სხვა უბრალოდ წყალი დაუმატეთ: გერმანიაში ლუდის ფხვნილი გამოიგონეს (ჯერ უალკოჰოლო) 2023, 7 ივნისი, 15:29 ლუდის ბევრ მოყვარულს გაუკვირდება, რომ ახლა საყვარელი სასმელის შესაძენად მაღაზიაში წასვლა საჭირო აღარაა. მისი მომზადება ნებისმიერ დროს სახლში შეგიძლიათ.
დაგჭირდებათ მხოლოდ 1 ჭიქა წყალი და ხსნადი ლუდი. ეს სასწაული გერმანულმა ლუდსახარშმა კომპანიებმა გამოიგონეს. მხოლოდ ჯერჯერობით სასმელი უალკოჰოლოა. მსოფლიოში პირველი ლუდის ფხვნილი გერმანელმა ლუდსახარშმა კომპანიებმა გამოიგონეს მეთოდი, როგორ აქციონ ჭიქა წყალი ლუდად წამებში. ისინი თვლიან, რომ ლუდის ფხვნილი ლუდის ექსპორტისას მიღებულ მძიმე ნახშირბადის კვალს შეამცირებს. ამ სიახლის გამოსაყენებლად რამდენიმე სუფრის კოვზი ლუდის ფხვნილი ჭიქა წყალს უნდა დაუმატოთ და კარგად აურიოთ. ამ დროისთვის ფხვნილი დამუშავების ბოლო ეტაპს გადის. მის შექმნაზე უკვე 2 წელია მუშაობენ. ყველა იმედოვნებს, რომ 2023 წლის ბოლოს ლუდის ფხვნილი გაყიდვაში გამოჩნდება. ასეთი ინოვაცია ბოთლებს და ყუთებს დაზოგავს, საწვავის ხარჯსაც შეამცირებს. ლუდი უალკოჰოლო გამოდის, მაგრამ ფხვნილისგან მომზადებულ სასმელს ჩვეულებრივი ლუდის გემო აქვს. ასეთ ლუდს ქაფიც აქვს. გერმანული ლუდსახარში კომპანიები თვლიან, რომ ეს მომავლის ლუდია, რადგან მალე მთელ მსოფლიოში ლუდის ფხვნილს ჩამოსხმამდე წყალს დაუმატებენ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ოდესღაც ასე აკეთებდა დოკი „უკან მომავალში“: შვეიცარიაში ბანანისგან ენერგიის მიღება ისწავლეს 2. ყველაზე ძვირადღირებული ნაყინი მსოფლიოში - რატომ ღირს ის 6 000 ევროზე მეტი? 3. საჭმელად უვარგისია: Skittles–ში სახიფათო ინგრედიენტი იპოვეს 4. ერთადერთი ქვეყანა, სადაც შოკოლადის კვერცხი არ იყიდება 5. ცხელი ჩაის მიღება სახიფათოა - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა 6. ტეკილა წონის დაკლებაში დაგეხმარებათ - ნათქვამია კვლევაში 152 შეფასება არ არის
|