ქალი და მამაკაცი 7 რამ, რასაც მამაკაცები ქალებში სე#სუალურად თვლიან 2023, 25 სექტემბერი, 23:42 ქალები სარკის წინ საკმაოდ დიდ დროს ატარებენ ყოველთვის ლამაზად და შეუდარებლად რომ გამოიყურებოდნენ, და უმეტეს შემთხვევაში ისინი ამას სწორედ მამაკაცებისთვის აკეთებენ. ამჩნევენ თუ არა ისინი მათ ასეთ მონდომებას? რაღა თქმა უნდა - დიახ, და თან როგორ! დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით თუ რას თვლიან "ძლიერნი ამა ქვეყნისანი" მშვენიერი სქესის წარმომადგენლებში ყველაზე სექსუალურად.გრძელი თმამაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ საუბარია სუფთა, მოვლილ და სასიამოვნო სურნელის მქონე თმაზე.მსუბუქი მაკიაჟიმამაკაცები ვულგარულ, გამომწვევ მაკიაჟს სხვა ტიპის ქალებს უკავშირებენ, ამიტომ დაიმახსოვრეთ, რომ მისი "გულის ქალბატონი" ყოველთვის ელეგანტურად უნდა გამოიყურებოდეს.დეკოლტემაშინაც კი, თუ პატარა მკერდი გაქვთ, მამაკაცებს თქვენს "ღირსებებზე" ყურება განსაკუთრებით ხიბლავთ. მთავარია - ვულგარულად არ გამოიყურებოდეთ.ხმაეს კი უკვე თქვენზე დამოკიდებული ნამდვილად არ არის, ვინაიდან ყველას არ ეძლევა ნაზი და ნარნარა ჟღერადობის ხმა.მაღალი ქუსლებიეს კი თავადაც მოგეხსენებათ, რომ ნამდვილი მასობრივი განადგურების იარაღია. აბა, რომელი მამაკაცი გაუძლებს მაღალქუსლებზე მდგარი ქალის გრძელი, თხელი ფეხების მშვიდად ყურებას?კაბები და ქვედაბოლოებიშეიძლება ძლიერი და დესპოტურიც კი იყოთ, თუმცა მამაკაცებს მოსწონთ როცა შარვლის გარდა არჩევანს ასევე ქვედაბოლებზე და კაბებზე აკეთებთ, ასე თქვენი გარეგნობა უფრო ნაზი ხდება.სხეულზე მომდგარი ტანსაცმელითუკი რაიმე საჩვენებელი გაქვთ, რატომ უნდა დამალოთ? მამაკაცები ტანზე მომდგარ და გამოყვანილ სილუეტზე უბრალოდ გიჟდებიან.108 შეფასება არ არის |