x
image
Yoona
Mediator image
პოპულარული რჩევები ფინანსური გურუსგან, რომლებიც უმჯობესია არ უგულებელყოთ
image

მსოფლიოში ფინანსურ საკითხებზე ბევრი რჩევა არსებობს, რომელთა დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი რჩევის არგათვალისწინება შეიძლება ძვირად ღირებული დროის დაკარგვის ფასად დაგიჯდეთ. ფულის სფეროში რომ გაერკვეთ, ამ სტატიაში ფინანსური მრჩევლის, ბესტსელერის ავტორისგან მასალები შევაგროვეთ, ასევე გთავაზობთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის რჩევას, რომელიც თქვენ კაპიტალის დაგროვებასა და გაზრდაში დაგეხმარებათ.


პირველ რიგში, საკუთარ თავს გადაუხადეთ

ეკონიმიკის წიგნის ავტორი და მილიონერი, დევიდ ბახი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ თითოეული გამომუშავებული ცენტის ეკონომია უნდა ვისწავლოთ.


მან შენიშნა, რომ საშუალოდ, ამერიკელი, რომელიც ფულს ზოგავს, ინახავს ფულს, რომელსაც ყოველდღე 15 წუთის განმავლობაში გამოიმუშავებს, მაშინ როცა, ის 1 საათის ანაზღაურების შესაბამისი უნდა იყოს.

image

აშშ-ს ფედერალური სარეზერვოდან მიღებული ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამ საგანგაშო შედეგი აჩვენა. კვლევის მიხედვით, თითქმის ამერიკის მოსახლეობის ნახევარს ხელზე საკმარისი თანხა არ აქვს, რომ ხარჯები დაფაროს. თუნდაც 400 დოლარი იმ შემთხვევისთვის, თუ ის საგანგებო სიტუაციაში აღმოჩნდება. უფრო მეტიც, აღნიშნა ბახმა, მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად სტარბაქსის ყავას ყიდულობს და მომავალ წელს 800 დოლარად ახალი აიფონის ყიდვას აპირებს. ბახი ამბობს, რომ ამერიკელებს აქვთ ფული, მაგრამ ისინი დანაზოგს არ აკეთებენ.

ბახი თითოეულს, ვისაც ცხოვრებაში წარმატების მიღწევა სურს, ურჩევს, რომ მისდიოს გეგმას, რომელსაც თავად „პირველ რიგში, საკუთარ თავს გადაუხადეთ“ უწოდებს. გეგმის მიხედვით, ყოველდღიურად 1 საათში გამომუშავებული თანხა დანაზოგს მიუმატეთ.


ყოველთვიურად საკრედიტო ბარათის თანხა ბოლომდე დაფარეთ

ზოგჯერ საკრედიტო ბარათის არსებობა გვაძლევს შეგრძნებას, რომ თქვენ ყოველთვის ფული გაქვთ, მაგრამ ასე გრძელდება იმ მომენტამდე, სანამ თვის ბოლოს ბალანსს არ გაეცნობით. საკრედიტო ბარათების უმეტესობა თქვენგან ყოველთვიურად თანხის გარკვეული პროცენტის გადახდას მოითხოვს, რაც ძალიან მაცდური წინადადებაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ.

კრედიტის გამოყენების გამო მუდმივად მინიმალური თანხის გადახდა შეიძლება მთელი ქონების ფასი დაგიჯდეთ, საკრედიტო ისტორია გაგიფუჭოთ და მომავალში იპოთეკის მიღების შანსი შეამციროს.

ფარნოშ ტორაბი, საფინანსო ექსპერტი და პოდკასტის „ასე, ფული!“ წამყვანი. მან ეს გაკვეთილი კარგად შეისწავლა და ამისთვის არცთუ ისე მარტივი გზა განვლო. მას საკრედიტო ბარათზე არა მხოლოდ მინიმალური თანხა შეჰქონდა, არამედ როგორღაც თანხის გადახდა საერთოდ დაავიწყდა. ფარნოშს ამის შესახებ გაახსენდა მხოლოდ მაშინ, როცა საკრედიტო ოპერაციების ანგარიშში ვადაგადაცილებული გადახდის შესახებ შეტყობინება ნახა. ეს მისთვის ნამდვილი მაღვიძარას ზარი გახდა.

image

ეს ინციდენტი მოხდა მანამ, სანამ ანგარიშის ავტომატური გადახდის შესახებ გაიგებდა, რომელიც ჯარიმებზე თანხის დაზოგვაში გეხმარებათ.


დიდ ფულს მკვდარ ტვირთად დადების საშუალება არ მისცეთ

თანხის დაზოგვის ჩვევა ძალიან მნიშვნელოვანია და ამის სწავლა რთული არაა, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით გამოჩნდეს, მაგრამ თუ იმდენად ეკონომიური ხართ, რომ საკუთარ თავს ყველაფერზე უარს ეუბნებით, ეს უკვე ნამდვილი სიმდიდრის შექმნის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.

და მიუხედავად იმისა, რომ ფულის დაგროვებით ფინანსურ მომავალს არ ანადგურებთ, თქვენ კარგავთ შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება გაგიჩნდეთ მანამ, სანამ ფული უსაქმოდ ანგარიშზე გიდევს და რაღაც საინტერესოს და სასარგებლოს შექმნაში მონაწილეობა არ მიიღოთ.

image

თუ გარისკვის მოყვარული არ ხართ, ფინანსების სწორად მართვის ერთ-ერთი მეთოდია თანხის უფრო მაღალი სარგებლის მქონე ანგარიშზე გადატანა, სადაც მოგების სახით უფრო მეტი პროცენტის მიღებას შეძლებთ.


ერთზე მეტი საკრედიტო ბარათი იქონიეთ

ერთი შეხედვით, საკრედიტო ბარათებით სავსე საფულის ქონა უგუნურ ფუფუნებად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ნამდვილად ჭკვიანური ნაბიჯია. ჯონ ულცჰაიმერი, საკრედიტო ექსპერტი, ირწმუნება, რომ ის, ვინც მხოლოდ ერთ საკრედიტო ბარათს ფლობს, საკრედიტო რეიტინგს აზიანებს იმის წყალობით, რასაც „კრედიტის გამოყენების კოეფიციენტი“ ეწოდება. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, თუ თქვენთვის ხელმისაწვდომ რამდენ საკრედიტო ბარათს იყენებთ.

image

ულცჰაიმერი განმარტავს, რომ გამოყენებული საშუალების ნაწილი თქვენს საკრედიტო რეიტინგზე გავლენას ახდენს. მისი სიტყვებით, ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ ისინი „კარგ ფორმაში“ იმყოფებიან, თუ მათ მისაღები კრედიტიდან თანხის 50%-ის შენარჩუნება შეძლეს, ან 30%-ის, მაგრამ სინამდვილეში ის 10%-ზე დაბალი უნდა იყოს. ხელმისაწვდომი კრედიტის თანხა ყველა ბარათზე არსებულ თანხას მოიცავს. თუ, მაგ., თუ ერთ-ერთზე 8000 დოლარის ლიმიტი გაქვთ, მეორეზე კი 6000, ანუ მთლიანი თანხა 14000 დოლარს შეადგენს. თუ თვეში მხოლოდ 1000 დოლარს ხარჯავთ, მაშინ ერთ ბარათზე საჭირო 10 %-იანი გამოყენების საზღვრებში ყოფნას ვერ მოახერხებთ, რომ რეიტინგი შესაბამისი იყოს.


ჯერ მაღალი პროცენტის მქონე გადასახადები გადაიხადეთ

სალი კრავეკი, უოლ სტრიტის ყოფილი მენეჯერი, ამბობს, რომ მაღალი პროცენტის მქონე ვალის გადახდა ყოველთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე შავი დღისთვის ფულის დაზოგვა. ეს ამ ყველაფერს მარტივი მათემატიკით ხსნის. მაგ., თუ თქვენ გაქვთ საკრედიტო ბარათი 2500 დოლარად 18%-ში. თქვენ კი დახარჯეთ 5000 დოლარი, ანუ საკრედიტო ლიმიტს გადააჭარბეთ. თქვენ გაგიჩნდათ ხელზე 5000 დოლარი და ეტაპობრივად კრედიტის დაფარვა გადაწყვიტეთ, ამ თანხის ნაწილის გადახდით (2500$), ხოლო ნაწილის კი ფულის დასაგროვებლად შენახვა.

image

და რა გამოვა ასეთ შემთხვევაში? თქვენ კიდევ დაგრჩებათ 2500$ გადასახდელი და 2500$ ხელზე. ამასთან, დარჩენილ გადაუხდელ თანხას ემატება პროცენტი, 18%-ის შემთვევაში ეს იქნება 450$ წელიწადში, ხოლო ფონდში დადებული ფული თითქმის არაფერს არ მოგიტანთ. სწორედ ამიტომ თქვენ 450$-ის მინუსში იმყოფებით!. დასკვნა: უფრო მეტი თანხის დაზოგვას შეძლებთ, თუ მაღალი პროცენტის მქონე ვალს დაფარავთ, ვიდრე ამ თანხის ინვესტირებით, იქნება ეს საფონდო ბირჟა ან მაღალ შემოსავლიანი ანაბარი.


იყავით მომთმენი!

ტონი რობინსმა, ბესტსელერის ავტორმა და მოტივატორმა, რამდენიმე წლის წინ უორენ ბაფეტს დაუსვა კითხვა და დაინტერესდა, რამ აქცია ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად. ბაფეტმა უპასუხა, რომ ამაში მას დაეხმარა სამი რამ: აშშ-ში ცხოვრება, რომელიც ყველაზე მეტ შესაძლებლობას იძლევა, ხანგრძლივი ცხოვრების კარგი მემკვიდრეობითი გენი და რთული პირობები.

image

ინვესტორმა, რომელიც ახლა 76 მლრდ დოლარზე მეტი ღირს, ცოტა ხნის წინ მისი ცხოვრების შესახებ დოკუმენტურ ფილმში თქვა, რომ ფულის გამომუშავების დროს ყველაზე მნიშვნელოვანია დრო. ის დარწმუნებულია, რომ ამ საქმეში აუცილებელი არაა, იყოთ ყველაზე ჭკვიანი, თქვენ უბრალოდ მოთმინება უნდა იქონიოთ.

1
1014
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1014
  
2018, 30 ნოემბერი, 23:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1