საზოგადოება "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" იხურება 2012, 7 ოქტომბერი, 12:14 ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა, "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" იხურება, მხოლოდ ერთი სეზონი გავა და ამ გადაცემასაც ვეღარ ვიხილავთ იმედის არხზე. ეს ინფორმაცია ნანუკამ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა: "ძალიან მალე დაგემშვიდობებით და გეტყვით ყველას მადლობას, რომ იყავით ჩემთან ერთად! ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენ იყავით ამ გადაცემაში იმიტომ რომ რეიტინგული ჩემი გადაცემა თქვენი წყალობით იყო, რამდენიმე გადაცემა გავა ეთერში, ის რაც ჩაწერილია, ანუ პირველი სეზონი ვიქნებით ერთად. მერე დაგემშვიდობებით, შვილივით მიყვარს ეს გადაცემა მაგრამ დამშვიდობება მიწევს მასთან. ეს ძალიან მძიმეა ჩემთვის მაგრამ..... უღრმესი მადლობა ყველას ამდენი თბილი სიტყვებისთვის... ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა ჩემთვის!". დახურვის მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ იმედის არხი იცვლის ფორმატს და მასზე იქნება მხოლოდ პოლიტიკური თოქ-შოუები და ნაკლებად იქნება გასართობი გადაცემები.
ნანუკას ამ სტატიას ბევრი გამოხმაურება მოყვა: " ძალიან მაგარი შოუ! რამდენი კეთილი საქმე გააკეთეთ, რამდენ ადამიანს დაეხმარეთ, როგორ შეიძლება ასეთი გადაცემის დახურვა. იმედია ყველაფერი მოგვარდება. იმედია... "
" მართლა ნანუკა? დავიჯერო ასეთი შემართებული ადამიანი ხარ და ასე ადვილად შეეგუები ჟურნალისტიკას, წამყვანობას, ტელე ეთერს? მე მაგალითად გამიჭირდება, ძალიან კარგი წამყვანი იყავი, იქნებ სხვა ტელევიზიაზე გეცადა და იქ გვენახე მალე, იმედი მაქვს".....
"თქვენი გადაცემის დახურვით, რომ იმედის რეიტინგი საგრძნობლად დაიწევს? რატომ არ ითვალისწინებენ? "
ზოგი კი თვლის, რომ ნაციონალები მიდიან და თან ყველაფერს ანადგურებენო: " ძალიან კარგი თუ იხურება, ესეც თქვენი ნაციონალების ერთი შესანიშნავი გადაწყვეტილება, მე თუ წავალ, წავალ ამ გადაცემითო" და ამგვარი უამრავი გამოხმაურება და წუხილი იყო გულშემატკივარი მაყურებლების მხრიდან. იმედია ნანუკას შოუს სხვა არხზე ვიხილავთ, რადგან ეს გადაცემა ყველაზე საინტერესო იყო მთელს ტელე სივრცეში. 159 5-ს მოსწონს 1-ს არა
|