x
image
თუთიკო ბერძენა
რატომ არ უნდა შეაჩვიო ბავშვი გაჭირვებას, ტკივილს და მოემზადო ცუდისთვის!

image
ჩვენი ბებიების თაობას ჰქონდა გამოთქმები: "სქელი ჯიბე შვილის გამრყვნელი, თხელი - გამზრდელი"; "შვილი მტრულად გაზარდე, მოყვრულად დაგირჩება"; "მიუჩვეველს ნუ მიმაჩვევ, მიჩვეულს ნუ გადამაჩვევ". იყო კი ასეთი სტერეოტიპი, რომ ფუფუნება ბავშვს რყვნის. ეჩვევა ფუფუნებას ბავშვი. ის ეჩვევა ყველაფერს ძვირფასს, კარგს, საუკეთესოს და თუ ცხოვრება ისე წავა, რომ ვეღარ შეძლებს ასეთის ყიდვას, ეს იქნება მისთვის დამღუპველი, ჩააგდებს სტრესში, მიაღებინებს ფსიქოტრავმას.
რა საჭიროა ბავშვის ხშირი ჩახუტება და კოცნა? არ სჯობს კრიტიკას მიაჩვიოთ, ვიდრე შექებას?
რა საჭიროა ბავშვს ხიზილალა ჰქონდეს საუზმედ? მიეჩვევა და არ მოუნდება უბრალო ფაფის ჭამა. რა საჭიროა ძვირადღირებული ლამაზი კაბა ეცვას? რა საჭიროა ფრანგული ძვირადღირებული სუნამო მოზარდისთვის? ხვალ რომ აღარ ექნეს, რას იზამს?
უყიდეთ იაფიანი, "სექენდ ჰენდის" კაბები. ტოქსიკური სუნამოები. ზოგადად, ყველაფერი იაფად უნდა იყიდო, რომ მერე არ განიცადო სიკეთის ნაკლებობა.

დიახ. ასე ამბობდნენ უფროსი თაობის ადამიანები და არა მარტო ბავშვებთან მიმართებით! საკუთარ თავებსაც ასე სადისტურად ექცეოდნენ. რა საჭიროა ძვირადღირებული კრემი სახისთვის, კანი ხომ მიეჩვევა მას და როცა ვეღარ შეიძენ, გამოხმება, გამოშრება და ჩამოჭკნება! რატომ უნდა მიაჩვიო სიკეთეებს? სიკეთეები ხომ მუდმივი არ არის და სადმე როდესმე დასრულდება?

უნდა შეეგუო ცუდს, იაფს, უგემურს, არაკომფორტულს. მიეჩვიო ტკივილს. მოემზადო ცუდისთვის.
არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვევა შობს ხასიათს, ხასიათი კი ბედს. რასაც შეეჩვიე, ის აღარ გშორდება.

სიღარიბისა და ტკივილის საშინელი მოლოდინი სიცოცხლის ხალისს გართმევს და ცხოვრებას გიფუჭებს. გაჩვევს შეგუებას გაჭირვებასთან. მოტივაციას გართმევს, იშრომო და იბრძოლო უკეთესი ცხოვრებისთვის! უხარისხო კრემი აშრობს კანს. სიყვარულისა და მოფერების ნაკლებობა აშრობს გულს. ხიზილალაში ბევრი მიკროელემენტი და ვიტამინია, რომელიც გჭირდება და
თუკი შესაძლებელია, მიირთვი ხიზილალა, ჩაიცვი ძვირადღირებული ლამაზი კაბა, ეს ბედის საჩუქარია. და აუცილებელია მადლიერება ამისთვის. ფუფუნება არ რყვნის ბავშვს, თუ მადლიერების გრძნობას გამოუმუშავებ და შრომას მიაჩვევ, ფუფუნების შესანარჩუნებლად გარჯას მიაჩვევ. ერთი მეორეს არ გამორიცხავს! დაე, უყუროს საჩუქრების ლამაზ ყუთებს ღიმილით და კარგი განწყობით.

კარგ განწყობასაც შეჩვევა სჭირდება. განწყობაზე კი ბევრი სიკეთეა დამოკიდებული!

3
98
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
98
  
2023, 10 სექტემბერი, 7:19
თქვენს მოგივიდოდათ შეტყობინება 112დან,9-10 სექტემბერს მოსალოდნელი ძლიერი ნალექის თაობაზე,ხოდა გამართლდა? როცა მოსალოდნელი იყო და მოხდა კიდეც,არავინ გააფრთხილეს და გურიაში ტრაგედია დატრიალდა. ამას ვამბობ,ბაბუაჩემს სულ არ სჭიდებოდა ხელსაწყო,რომ იტყოდა მოწვიმსო,შანსი არ იყო არ ყოფილიყო ნალექი. მოკლედ,უფროსების დაჯერბა არის მნიშვნელოვანი,თან ყველა უჯერებს მაინც,თუმცა ვერ იაზრებენ მაინც. ჭავჭავაძეს ან რუსთაველს რო კითხულობ,რაღაცას წავლობს და მერე ცხოვრებაში ითვალისწინებ,ეს უფროსების დაჯერება არ არის? ყველა უფროსი რუსთაველი ან გალაქტიონი ვერ იქნება,თუმცა ყველას აქვს თავისი გამოცდილება და იცის ამ ცხოვრების რაღაც.
2023, 10 სექტემბერი, 7:12
მერედა,ცნობილი ფაქტია,რომ ძველ დროში,მდიდარი ხალხი ბავშვებს გლეხის ოჯახს მიაბარებდნენ და გარკვეულ ასაკამდე ასე ზრდიდნენ,თქვენი აზრით რატომ? ცივ მჭადზე ატარებდნენ ბავშვობის წლებს და ამას რატომ უნდა აკეთებდეს მშობელი? ერთი რამე ვიცი,უფროსებს ბევრ რამეში დაეჯერებათ,რა თქმა უნდა ყველას არა,უფროსაც გააჩნია. მარტივი მაგალითით შეგვიძლია ამის დადგენა,რომ ჩვენს წინაპრებს ქონდათ დიდი ცოდნა და ამისათვის სულ არ სჭირდებოდათ თანამედროვე ხელსაწყოები.გადახედეთ,მოინახულეთ და თქვენი თვალით ნახეთ ძველი ციხეები,რა პრინციპით არის აგებული,მერე გაეცანით ამ ციხის ისტორიას და გაიგებთ,რამდენი უბედურება არის გადასული ამ ციხეების თავს. ახლა,თანამედროვე მიდგომები გვაქვს,უამრავი საშუალება და ვერ აკეთებენ ნორმალურად ვერაფერს,ეს იმიტო ხდება რო უფროსების მოსმენა არ გვინდა. ფასანაურში რაღაც გვირაბის გაყვანას ლამობენ,თუმცა ადგილობრივები არ ანებებენ,ერთი ხანში შესული კაცი აქტიურობდა და ამ ადგილობრივმა უფრო მეტი რამე იცის,ვიდრე დიპლომრებულმა გეოლოგმა.ჟურნალისტს გაჰყვა და საკმაოდ დეტალურად ესაუბრა საფრთხეებზე,ქვათა ცვენის და ჩამოშლის ისტორიაც მოუყვა,ხოდა ამ უფროს კაცს რატომ არ უნდა დაუჯერო? რო არ უჯერებენ,მიტომ არის საქმე კარგად. თან ბაბუაჩემი მეუბნეოდა,მთიელი ხალხი არიან თავისებურები,ამიტომ მათთან რაიმეზე გაჯიქებას აზრი არ აქვს,თავს შემოგაკლავს და თუ ჩამოსაყოლი არ არის,არ ჩამოჰყვება. მერე იხსენებდა ისტორიას და ამბობდა,ქართველი მეფეები ყოველთვის ითვალისწინებდნენ მთიული ხალხის ნებას და არც ეწინააღმდეგებოდნენ,რადგან მათი ხასიათი იცოდნენ. ეს არის ძველი,უფროსების გადმოცემა,რომ ამ ხალხს არ უნდა შეედავო თავისი სოფლის საქმეზე,თორე კარგი დღე არ დაადგება არავის. მაგ გვირაბს ვერ გაიყვანენ,დაიწყებენ და დააკლავენ იმ გვირაბთან ნებისმიერს. ამ ხალხს აქვთ მეორე მხარე,საკმაოდ სანდო ხალხია,სადაც გინდა გამოგყვებიან და თუ შენ გიძმო,შენს გამო შეაკვდება კიდეც. თან ტყუილს არ იკადრებენ,ეგეთი ტიპის ხალხია და ამიტომ მიყვარს მთაში ასვლა დასასვენებლად ან უბრალოდ სტუმრად.ამიტომ მჯერა იმ ადგილობრივის და არ მჯერა სახელმწიფო წარმომადგენლის ან დიპლომირებული ექსპერტების.
2023, 10 სექტემბერი, 6:55
რაღაც მხრივ მართალი ხართ,მარა მაინც არ ხართ მართალი. მე უფროსებისგან არ მსმენია ეგეთი რამე,უფრო პირადი დაკვირვებით ვიცი,რომ რაც უფრო მეტ რამეს გამოცდის ადამიანი,თან ადრეულ ასაკში,მით უფრო მომზადებული იქნება ცხოვრებისთვის. ერთი შემთხვევა იყო,როცა მეორე კლასელი ბავშვი მოუწესრიგებელი საზ.ტარანსპორტით მგზავრობდა მარტო,ამოდიოდა და ნახევარ ქალაქს გადიოდა სკოლაში მისასვლელად. სავარაუდოდ,მის მშობლებს არ ქონდათ იმის დრო და საშუალება ბავშვს გაყოლოდნენ,კარგი ცხოვრებით არ იყო გამოწვეული ეს ამბავი. საპირისპიროდ,ბევრი შეძლებული ბავშვი ვიცი,ვისაც მანქანა ემსახურებოდა ან მშობლებს დაჰყავდათ,მაგრამ მარტო რო გაგეშვა,საკუთარ სახლს ვერ მიაგნებდნენ. ამას ჩავედი ჩემს ძველ უბანში და ის ბავშვი მოვიკითხე,თუმრე 100% გრანტით სწავლობს და საკმაოდ ყოჩაღი გაიზარდა. რა ვუყოთ ასეთ ფაქტებს?
0 1 3