სხვა ოდესღაც ასე აკეთებდა დოკი „უკან მომავალში“: შვეიცარიაში ბანანისგან ენერგიის მიღება ისწავლეს 2022, 28 ივლისი, 19:35 შვეიცარიელმა მეცნიერებმა ლოზანიდან ბანანის ქერქისგან ენერგიის მიღება ისწავლეს. ზუსტად ისე, როგორც დოკი ფილმიდან „უკან მომავალში“. მწვანე საწვავის მოპოვების შესახებ ჟურნალი Chemical Science წერს.
წყალბადი და ბიონახშირი მეცნიერებმა ხილიდან წყალბადის მისაღებად ბანანის ქერქი გაახმეს, დაფშვნეს და ფოტოლიზის რეაქტორში მოათავსეს. შემდეგ ფხვნილზე მაღალი ტემპერატურით და სინათლით ზემოქმედება დაიწყეს. ასე ხილის მასიდან წყალბადის, მხუთავი აირის და ნახშირბადის გამოყოფა დაიწყეს. ძვირიანი აღჭურვილობის გამოყენება არ დასჭირდათ. ენერგიის მისაღებად პიროლიზი და მაღალი წნევა საჭირო არ გახდა. მეცნიერების გათვლით, 1 კგ ბანანის ქერქიდან 100 ლ წყალბადის და 330 გ ბიონახშირის მიღება შეიძლება. მეცნიერება და პრაქტიკული სარგებელი: რა არის ბიონახშირი ბიონახშირი თანამედროვე საწვავია, უფრო ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი ნახშირი ან, მაგალითად, მაზუთი. ასეთი საწვავი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა. ახლა რთული წარმოების გამო ბიონახშირი საკმაოდ ძვირია. ქვანახშირზე 2-ჯერ ძვირია. შვეიცარიელი მეცნიერების ახალმა განვითარებამ ბიოსაწვავის ფასი შეიძლება შეამციროს. ბიონახშირს არა მხოლოდ ქვანახშირის, არამედ ხის ნახშირის ჩანაცვლება შეუძლია. რამდენიმე წელში მწვადის შესაწვავად შეიძლება უფრო ეკოლოგიური და ეფექტური საწვავი გამოვიყენოთ. არა მხოლოდ ბანანი მეცნიერების თქმით, მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით ენერგიის მიღება არა მხოლოდ ბანანის ქერქიდან შეიძლება. გამოდგება ყავის მარცვლები, სიმინდის ტარო, კაკლის ნაჭუჭი და ა.შ. შვეიცარიელი მეცნიერები გეგმავენ, რომ ახალი ტექნოლოგია ძველი საბურავების ეკოლოგიურად უსაფრთხო უტილიზაციისთვის გამოიყენონ. მკვლევარები მათ მიერ გამოგონილი ტექნოლოგიის სამრეწველო მასშტაბით გამოყენებას აპირებენ. ასევე დაგაინტერესებთ: მაგნიტივით მოქმედებს: რობოტი თევზი, რომელიც წყალს მიკროპლასტმასისგან წმენდს რობოტი-ფუტკარი: მეცნიერების ახალი გამოგონება, რომელსაც ყვავილების დამტვერვა შეუძლია მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობის სახეობა, რომელსაც პლასტმასის დაშლა შეუძლია პარიზის ზოოპარკში ახალი ცხოველი ჰყავთ: „წვეთი“, რომელიც ინტელექტით გამოირჩევა აშშ-ში სამკაულით კონტრაცეპტივების ტესტირებას ატარებენ 144 შეფასება არ არის |