x
image
Yoona
ყველაზე ძვირადღირებული ნაყინი მსოფლიოში - რატომ ღირს ის 6 000 ევროზე მეტი?
იაპონური ნაყინის მწარმოებელი კომპანია Cellato გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე ძვირადღირებული სანაყინე მსოფლიოში.


image

წარმოიდგინეთ, მხოლოდ ერთი პორცია დესერტი 873 400 იაპონურ იენამდე (6 696 დოლარი) ღირს. ეს თანხა მეორადი მანქანის შესაძენად საკმარისია!


იაპონური ბრენდის Cellato–ს ნაყინი 6000 ევროზე მეტი ღირს!

image


რატომ ღირს ასე ძვირი? მიზეზი ინგრედიენტებშია. დესერტის ხიბლია უიშვიათესი თეთრი ტრიუფელი, რომელიც ალბაში, იტალიაში გაიზარდა. მისი ფასი თითქმის 2 მილიონი იაპონური იენია (თითქმის 12 000 ფუნტი სტერლინგი, 15 192 აშშ დოლარი) 1 კგ–ზე. სხვა განსაკუთრებული ინგრედიენტებია ყველი პარმეზანი და საკეს ნარჩენი.


Cellato–ს მისია არ იყო მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნაყინის შექმნა.

image

სინამდვილეში, ამ პროექტის უკან დგას სურვილი ერთმანეთს დაუკავშირონ ორი კულტურა, ევროპული და იაპონური წარმოშობის ინგრედიენტების გაერთიანება ნაყინში.


ამისთვის კომპანიამ დაიქირავა ტადაიოსი იამადუ, RiVi–ს (რესტორანი ოსაკაში) შეფმზარეული, რომელიც თავისი შემოქმედებითი შერეული (ფიუჟენ) სამზარეულოთი ცნობილია.


image

გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალური გვერდის თანახმად, კომპანიას ამაზე გაჩერება არ სურს.

image

კომპანია უკვე მუშაობს სხვა მსგავს პროექტზე, რომელიც ევროპას და იაპონიას აერთიანებს. შემდეგი პროდუქტები იქნება შამპანური და ხიზილალა.


მათ, ვინც ნაყინი უკვე მიირთვა, ამბობს, რომ მისი გემოს აღწერა თითქმის შეუძლებელია.


image

ჯერ ცხვირში აღწევს თეთრი ტრიუფელის ძლიერი არომატი, მას მოსდევს პარმიჯანო რეჯანოს რთული ხილის გემო. საკეს ნარჩენი ბოლო შეგრძნებად გვევლინება.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. თეთრები თუ მილიონი: რის ყიდვას შეძლებთ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

2. 10 ჩვენთვის ჩვეული პროდუქტი, რომლებიც სხვა ქვეყნებში აკრძალულია

3. პროდუქტები უჩვეულო გემოთი, რომლებიც სხვა ქვეყანაში იყიდება

4. აი, როგორ გამოიყურება ჭიქა ჩაი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

5. როგორ გვატყუებენ სასტუმროებში, სადაც „ყველაფერი შედის“ - მზარეულის აღიარება

6. ერთადერთი ქვეყანა, სადაც შოკოლადის კვერცხი არ იყიდება



0
257
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
257