x
image
Yoona
Mediator image
რას ნიშნავს დამსაქმებლისთვის გასაუბრებაზე თქვენი ტანსაცმლის ფერი?
ინტერნეტ-ჟურნალმა, ბიზნეს ინსაიდერმა გაარკვია, რომ სამსახურის მაძიებელთა ტანსაცმლის ფერი გასაუბრების შედეგზე გავლენას ახდენს. ინტერვიუ დიდხანს არ გრძელდება და ხშირად დამსაქმებელი არა მხოლოდ თქვენს ნათქვამს, არამედ გარეგნობასაც ყურადღებას აქცევს.

image

ცოტა ხნის წინ Career Builder-ში 2099 დამსაქმებელი გამოჰკითხეს. როგორც გაირკვა, გასაუბრების დროს ყველაზე საიმედო ვარიანტი კლასიკურად ჩაცმაა - კლასიკური ნეიტრალური შავი ან ლურჯი ფერის არჩევა. ყველაზე არასასურველ ფრად ნარინჯისფერი დასახელდა.

ნახეთ, რა თვისებაზე საუბრობს ტანსსაცმლის ესა თუ ის ფერი. ვიმედოვნებ, სწორად შერჩეული გარდერობი სამსახურის მაძიებლებს დაეხმარება.



შავი: ლიდერის უნარები

image

შავი საუბრობს იმაზე, რომ თქვენ სხვებისთვის გადაწყვეტილების მიღების უნარი გაქვთ. მომავალი მენეჯერისთვის იდეალურია.


ლურჯი: მზად ხართ გუნდში მუშაობისთვის

image

უფრო ლიბერალური, ვიდრე შავი. გუნდთან თქვენს აქტიურ თანამშრომლობას ხაზს უსვამს.


ნაცრისფერი: ანალიტიკური მუშაობა

image

ნეიტრალური, მაგრამ უკიდურესობის გარეშე. ეს ფერი აჩვენებს, რომ თქვენ რთული ამოცანების გადაჭრა შეგიძლიათ.


თეთრი: ორგანიზების უნარი

image

თეთრი ფერი ხშირად იმაზე საუბრობს, რომ თქვენ ზედმეტის მოძებნის უნარი და გეგმის მიხედვით ცხოვრება შეგიძლიათ.


ყავისფერი: მართვის უნარი

image

ეს ფერი არც თუ ისე ცუდია იმ თანამდებობისთვის, სადაც ხელმძღვანელზე დაქვემდებარება არის საჭირო.


წითელი: ძალა

image

არასასურველი ფერი მათთვის, ვინც ახალ ადგილას საკუთარ ძალებში დარწმუნებული არაა. თუმცა დაწინაურებისთვის გამოგადგებათ.


ყვითელი, მწვანე, მეწამული და სხვა ფერები: კრეატიულობა

image

შემოქმედებითი ვაკანსიის დასაკავებლად შესანიშნავი ფერებია. თქვენს თავისუფლებას და ინოვაციურობას ხაზს უსვამს.

გასაუბრების დროს წარმატებას გისურვებთ!


ასევე დაგაინტერესებთ:

რისი თქმა არ შეიძლება სამსახურში: 5 ფრაზა, რაც კარიერას საფრთხეს უქმნის


როდის ვკითხოთ მომავალ დამსაქმებელს ხელფასის შესახებ: 12 სასარგებლო რჩევა


10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს


5 რამ, რასაც მდიდარი ადამიანები არასდროს ყიდულობენ, ხოლო ღარიბები მასში ფულს ყრიან


მარკ ცუკერბერგი წლის ყველაზე უიღბლო მილიარდერი გახდა - ნახეთ Forbes-ის სია


პოპულარული რჩევები ფინანსური გურუსგან, რომლებიც უმჯობესია არ უგულებელყოთ


6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ


შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს


თეთრები თუ მილიონი: რის ყიდვას შეძლებთ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში


ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
699
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
699
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0