ფსიქოლოგია ტყუილის გაშიფვრაში დამხმარე ერთი საუკეთესო ხერხი 2021, 23 ივნისი, 0:25 რა ფუნდამენტური თვისება აქვს რეალობას? - ის რომ მისი მოვლენები ლოგიკურ კავშირშია ერთმანეთთან, ერთი მეორეს ლოგიკურად არ გამორიცხავს და არ ეწინააღმდეგება, მიუხედავად ფაქტორების უსასრულო რაოდენობისა. ანუ, ეს უსასრულო რაოდენობა რაღაც ერთ ვარიანტად დალაგდა და ამაში ლოგიკის აღმოჩენა შესაძლებელია, სხვაგვარად ასე არ დალაგდებოდა.
რით განსხვავდება ტყუილი ასეთი კონსტრუქციისგან? იმით, რომ ტყუილს ადამიანი იგონებს, თუმცა მის ტვინს არ შეუძლია მილიარდობით ფაქტორის გათვალისწინება-დაკავშირება, შესაბამისად, რაოდენ დამაჯერებელი ტყუილიც არ უნდა მოიფიქროს ფაქტორთა ერთი ჯგუფის მიხედვით, აუცილებლად არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებიც არ გაუთვალისწინებია და რომლებიც მის შექმნილ კონსტრუქციასთან ლოგიკურ წინააღმდეგობაშია. ისიც არაა გამორიცხული, რომ თავად ამ ადამიანის მოგონილი სხვა ტყუილი, რომელიც იმ ფაქტორების მიხედვით, რაც ამ ტყუილისთვისაა მნიშვნელოვანი, სრულიად ლოგიკურად გამოიყურება, წინააღმდეგობაში მოვიდეს მისსავე სხვა, ცალკე აღებულად ასევე ლოგიკურ ტყუილთან ან სიმართლესთანაც. მოკლედ, ეძებეთ ლოგიკურად ურთიერთგამომრიცხავი ელემენტები და აუცილებლად მიაგნებთ. 218 3-ს მოსწონს
|