x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პირველი 3D ფილმი ნაცისტურ გერმანიაში შექმნეს

ეს აღმოჩენა ავსტრალიელმა მკვლევარმა და რეჟისორმა ფილიპ მორამ გააკეთა. მან ბერლინის არქივში ორი 3D ფილმის ასლი ნახა. აქამდე ითვლებოდა, რომ მოცულობითი ფილმების გადაღების ტექნოლოგია, გასული საუკუნის 50–იან წლებში ჰოლივუდში გამოიგონეს.


image


ფილიპ მორა ნაცისტურ გერმანიაში კინემატოგრაფიის ისტორიას, დაახლოებით, ორმოცი წელია სწავლობს. მის მიერ, ომის თემაზე გადაღებული ფილმებიდან, ყველაზე ცნობილი დოკუმენტური ფილმი – «Swastika» (სვასტიკა, 1973 წ.) არის, რომელშიც პირველად იყო ნაჩვენები ადოლფ ჰიტლერის «სახლის» ვიდეო, რომელსაც მისი მეგობარი ქალი ევა ბრაუნი იღებდა. ისინი, იმ დროს, ბავარიის ვილაში იყვნენ.

ბერლინში, გებელსის დროინდელი, პროპაგანდის სამინისტროს არქივის შესწავლისას, მორამ ორი ფირი აღმოაჩინა, რომელიც, როგორც Raum Film (სივრცითი ფილმი) იყო მონიშნული. სინამდვილეში კი, აღმოჩნდა, რომ ფილმები, სამინისტროს დაკვეთით, 3D ფორმატში იყო გადაღებული, ერთ–ერთი დამოუკიდებელი სტუდიის მიერ. მაგრამ, როგორც ჩანს, იმის გამო რომ ზემოდან Raum–ი ეწერა, რაც ასევე «კოსმოს» ნიშნავს, ფირებით არავინ დაინტერესდა.

ორივე ფილმი 35 მმ–იან ფირზე არის გადაღებული და სავარაუდოდ, ორი ობიექტივის გამოყენებით. «ეს იმდენად რეალურია, რომ მისთვის ხელის შეხება შეიძლება» — ერქვა ერთ–ერთ ფილმს. აქ საუბარია გადაღებულ პიკნიკზე, რომელზეც ძეხვის შეწვისას, ცხიმის შხეფი პირდაპირ მაყურებელს «ეწუწება». მეორე ფილმი კი, 6 გოგონაზეა, რომლებიც დასვენების დღეებში, სასეირნოდ მიდიან. ორივე ფილმის ხანგრძლივობა, დაახლოებით, ნახევარი საათია.

«ამ ფილმების ხარისხი, უბრალოდ, ფანტასტიკურია. ნაცისტები გატაცებულნი იყვნენ ყველას და ყველაფრის დოკუმენტირებით და ნებისმიერი გამოსახულების გაკონტროლებას ცდილობდნენ, რაც ქვეყნის და საკუთარი ხალხის დაპყრობის ნაწილი იყო», — აღნიშნა ფილიპ მორამ Variety–თან ინტერვიუში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქამდე ითვლებოდა, რომ სტერეოსკოპული ტექნოლოგია, ან 3D გადაღება, ჰოლივუდში, გასული საუკუნის 50–იან წლებში გამოიგონეს და თუმცა მაშინ, ასეთმა ფილმებმა პოპულარობა ვერ მოიპოვა, საჭირო აღჭურვილობის მაღალი ღირებულების გამო.


image

არხის სხვა სიახლეები:


* სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დარჩენილები... – უხრწნელი სხეულის ფენომენი

* ქვანახშირის მაღაროში აღმოჩენილი უცნაური არტეფაქტები

* უცნაური რამეები და სახალისო ფოტოები (V ნაწილი)

* როგორ მოქმედებს სხვისი ენერგია ჩვენს ცხოვრებაზე?



1
67
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
67
  
2023, 28 ივლისი, 23:24
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1