x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ამ ადამიანზე არავინ არაფერს არ წერთ! მით უმეტეს ყველა რაჭველმა ფოლკლორის მოყვარულმა იცის ეს პიროვნება" - რას წერენ შოვში სტიქიის შედეგად დაკარგული კაცის შესახებ?

image

მოქალაქე მამუკა ცერცვაძე შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგული ახლობლის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.


მისი თქმით, დაკარგული კოტეჯების სასადილოს შეფმზარეული გენად სულთანიშვილია, რომელიც აქამდე არავის უხსენებია.



"ესაა ჩემი სიმამრი გენადი(გენო) სულთანიშვილი, სოფ.გლოლის მკვიდრი. უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში მოყვა ე.წ კოტეჯების ადგილას. ამ ადამიანზე არავინ არაფერს არ წერთ! მითუმეტეს ყველა რაჭველმა ფოლკლორის მოყვარულმა იცის ეს პიროვნება, მაგრამ არავის კრინტი არ დაგიძრავთ! არის ანსამბლ "ბუბას"წევრი. უმაგრესი ადამიანი! ნუთუ მხოლოდ ოჯახის წევრებს გვაკლია მისი ღიმილი და კაცობა-ადამიანობა? აქამდე არ ვწერდი იმედი მქონდა, ვინმე კულტურის წარმომადგენელს ან უბრალოდ ვინმე რაჭველს გაახსენდებოდა გენო ბაბუა! ეხლაც იმიტომ ვპოსტავ რომ მისი ცოცხლად პოვნის შანსი ამოგვეწურა ოჯახს! კოტეჯების სასადილოს შეფმზარეული იყო!"-წერს ფეისბუქის ჯგუფ "რაჭაში" მამუკა ცერცვაძე.
image
"გენუა.. გენადი სულთანიშვილი ამ ერთადერთ ფოტოზე შემომრჩა. მაშინაც კურორტ შოვში მზარეულად მუშაობდა. თავისთან მიმიპატიჟა, ხინკალი მოახვია, აკარდიონი გაწელა და რაჭული სიმღერები მოაყოლა. გლოლის კოლორიტი გენუა, ჩემი მეზობელი, სისხლი და ხორცი, უწყინარი და საიმედო. გრძელ ზამთარს ყელამდე თოვლში თითზეჩამოსათვლელი გლოველი თუ გადააგორებს, ერთ-ერთი მოზამთრე მისი ოჯახი იყო. მუდამ ფუსფუსებდა, ჭირსა თუ ლხინს თავკაცობდა, მოყვარეს მასპინძლობდა. ზაფხულში კურორტზე მზარეულად მუშაობდა, მერე მთაში გაიქცეოდა, საქონელს მოუთიბავდა, აქეთ სოფელში გამოიქცეოდა-ჭირისუფალს ვერ უღალატებდა, მერე თივას ჩამოიტანდა, შეშას მოიმარაგებდა..ვერც კონცერტი თუ ფოლკლორული საღამო ჩაივლიდა უმისოდ.გლოლის ანსამბლის, "ბუბას" მომღერალი იყო, თავისი ხმით სოფელს შნოსა და ლაზათს მატებდა.აურაცხელი ამბავი იცოდა და მოყოლას არ დაგზარდებოდა, ტკბილად ენამოუბრობდა. მერე ისევ გლოლის გრძელ ზამთარს შეეჭიდებოდა, დარდის გასაქარვებლად ჭიანურს ჩამოიღებდა და მომავალ ზაფხულს იმედით დაელოდებოდა.. ოთხი დღის წინ ტალახმა დაფარა შოვთან დაკავშირებული ყველა ჩემი ბედნიერი მოგონება. ლაფმა დამიმარხა გენადი!
აი, ასე ცხოვრობენ და კვდებიან მთის რაჭაში! მთის უძღები შვილი შოვის მიწამ ჩაიხუტა. მიცხონე, ღმერთო!" - წერს კომენტარში დარეჯან რეხვიაშვილი.
0
143
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0