში ვინანებთ არა იმას, რომ ცოტა ვიმოგზაურეთ ან ბავშვები ცუდად აღვზარდეთ 5. მშობლების დაკარგვა ყოველთვის შეგცვლით: მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
1538 შეფასება არ არის |