x
image
თუთიკო ბერძენა
"მეგონა" არ ნიშნავს, რომ რეალურად ისეა, როგორც გეგონა - ნუ იქნები გულუბრყვილო... ერიდე "ხვლიკებს"!

image


მას მეგობარმა დიდი ხვლიკი აჩუქა. მოზრდილი. განსაკუთრებული სახეობის ხვლილი.


იფიქრა, რომ ხვლიკის მოშინაურებაც ისევე შეიძლება, როგორც ძაღლის და აჭმევდა, აძლევდა წყალს, ზედ მიჰყვებოდა და ერთ დღეს ცხოველმა მას თითზე მსუბუქად უკბინა.


პირველი რეაქცია იყო: „ახლავე გაგაგდებ“



შემდეგ კი ხედავს, ხვლიკი როგორი თავდადებით და სევდიანად უყურებს მას. გამოვიდა თავისი აკვარიუმიდან და დასდევს ფეხდაფეხ მოწყენილი., თვალებში უყურებს, თითქოს ეუბნებ: „ბოდიში, ბოდიში.“


შეძრა პატრონი მის თვალებში ჩასახლებულმა სევდამ.


დილით იღვიძებს და ხედავს, ხვლიკი მის საწოლთან ზის, მთელი ღამე არ მიუტოვებია, სევდიანად გამოიყურება.


წარმოგიდგენიათ, რა მგრძნობიარე და მზრუნველი შინაური ცხოველი ჰყავს?...


თუმცა თითი ჰქონდა შეშუპებული და საშინლად სტკიოდა.


ხვლიკსალიკაპი გაუკეთა და ექიმთან წაიყვანა.


აღმოჩნდა, რომ ამ სახეობის ხვლიკი შხამიანია, მხოლოდ მისი შხამი არის ძალიან სუსტი და ნელა მოქმედი. ამიტომ ისინი ჯერ კბენენ, შემდეგ კი მიჰყვებიან მსხვერპლის უკან და ელოდებიან როდის მოკვდება, რომ მიირთვან.


ნუ იქნებით ასეთი გულუბრყვილო, როცა ერთგულად გიყურებენ თვალებში.

0
366
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0