სხვა კაცობრიობის უდიდესი აღმოჩენები 2017, 25 იანვარი, 12:38 ადამიანებმა უამრავი რამ მოიგონეს, რომლითაც მომავლის ტექნოლოგიური პროგრესის წინასწარმეტყველებას ცდილობდნენ! ბევრი ფანტასტიკური ინოვაცია დღემდე მიუწვდომელია, ხოლო ზოგიერთის გამოიყენება უკვე მსოფლიო მასშტაბით ხდება. მეცნიერებისა და გამომგონებლების წყალობით, ფანტასტების ბევრი თამამი ოცნება უკვე რეალურია. ქვემოთ მოყვანილ აღმოჩენებს რომ გაეცნობით, დარწმუნდებით, რომ მომავალი უკვე დადგა. ვირტუალური რეალობა ვირტუალური რეალობა მოთამაშეს აჯერებს, რომ ის თამაშში არის, და არა ოთახში, კომპიუტერის წინ. ვირტუალური რეალობის ყველაზე პოპულარული გადაწყვეტილება — ნიღაბია, რომლის მეშვეობით არომატის შეგრძნებაც კი შეიძლება. მანათობელი მცენარეები ეს ხელოვნური განათების ყველაზე იაფი და ეფექტური საშუალება არის. უკვე შექმნილია მცენარეები, რომლებსაც სიბნელეში სინათლის გამოცემა შეუძლია. მათი გამოყენება ქალაქში შეიძლება, ქუჩის განათებაზე ელქტროხარჯის შემცირების მიზნით. ვერტიკალური კვლები ვერტიკალური კვლები ადამიანს ჯანმრთელი და ახალი საკვებით უზრუნველყოფს. აღნიშნუი მეთოდით საკვების მოყვანა ძალიან ეფექტურია, განსაკუთრებით ქალაქის პირობებში. ინტერნეტი საჰაერო ბუშტით ინტერნეტი საჰაერო ბუშტებით, ხელმისაწვდომს გახდის ინტერნეტმომსახურებას პლანეტის ნებისმიერ ადგილზე. ამ მეთოდით ინტერნეტკავშირის განხორციელება შესაძლებელი იქნება რთულად მისადგომ ადგილებში. ეკზოჩონჩხი ეკზოჩონჩხი დღეს უკვე ფანტაზიის ნაყოფი აღარ არის. ახლა ადამიანები ხერხემლის ტრამვებით, ნორმალური ცხოვრებით შეძლებენ ცხოვრებას. უახლოეს მომავალში ეს მოწყობილობა ბევრად უფრო მოსახერხებელი გახდება. ზესიჩქარის ტრანსპორტი ზესიჩქარის მქონე ტრანსპორტის გამოგონებამ ადამიანებს სწრაფი გადაადგილების საშუალება მისცა. მაგ., «ჰიპერმარყუჟის» პროექტის მიხედვით, ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოს შორის მანძილის გავლა, რომელსაც დღეს 6 საათი ესაჭიროება, 2029 წლისთვის – 30 წუთში იქნება შესაძლებელი, 1 220 კმ/სთ სიჩქარით. გენური ინჟინერია გენური მუტაციები და ანომალიები ადამიანებს ცხოვრებას ურთულებს და ხშირად, ამგვარი შემთხვევები, სიკვდილის მიზეზი ხდება. ადამიანის გამოჯანმრთელების ერთ-ერთი ხერხი, სწორედ დეფექტურ გენებზე ზემოქმედება არის. დრონი სოფლის მეურნეობაში დრონი (უპილოტო აპარატი) ფერმერებისთვის ნამდვილი ხსნა არის. გარეგნულად ეს აპარატი მოწყობილობას ჰგავს, რომელის გამოყენება მხოლოდ არმიაში ან ფილმებში შეიძლება. მაგრამ, ის სოფლის მეურნეობაშიც ძალიან ეფექტურად გამოიყენება: მას შეუძლია სურათების გადაღება, რომლებზეც ჩანს რამდენად წარმატებულად იზრდება ნათესები. უახლოეს მომავალში, ის შეძლებს მავნე მწერების და ობის განადგურებას. საოცარი ნედლეული ეს ნივთიერება ნახშირბადის ატომებისგან შედგება. ის ადვილად იწელება, იღუნება, და ამასთან, 200-ჯერ უფრო მაგარია ვიდრე ფოლადი. ამ ნივთიერებას გრაფენი ჰქვია და უახლოეს მომავალში, ყველაფერს მისგან დაამზადებენ — ჯავშანტექნიკას, კომპიუტერებს და ავტომობილებსაც კი. 561 11-ს მოსწონს
|