შენ დაეხმარე ადამიანს.
ყველაზე ძნელ და რთულ პერიოდში ედექი გვერდით. შენ რომ არა, ის ფსკერზე დარჩებოდა.
ფეხზე წამოდგა, ნაბიჯები გადადგა, მდგომარეობა გამოსწორდა, წინ წავიდა.
და მან გაწყვიტა ურთიერთობა. მიგატოვა. დაგივიწყა. თავიდან ირიდებს შენთან კომუნიკაციას. აორთქლდა.
რა მოხდა? შენ ხომ ადამიანი მძიმე პერიოდში იხსენი?!
აი, რეალურად, რა მოხდა: შენ იყავი წამალი, აბები მის გადასარჩენად, სახვევები მისი ჭრილობის სამკურნალოდ. და როცა გამოჯანმრთელდა, გადააგდო სახვევები და გადაყარა აბები. ახლა მას ცუდ პერიოდს ახსენებ, როცა მძიმედ იყო, როცა ყველა ბურთივით აპანღურებდა შენ გარდა ... და ვის უნდა ცუდის გახსენება? შენ ახსენებ ასეთ ადამიანს გასაჭირის პერიოდს. ახლა კი უსარგებლო ხარ, უკვე ყველაფერი კარგადაა.
ეს ორი მიზეზის გამო ხდება:
პირველი: შენ აღარ ხარ სარგებლის მიმცემი. გზა უკვე გაკვალული აქვს, სტრესებიც და უსიამოვნებებიც უკვე უკანაა.
მეორე: ცუდ დროს ახსენებ და თვითშეფასებას უქვეითებ. მის მეხსიერებაში ცუდ მოვლენებთან ასოცირდები.
ასე გადადის ფსიქიატრის გამოჯანმრტელებული პაციენტი ექიმთან შეხვედრისას ქუჩის მეორე მხარეს.
და ასეთი ობივატელები, რა თქმა უნდა, არ არიან ჭეშმარიტად კეთილშობილი, როგორ პოზასაც იღებენ საჭირო დროს საჭირო ადამიანებთან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან ისარგებლონ სხვებით, როცა სჭირდებათ წამალი, კედელი, თავშესაფარი და დახმარება.
და მაინც ძალიან კარგია, რომ ისინი თვითონვე მიდიან და ათავისუფლებენ შენს ტერიტორიას.
ეს კი ომარ ხაიამია, რომლის ქართული თარგმანიც სამწუხაროდ არ არსებობს:
Ты выбрался из грязи в князи,
Но быстро князем становясь…
Не позабудь, чтобы не сглазить,
Не вечны князи — вечна грязьც