x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ყველაზე სასტიკი მკვლელი ბავშვები

რა უბიძგებთ მათ ამ საქციელისკენ? შიზოფრენია? ბავშვობის ტრავმა? რთულია იმ ფაქტების წარმოდგენაც კი, რაც ამ ბავშვებმა ჩაიდინეს, რითაც საზოგადოება სერიოზულად შეაშინეს და ააფორიაქეს. ძირითადად, ბავშვები დანაშაულს 14, 15, 16 წლის ასაკში ჩადიან, მაგრამ ამ ორმა, ყველა ასაკობრივი რეკორდი მოხსნა:


ჯონ უენეიბლისი და რობერტ ტომსონი, 10 წლისimage


3 წლის ჯეიმს ბალჯერის დედა ერთი წუთით შევიდა მაღაზიაში. ხოლო, შვილი მკაცრად გააფრთხილა, რომ ადგილიდან არ განძრეულიყო. როდესაც იქიდან გამოვიდა, ბავშვი ადგილზე არ დახვდა. უენეიბლისმა და ტომსონმა ის რკინიგზაზე წაიყვანეს, სადაც ქვებით და რკინის მავთულებით, მხეცურად სცემეს, – მასზე ფეხებით ხტუნავდნენ და თელავდნენ პატარას. მიღებული ტრავმების შედეგად, ბავშვი გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ჯონმა ის ლურჯი საღებავით დასვარა და რელსებზე დააწვინა, რომ მომხდარი უბედურ შემთხვევად წარმოეჩინა. დანაშაული მაღაზიაში დამონტაჟებული ვიდეო კამერების წყალობით გაიხსნა. ასევე ცნობილი გახდა, რომ იმ დღეს ბიჭებმა სკოლა გააცდინეს. გარდა ამისა, გამოჩნდნენ მოწმეები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ნახეს, თუ როგორ მიჰყავდა 2 მოზარდს ატირებული ბავშვი ძალით. მაგრამ, გამვლელებს ბიჭები უხსნიდნენ, რომ ის მათი უმცროსი ძმა იყო და რომ ის სახლიდან გამოიპარა და ახლა უკან მიჰყავდათ, ან რომ, ის დაკარგული ბავშვი იყო, რომელიც იპოვეს და პოლიციის განყოფილებაში მიჰყავდათ.

როდესაც პოლიციამ ბიჭების სახლები დაათვალიერა, ჯონის ქურთუკზე ლურჯი საღებავის კვალის გარდა, რობერტის ფეხსაცმელზე ჯეიმსის სისხლიც აღმოაჩინა. მოსამართლის მიერ დანიშნულმა ფსიქიატრებმა განაცხადეს, რომ ორივე დამნაშავეს კარგად ესმოდა განსხვავება სიკეთეს და ბოროტებას შორის. მათ ასევე აღნიშნა, რომ არცერთი მათგანი არ იყო სოციოპათი. მაგრამ, ექიმებმა ვერაფრით შეძლეს ამ არაადამიანური დანაშაულის მიზეზის ახსნა, რომლის მოტივი დღემდე უცნობია. სასამართლო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 1993 წ. გაიმართა და თითოეულ დამნაშავეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 2010 წლის მარტში უენეიბლისი ისევ ციხეში მოხვდა, ვადამდელი გათავისუფლების წესების დარღვევის გამო. მეორე მკვლელის ადგილსამყოფელი ბრიტანეთის ხელისუფლებას გასაიდუმლოებული აქვს.


კიდევ ერთი მცირეწლოვანი დამნაშავე მერი ფლორა ბელია. მან მკვლელობა 11 წლის ასაკში ჩაიდინა image


თავისი პირველი დანაშაული მერიმ 1968 წელს, საკუთარი დაბადების დღის წინ ჩაიდინა. მან 4 წლის მარტინ ბრაუნი მოკლა და მეორე დღეს 11 წლის გახდა. რამდენიმე თვის შემდეგ, მერიმ, თავის გონებაჩამორჩენილ მეგობარ გოგონასთან ერთად, კიდევ ერთი პატარა მოკლა. პოლიციის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ მცირეწლოვანი მკვლელი დანაშაულის ადგილზე დაბრუნდა, რომ მსხვერპლის სხეულზე მაკრატლით "M"– ამოეტვიფრა.

მერი, ნიუკასლის ცუდ უბანში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. დედა მეძავად მუშაობდა და როცა სამუშაოზე მიდიოდა, ბავშვები უყურადღებოდ რჩებოდნენ. მერის ანგელოზური გარეგნობა საერთოდ არ ეწყობოდა მის აგრესიულ ბუნებას – ნათესავების საჩუქრებს ის ხევდა და ამტვრევდა. ხოლო სკოლაში, სხვა ბავშვების მიმართ, აგრესიას გამოხატავდა.

მერი ფლორას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ციხეში მხოლოდ 12 წელი გაატარა და ამნისტიით გამოვიდა. მან გათავისუფლების შემდეგ, სახელი შეიცვალა, ბავშვი გააჩინა და საცხოვრებლად, ჟურნალისტებისგან შორს, პროვინციაში გადავიდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ოფიცერი, რომელიც ბრძოლაში ქოლგით დადიოდა

* მარილი კბილის პასტის ნაცვლად! (პირის ღრუს გასუფთავების ყველაზე უსაფრთხო და იაფიანი საშუალება)

* ჭარბი წონის მოცილების ყველაზე მარტივი გზა

* რა განსხვავებაა ნაკურთხ და ჩვეულებრივ წყალს შორის და რატომ არის ის უფრო სასარგებლო

* თუ ეს სიმპტომები გაქვთ, ე. ი. თქვენი ორგანიზმი წყლის ნაკლებობას განიცდის

* როგორ გამოვიყენოთ ბამბუკი ინტერიერის დიზაინში – 55 საოცარი იდეა

* ძველი რომი: დაპირისპირება 2 ბანაკს შორის, კოჰაბიტაცია და სამოქალაქო ომი

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (VI ნაკრები)



0
1164
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0