x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 უმნიშვნელოვანესი გამოგონება კაცობრიობის ისტორიაში, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა
image


ადამიანი ცხოვრების გასამარტივებლად და შესაძლებლობის საზღვრების გასაფართოებლად, ყოველთვის იგონებს რაღაც ახალს. ზოგიერთ გამოგონებას ვერც კი ვამჩნევთ. თუმცა, ის მნიშვნელოვნად მოქმედებს ჩვენზე. მაგრამ, ჩვენს ცხოვრებაში არის ისეთი დიდი გამოგონებები, რომელიც ცივილიზაციას განვითარების შემდეგ დონეზე გადასვლაში ეხმარება... აქ საუბარი სწორედ იმ 10 გამოგონებაზე გვექნება, რომელმაც ჩვენი გარემო რეალურად შეცვალა.


ბორბალი, ნეოლითის პერიოდიimage


ზუსტად როდის გაკეთდა ეს მნიშვნელოვანი გამოგონება, საიდუმლოდ რჩება. ძველი ხელოსნები ნამდვილ სასწაულებს ახდენდნენ და ბორბალს მთლიანი ხის ნაჭრიდან აკეთებდნენ! ყველაზე ძველი ასეთი არტეფაქტი თანამედროვე სლოვენიის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი – ლიუბლიანიდან 20 კილომეტრის დაშორებით, იპოვეს ბორბალი, რომელიც, დაახლოებით, ძვ. წ. აღრ. 3350 წლით არის დათარიღებული.


პოტერის ბორბალი, ჩვენს ერამდე IV-II ათასწლეულიimage


ეს გამოგონება ჩვენს ერამდე, IV-II ათასწლეულში გაჩნდა. ამასთან, შუამდინარეთში, ეგვიპტესა და ინდოეთში, პრაქტიკულად, ერთდროულად. საინტერესოა, რომ პოტერის ბორბლის გამოგონება, სულაც არ იყო კავშირში ბორბლის გამოგონებასთან. პირველი ასეთი მოწყობილობა მექანიკური იყო, ფეხის კონსტრუქცია, ვერტიკალური ლილვის ზედა და ქვედა დისკებით, მოგვიანებით გაჩნდა.

ამ გამოგონებამ, ცივილიზაციის განვითარებას არანაკლებ მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა, ვიდრე ბორბლის და ახალი ტრანსპორტის გამოჩენამ. ჭურჭლის შექმნის პროცესის გამარტივებამ, მისი წარმოების ზრდა და მასზე ფასის შემცირება გამოიწვია, რამაც თავის მხრივ, ხელი შეუწყო ვაჭრობის განვითარებას.


ქაღალდი, 105 წ.image


კაცობრიობა, დიდი ხანის მანძილზე, ეძებდა მასალას, რომელზეც ინფორმაციის შენახვას შეძლებდა. დროთა განმავლობაში, გამოჩნდა პაპირუსი და პერგამენტი. მაგრამ ქაღალდი, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი, ბევრად უფრო გვიან შეიქმნა.

ქაღალდის შექმნას ჩინელ ცაი ლუნს მიაწერენ, რომელმაც 105 წ. იმპერატორთან, ქაღალდის წარმოების ტექნოლოგიის გაუმჯობესების შესახებ, ანგარიში წარადგინა.



image


მან არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარა და საბოლოო ჯამში, მიიღო ნაზავი, რომელსაც წყალში ხსნიდა და ფაფისებრი მასის მიღების შემდეგ, მზეზე აშრობდა.


დენთი, IIV ს.image


ამ გამოგონების სამშობლოდაც ჩინეთი ითვლება. ამ ქვეყანაში, ჯერ კიდევ I საუკუნეში, აქტიურად იყენებდნენ გოგირდს და სელიტრას სამკურნალო საშუალებების მოსამზადებლად. VII საუკუნეში, ამ ნივთიერებებით, ალქიმიკოსმა სუნ სი-მიაომ უკვდავების ელექსირის შექმნა სცადა, მაგრამ მისი ექსპერიმენტი დენთის შექმნით დასრულდა.

დენთის რეცეპტი არაბებმა ახლო აღმოსავლეთში ჩაიტანეს და მუსულმანებს, ევროპელი ჯვაროსნების წინააღმდეგ საბრძოლველად, მძლავრი იარაღი ჩაუგდეს ხელში. მოგვიანებით, ეს იდეა ევროპელებმა აიტაცეს და ცეცხლსასროლი იარაღი შექმნეს.


ორთქლის ძრავა, XVII ს.image


პირველი მანქანა, რომელიც მექანიზმი მოძრაობაში ორთქლს მოჰყავდა, XVII საუკუნით არის დათარიღებული. ის ფრანგმა მათემატიკოსმა და ფიზიკოსმა დენის პაპინმა (Denis Papin) 1690 წ. შექმნა.

ხოლო, 1712 წ. ტომას ნიუკომენის (Thomas Newcomen) მიერ შექმნილმა, ორთქლზე მომუშავე წყლის სატუმბმა, ადამიანი მძიმე ფიზიკური შრომისგან გაათავისუფლა და მსოფლიო ტექნიკურ რევოლუციამდე მიიყვანა: გაიხსნა ფაბრიკები და ქარხნები, მდინარეებზე და ზღვებში ორთქლმავლები გაჩნდა...


ნათურა, XIX ს.image


ჩვეულებრივ ელექტრო ნათურას, რომელიც დღეს ყოველი ჩვენგანის სახლში არის, შექმნის ძალიან მდიდარი ისტორია აქვს. მის შექმნაზე, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, არაერთი მეცნიერი მუშაობდა. მაგრამ ყველაზე წარმატებული ამერიკელი ტომას ედისონი (Thomas Alva Edison) აღმოჩნდა. მან 1879 წელს შექმნა ნათურა, რომელმაც 40 საათი უწყვეტ რეჟიმში იმუშავა.


ტელეფონი, 1876 წ.image


ტელეფონის გამომგონებლად ალექსანდრე ბელი (Alexander Graham Bell) ითვლება. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ აპარატის შექმნაზე, არაერთი მეცნიერი მუშაობდა. მაგრამ, სწორედ ბელი შევიდა ისტორიაში, მას შემდეგ, რაც 1876 წლის თებერვალში, ტელეფონის შექმნასთან დაკავშირებით, საპატენტო ბიუროში განცხადება შეიტანა.

საინტერესო ის არის, რომ იმავე დღეს, მსგავსი განცხადებით, ბიუროს, კიდევ ერთმა ამერიკელმა გამომგონებელმა, ილაიშა გრეიმ (Elisha Gray) მიმართა. როდესაც იმის გარკვევა დაიწყეს, თუ ვინ იყო პირველი, გამარჯვებული ბელი აღმოჩნდა, რომელმაც კონკურენტს განცხადების მიტანა, რამდენიმე საათით დაასწრო.


ანესთეზია, XIX ს.image


ტკივილგამაყუჩებლები, ალბათ, მედიცინასთან ერთად გამოჩნდა. მაგრამ, კონკრეტულად როდის გამოიყენეს პირველად ანესთეზია — უცნობია. თუმცა, ზუსტად არის ცნობილი, თუ როდის ჩატარდა ოპერაცია ზოგადი ანესთეზიის გამოყენებით. 1846 წელს ამერიკელმა სტომატოლოგმა და ქირურგმა უილიამ მორტონმა ანესთეზიის გამოყენებით, პაციენტს ქვედა ყბის სიმსივნე ამოკვეთა.

ანესთეზიის გამოჩენასთან ერთად, საგრძნობლად გაფართოვდა მედიცინის შესაძლებლობები, ქირურგიული ჩარევების მიმართულებით.


ანტიბიოტიკები, 1928 წ.image


ინგლისელი მიკრობიოლოგის ალექსანდრე ფლემინგის (Alexander Fleming) გამოგონების მნიშვნელობა, კაცობრიობამ თავიდან ვერ გააცნობიერა. მაგრამ, უკვე 1945 წ. ფრანგული პრესა იტყობინებოდა, რომ მისმა გამოგონებამ, ქვეყნების გათავისუფლებისთვის და ფაშიზმთან ბრძოლის საქმეში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

პენიცილინმა, II მსოფლიო ომის დროს, მილიონობით ადამიანი გადაარჩინა. ხოლო, შემდგომ თაობებს, ცხოვრება ანტიბიოტიკების გარეშე, ვერ წარმოედგინათ.


ინტერნეტი, 1969 წ.image

image
გლობალურ ინტერნეტ–ქსელს რამდენიმე გამომგონებელი ჰყავს. ყველას ჩამოთვლა გაჭირდებოდა, თუმცა, 2 მათგანი ნამდვილად უნდა დავასახელოთ: რობერტ ელიოტ კანი (Robert Elliot Kahn) და ვინტონ გრეი (Vinton Gray). მათ TCP/IP პროტოკოლი შექმნეს, რომელიც მონაცემთა გადაცემას დაედო საფუძვლად. ბევრი, ინტერნეტის შემქმნელებად, სწორედ მათ მიიჩნევს.

რა თქმა უნდა, არსებობდა ინტერნეტის წინამორბედი პროგრამები და ინტერნეტის დაბადების თარიღად 1983 წლის 1 იანვარი ითვლება. თუმცა, სრულფასოვანი გლობალური ქსელი გასული საუკუნის 90–იან წლებში შეიქმნა, როდესაც მილიონობით ინტერნეტმომხმარებელი ერთმა ქსელმა გააერთიანა. მაშინვე შეიქმნა პირველი ვებ-საიტი და ინტერნეტ პროვაიდერი.

დღეს ინტერნეტით სარგებლობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება, ცივილიზაციიდან დაშორებულ წერტილშიც კი.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ეგვიპტის უძველეს პერგამენტი და ინფორმაცია არამიწიერ ცივილიზაციასთან კონტაქტის შესახებ

* 10 ლოგიკური გამოცანა, ხრიკებით (პასუხები აქვს)

* 8 მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება იმუნიტეტის ასამაღლებლად

* ინდიელები და სკალპები – თემასთან დაკავშირებული რეალური ფაქტები

* ყველაზე სასტიკი მკვლელი ბავშვები

* მარილი კბილის პასტის ნაცვლად! (პირის ღრუს გასუფთავების ყველაზე უსაფრთხო და იაფიანი საშუალება)

* ველური ბუნება უჩვეულო რაკურსით (20 ფოტო)



1
1961
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1961
  
2022, 19 სექტემბერი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1