x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
(+16) უკრაინაში სამართალდამცველებმა 38 წლის ჯუმბერ სილაგავა მოკლეს - ვრცელდება მკვლელობის კადრები
image

როგორც ცნობილია, უკრაინაში, ქალაქ დნიპროში 38 წლის ჯუმბერ სილოგავა მოკლეს, რომელიც წარმოშობით აფხაზია, იგი "იაგუარის" მარკით გადაადგილდებოდა, მასთან ერთად იყო ქალი, რომელიც საჭესთან იჯდა.მანქანაში იმყოფებოდა კიდევ ორი ბავშვი.


საქართველოში სილაგავას მკვლელობას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე:


"უკრაინაში ქართველის მკვლელობაზე: სიმბოლურია, რომ დღესაც სააკაშვილები და ადეიშვილები იკავებენ ფორმალურ თუ არაფორმალურ თანამდებობებს უკრაინის ხელისუფლებაში და ვხედავთ იგივე ხელწერას, რაც იყო საქართველოში 2004-2012 წლებში - ქართველი ე.წ ლიბერალები, ქართველი ნაციონალები, არიან გამოფენილები და ერთხმად ამართლებენ ამ საზარელ მკვლელობას"-აღნიშნა მან.



სილაგავს მკვლელობას გამოეხმაურა ასევე "ხალხის ძალის " წევრი დავით ქართველიშვილი.


„ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ წარმოუდგენელი: თბილისში (ბათუმში) დღისით, მზისით პატრულის თანამშრომელმა უკრაინელი მამაკაცის ცოლი რომ ფეხქვეშ გაიგდოს, მერე ეს უკრაინელი ზურგში გასროლით მოკლას და ეს ყველაფერი მისი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ხდებოდეს. იცით, რა მოჰყვებოდა ამას?! - უკრაინა ყველა ხელმისაწვდომ პლატფორმაზე თავისი ანტიქართული პოლიტიკის გრადუსს უსაშველობამდე ასწევდა, საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტდა და ჩვენთვის სანქციების დაწესების საკითხს საერთაშორისო დონეზე წამოსწევდა. „მესმის“, რომ ომია, „მესმის“, რომ „ცალმხრივი მეგობრობის“ რეჟიმში ვართ. სიმეტრიული ზომების ამოქმედებას არც ველოდები... მაგრამ დღეს ამ მოკლული ბიჭის (ჯუმბერ სილაგავას) ცოლ-შვილი სერიოზულ „შარშია“ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.


ზღულაძე-დეკანოიძის რეფორმირებული და ადეიშვილის საკურატორო პოლიციური სისტემა უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის ჩარჩოებში ცდილობს, ამ ქალს, ამ ქვრივს, აქეთ წაუყენოს ბრალდება, ხოლო ამ დანაშაულის კადრების გავრცელების გამო არაა გამორიცხული, შური იძიონ მოკლულის მცირეწლოვან შვილებზეც, რომლებმაც ყველაფერი კამერაზე გადაიღეს. სასწრაფოდ შევთავაზოთ ოჯახს საქართველოში დევნილების სტატუსი! მივმართოთ ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას, აიყვანოს თავისი მეთვალყურეობის ქვეშ ამ ფაშისტური რეჟიმის მსხვერპლად ჩარჩენილების ბედი. ხოლო საქართველოში ჩამოსვლის თანხმობის შემთხვევაში - დახმარება გაუწიონ ოჯახს აქ უსაფრთხო გამომგზავრებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ იქ უბრალოდ გააქრობენ, მათ იქ გაანადგურებენ!“.


ქვემოთ გთავაზობთ, დნიპროს საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს. უნდა აღინიშნოს, რომ ჯუმბერ სილაგავა საკმაოდ უხეშად და უცენზურო სიტყვებით მიმართავს პოლიციელებს, შემდეგ ქალ პოლიციელს ფიზიკურადაც უსწორდება. თუმცა ეს რა თქმა უნდა მაინც არ ამართლებს პოლიციელების მხრიდან დამნაშავის მკვლელობას.


რა არის ცნობილი მის შესახებ?


უკრაინული მედიის ცნობით, ჯუმბერი სილოგავას ჰქონდა საკუთარი ბიზნესი და, სავარუდოდ, კავშირი ჰქონდა კრიმინალებთან.იგი იყო დნეპრის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის ჯგუფის წევრია.1 სექტემბერს იგი 39 წლის გახდებოდა.

image

5
451
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
451
  
2023, 1 სექტემბერი, 23:20
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 1 სექტემბერი, 5:53
შეიძლება ესროლეს და მოკლეს,თუმცა კაცი ყოფილა და ცოლის ღირსება დაიცვა. მე თუ კრიმინალი ვარ,ცოლის ან შვილის დანაშაული არ არის ეს და არავის აქვს უფლება შეურაწყოფა მიაყენოს. ამიტომ გაა* ამ უკრაინელებმა აქედან,მაგათი კაბიან შარვლიანის დედა რო მო***.ჩვენ აქ თავს ვევლებით იმათ მოქალაქეებს და ჩვენს თანამოქალაქეს ქუჩაში მიზანმიმართულად კლავენ.
2023, 1 სექტემბერი, 5:50
სერიოზული გაპრავება მიდის,ზოგიერთ საიტზე პოლიციელის სქესს გაუსვეს ხაზი და ასე ცდილობენ რაიმე ბრალი მოუძებნონ იმ ბიჭს. თქვენ ან მე რო ვთქვა,პოლიციელი ქალი,მაშინვე ანათემას გადაგვცემენ სექსისტური გამონათქვამის გამო,ხოდა ახლა რატო უსვავენ ხაზს სქესს? იმიტო რო გააპრავონ ქალზე ძალადობით. ლექსიკა ცალკე თემაა და სიჩქარის გადაჭარბებისთვის რო ქალს გადმოათრევ ფეხებით,ჯერ ფანჯრით ცდილობ და მერე კარებს ხსნიან,ეს რომელ კანონში უწერიათ ნეტა.თან ერთი საათი მიდიოდა საუბარიო და რაზე საუბრობდნენ,სალომეს გერმანიაში ვიზიტზე? ვერ აგყავს ან არ გემორჩილება,გამოიძახე დამხმარე ეკიპაჟი. ცოლს რო ქმარის თვალწინ ფეხით ითრევ,შემოგარტყავს ტუჩებში აბა რა იზავს,ხოდა შემოსარტყმელი იყო და შემოარტყა. მერე ზურგში ესროლეს სამჯერ და ეს არის მიზანიმართული მკვლელობა.
2023, 31 აგვისტო, 21:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 31 აგვისტო, 19:40
დავაფსი უკრაინას თავისი პოლიციელებით
0 1 5