x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შუმერების 9 გამოგონება, რომლითაც დღემდე ვსარგებლობთ

ათასობით წლის წინ, ტიგროსსა და ევფრატს შორის, უძველესი შუმერული სახელმწიფო მდებარეობდა, რომელსაც, მოგვიანებით, ბერძნებმა მესოპოტამია უწოდეს. იქ უამრავი ახალი ტექნოლოგია გამოიგონეს. მეცნიერებმა ჯერ–ჯერობით არ იცია, თუ საიდან მოვიდნენ ეს იდუმალი ხალხები და ის, თუ რა ენაზე მეტყველებდნენ. ამდენადვე მხოლოდ მათმა გამოგონებებმა მოაღწია და უნდა აღინიშნოს, რომ ამ უძველესმა ცივილიზაციამ, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, კაცობრიობის ცხოვრების ყველა სფეროს განვითარებაში.


image


ყველაზე მეტად, შუმერების გენიალურობა სამუშაოს ორგანიზების საოცარ უნარში გამოიხატა. მათ პირველებმა დაიწყეს სამომხმარებლო საქონლის მასობრივი წარმოება და სავაჭრო კავშირების გაბმა სხვა ხალხებთან.

შუმერების ეროვნულ იდენტობაში იყო რაღაც აბსოლუტურად უნიკალური, რაც მათ სხვებისგან გამოარჩევდა. ეს ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ამბიციას და წარმატებას, უპირატესობასა და პრესტიჟს, პატივსა და საჯარო აღიარებას.


image


განვითარების პროცესში, შუმერებმა რადიკალურად შეცვალეს მიდგომები ადამიანის ცხოვრების ყველა მიმართულებით. ხოლო, მათი ინოვაციური ტექნოლოგიები, პლანეტაზე თანდათანობით ვრცელდებოდა და მის სახეს ცვლიდა. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი სფეროს წარმოგიდგენთ, რომელშიც ფასდაუდებელი წვლილი სწორედ ამ უძველესმა ნოვატორებმა შეიტანეს.


1. კერამიკის მასობრივი წარმოებაimage


ვიდრე სხვა ხალხები კერამიკულ ჭურჭელს ხელით ამზადებდნენ, შუმერებმა ბორბალი გამოიგონეს და პოტერის ბორბალი შექმნეს. რამაც მათ, კერამიკის ჭურჭლის მასობრივი წარმოების საშუალება მისცა. ასეთი მოწყობილობა, შუამდინარეთში, ძვ. წ. აღრ. 4500 წლისთვის უკვე გამოიყენებოდა.


2. დამწერლობაimage


მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ შუმერებმა გამოიგონეს დამწერლობა. ყოველ შემთხვევაში, დამწერლობის უფრო ადრინდელი ნიმუშები, ვიდრე მათი თიხის ფირფიტებია, ჯერ–ჯერობით, აღმოჩენილი არ არის. მათ არ დაუტოვებიათ დიდი ლიტერატურული ნაწარმოები ან მნიშვნელოვანი დოკუმენტები. ძირითადად, ეს სავაჭრო აღრიცხვის ჩანაწერები იყო – ციფრები და საქონლის სიები. ტექსტების შედგენისას, რომლებიც ჩვენს ერამდე III ათასწლეულით არის დათარიღებული, შუმერები სხვადასხვა სახის პიქტოგრამებს იყენებდნენ.



3. ჰიდროტექნიკაimage


შუმერებმა ტიგროსისა და ევფრატის წყლების გამოყენების ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო მიწების სარწყავად იყენებდნენ. ამ ცივილიზაციამ წარმოუდგენელი სირთულის, კაშხლიანი არხების, სისტემა შექმნა. ამგვარ ნაგებობებს ისინი ლერწმის და პალმის ღეროების და თიხისგან აშენებდნენ. რაც შეეხება საინჟინრო ტექნოლოგიებს, კაშხლებში მხოლოდ წყლის დაგუბება კი არა, წყლის ნაკადის დასარეგულირებლად, მისი გაიხსნას ან დახურვაც შეიძლებოდა.


4. ეტლიimage


როგორც ისტორიკოსები ამტკიცებენ, ორთვლიანი ეტლები რომელშიც შინაური ცხოველების შებმა შეიძლებოდა, შუამდინარეთში ძვ. წ. აღრ. 3000 წ. უკვე იყო. გადაადგილების ამგვარი საშუალება, სავარაუდოდ, სამხედრო საქმეში და რელიგიური ცერემონიების შესრულებისას გამოიყენებოდა. რაც შეეხება მისი, როგორც სატრანსპორტო საშუალებას, ქვიშიანი რელიეფის გამო, ძალიან მოუხერხებელი იქნებოდა.


5. გუთანიimage


შუმერების მიერ გუთნის გამოგონება, ყველაზე დიდი ნაბიჯი იყო, სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისთვის. მათ სპეციალური, სახელმძღვანელო ტექსტიც კი შეადგინეს, რომელშიც გუთნის მოხმარების წესები იყო ახსნილი.


6. საფეიქრო ქარხნებიimage


ქსოვა, ახლო აღმოსავლეთის ბევრმა ხალხმა იცოდა და ისინი სამოსის წარმოებისთვის, მატყლს და აბრეშუმს იყენებდნენ. შუმერები კი, უფრო შორს წავიდნენ – მათ პირველებმა გააკეთეს ეს, რეალურად სამრეწველო მასშტაბით. შუმერებმა ქსოვილის წარმოებისთვის, უზარმაზარი ქარხნები ააგეს. ამ ხალხმა შექმნა არა მხოლოდ სამუშაო არტელი, უახლოესი ნათესავებისგან, არამედ, ეს ორგანიზაციები, შეგვიძლია, თანამედროვე საწარმოო კორპორაციების წინამორბედებად მივიჩნიოთ.


7. აგურის მასობრივი წარმოებაimage


შუმერები სამშენებლო მასალების დეფიციტს განიცდიდნენ. რეგიონში ქვის და ხე–მასალის ნაკლებობა იყო. ხოლო, ცივილიზაციის განვითარებისთვის, ახალ–ახალი ქალაქების აშენება იყო საჭირო. ამიტომ, მათ თიხის აგურების გასაკეთებლად, ფორმა გამოიგონეს და აგურის წარმოება, წარმოუდგენლად დიდი მასშტაბებით დაიწყეს.


8. მეტალურგიაimage


არც ამ სფეროში ჩამორჩნენ შუმერები სხვებს. ეს ხალხი, ერთ–ერთი პირველები იყო, ვინც სპილენძისგან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადება დაიწყო. ისინი ამ ნედლეულით ყველაფერს აკეთებდნენ: შუბის წვერიდან დაწყებული – დანებით და საპარსებით დამთავრებული. გარდა ამისა, შუმერები სპილენძისგან სამკაულს და ხელოვნების ნიმუშებსაც ამზადებდნენ. შუმერი მეტალურგები სპეციალურ ღუმელებს იყენებდნენ, რომელსაც ლერწმით ახურებდნენ. ხოლო, ტემპერატურულ რეჟიმს სილფონით არეგულირებდნენ, რომლის მართვა, როგორც ხელით, ისე ფეხით შეიძლებოდა.


9. მათემატიკაimage


მათემატიკური დათვლა, პრიმიტიულ სამყაროში, ძალიან მარტივი მეთოდებით ხდებოდა. მაგ., ძვალზე ნაკაწრის გაკეთება. შემდეგ, შუმერებმა რიცხვების სისტემა დაამუშავეს და მათი სამოცობითი სისტემა, ყველანაირ მათემატიკურ გამოთვლებს დაედო საფუძვლად (მაგ., ის, რომ საათში 60 წუთია და წუთში – 60 წამი, სწორედ ამ სისტემის შედეგია).


image

არხის სხვა სიახლეები:


* კონსტანტინოპოლის დაცემის მიზეზი ქვემეხი იყო, რომლის ყიდვაზე უარი იმპერატორმა თქვა

* ტიბეტელი ასტროლოგის 25 რჩევა, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

* ვინ იწინასწარმეტყველა II მსოფლიო ომი დაწყება, მის დაწყებამდე 10 წლით ადრე და ვისთვის იყო ეს ომი «დალოცვილი»

* 10 საინტერესო ფაქტი ციხეების შესახებ

* ბოლო ათასწლეულის 10 უდიდესი ცვლილება

* 12 მოკლე ფაქტი ფრანგული კომედიების შესახებ

* 2 სასიყვარულო ისტორია, რომელმაც მსოფლიოს ისტორიის მსვლელობა შეცვალა

* ყველის შენახვის წესი მაცივარში და მის გარეშე

* როგორ ავარჩიოთ ნამდვილი თაფლი, გავუხანგრძლივოთ პურს ვარგისიანობის ვადა და სხვა ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს



2
4816
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4816
  
2022, 13 სექტემბერი, 0:48
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 10 სექტემბერი, 22:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2