ეს ქალი სამსახურში აყვანიდან 30 წუთში დაითხოვეს. მიზეზი მის გარეგნობაშია
რამდენიმე წლის წინ კლერ
შეპარდმა საოცნებო სამსახურის ვაკანსიაზე განცხადება შეავსო. ეს იყო სავაჭრო ლოგისტიკური კომპანია სახელწოდებით Dee Set. კომპანია სხვადასხვა
მერჩენდაიზინგით იყო დაკავებული.

ახალგაზრდა ქალი
სოუნსიდან მშვენიერ სამსახურზე მოწყობის შესაძლებლობით გახარებული იყო და ტელეფონით გასაუბრება გაიარა.
ინტერვიურები მისი ცოდნით, სამუშაო გამოცდილებით და კარიერული წარმატებით გაოცებულნი იყვნენ და კლერს შესაბამისი პოზიცია შესთავაზეს.
დისკრიმინაცია
ქალი კომპანიის პოლიტიკას გაეცნო და აღმოაჩინა, რომ წესები მოითხოვდა, რომ სხეულზე ყველა ტატუ ტანსაცმლით დაფარული ყოფილიყო. ამან ცოტა ააღელვა.

კლერს რამდენიმე ტატუ ჰქონდა, მათ შორის სხეულის შიშველ ნაწილზე: თითებიდან
წინამხარამდე.

კლერი კომპანია Dee
Set-ს დაუკავშირდა და მიმდინარე პოლიტიკით დაინტერესდა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ ეს წესი მოძველებული იყო. პასუხად მოისმინა, რომ სამსახურზე უარი უთხრეს, რადგან ტატუების დამალვას ვერ შეძლებდა.

მათი გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულმა თავისი აღშფოთების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და გამოაქვეყნა შეტყობინება, თუ რა მოხდა.

მას შემდეგ რაც ადამიანების დისკრიმინაციის შესახებ მისი პოსტი ვირუსული გახდა, კლერმა კომპანიიდან იმავე თანამდებობაზე შეთავაზება მიიღო.

და მიუხედავად იმისა, რომ გახარებული იყო, რომ კომპანიამ თავისი დანაშაული აღიარა და გამოსწორება სცადა, კლერმა უარი განუცხადა და სამსახურზე უარი თქვა.
კლერი იმედოვნებს, რომ მისი გამოცდილება სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციას ნათელს მოფენს და ტატუების შესახებ საზოგადოების აზრს შეცვლის.
ასევე დაგაინტერესებთ:
ჭურჭლის მრეცხავმა 21 მლნ მოიგო მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ კვირა დღეს მუშაობა აიძულეს

რას ნიშნავს დამსაქმებლისთვის გასაუბრებაზე თქვენი ტანსაცმლის ფერი?

რისი თქმა არ შეიძლება სამსახურში: 5 ფრაზა, რაც კარიერას საფრთხეს უქმნის

როდის ვკითხოთ მომავალ დამსაქმებელს ხელფასის შესახებ: 12 სასარგებლო რჩევა
სასაცილო სამუშაო პოზიციები მთელ მსოფლიოში, რომლებიც ნამდვილად არსებობს

ფინეთში სამუშაოზე დღის ძილი შემოიღეს. ეს დრო ანაზღაურებადია. არა, ეს ხუმრობა არაა
