x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"სამედიცინო ცნობაში ჩააწერინა, თითქოს კიბო ჰქონდა და ციხიდან გამოუშვეს, სამაგიეროდ ძმაკაცების ჩაშვება დაიწყო "-რა არის ცნობილი ირაკლი ეძგვერაძეზე
image"მე აგიხსნით ახლა მარტივად და გასაგებად, ვინ არის ნაცი ჭყიპინა და რატომ მოსდეს გუშინ თავპირში. ადრე ქუჩის ბიჭი იყო, მერე კაცს ესროლა და დაიჭირეს. მობეზრდა ციხეში ჯდომა და გაბოზება გადაწყვიტა. სააკაშვილთან გახოხდა, მას სამედიცინო ცნობაში ჩააწერინა რომ თითქოს კიბო ჰქონდა და გამოუშვეს ციხიდან, სამაგიეროდ ძმაკაცების ჩაშვება დაიწყო. აი ამ საქციელის გამო მოსდეს ყბაში. რაც შეეხება ნაცმოძრაობას, ეს პარტია რომ ჭყიპინების და კრიმინალების თავშესაფარია, ყველამ დიდი ხანია ვიცით."-წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.


"პრაიმტაიმის" ინფორმაციით გლდანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში რამდენჯერმე გაიჟღერა ე.წ. “კანონიერი ქურდის“, ნოდარ შუკაკიძის, იგივე „ნოდო გლდანსკის“ სახელმა. დაპირისპირების დროს დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე.


ნაციონალურ მოძრაობაში“ მისვლამდე ირაკლი ეძგვერაძე რამდენიმე კრიმინალურ საქმეშიც ფიგურირებდა. ნოდარ შუკაკიძის მსგავსად ისიც ნასამართლევია, მათ შორის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. ცნობილია, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მან მძიმედ დაჭრა უბნელი ჯემალ დოლიძე, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ამისთვის ეძგვერაძე სასჯელსაც იხდიდა, თუმცა რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ ის მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა, მიზეზად კი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასახელდა.



წლების შემდეგ ირაკლი ეძგვერაძემ პოლიტიკოსობა გადაწყვიტა და ნიკა მელიას გუნდის სახელით თბილისის საკრებულოშიც მოხვდა. სააკაშვილის შეწყალების და „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანების შემდეგ ყოფილ მეგობრებთან და “შავი სამყაროს“ წარმომადგენლებთან ურთიერთობა დაეძაბა. მისი გარემოცვის ნაწილმა ნოდარ შუკაკიძის პოზიცია გაიზიარა, თუმცა ნაწილი ეძგვერაძის გარემოცვაში დარჩა, რის გამოც, ამ ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა.

წყარო ჰყვება, რომ გლდანში ირაკლი ეძგვერაძეზე გუშინ მომხდარი თავდასხმაც სწორედ ამ დაპირისპირების გაგრძელებაა, თუმცა თავად ეძგვერაძე მომხდარს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.


რა ვიცით თავად ნოდარ შუკაკიძეზე? - ის ამჟამად 33 წლისაა და ე.წ. „კანონიერ ქურდად“ 2013 წელს, საბერძნეთში „აკურთხეს“. ის ქართველი სამართალდამცველების ჩართულობით და ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით, 2018 წელს საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციების დროს, სხვა რამდენიმე კრიმინალურ “ავტორიტეტთან“ ერთად დააკავეს.


ეძგვერაძეს კანონიერ ქურდთან “ დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებს თავად დაზარალებულ რამდენიმე ფოტოში ეძგვერაძე ნოდარ შუკაკიძესთან და მის გარემოცვასთან ერთად არის გადაღებული. უფრო მეტიც, ფოტოებით ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გავლენიანი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ მეჯვარეა.

imageimage
შუკაკიძის გარდა ერთ-ერთ ფოტოზე ეძგვერაძე სხვა ე.წ. „ავტორიტეტების“ გარემოცვაშიც ფიგურირებს, მათ შორის ჩანს ცნობილი სომეხი ე.წ. “კანონიერი ქურდი“ სურენ ავეტისიანი, მეტსახელად “სურო“.(ნახე ზემოთ ჯგუფური ფოტო)

0
174
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0