x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
10 ლოგიკური გამოცანა, ხრიკებით (პასუხები აქვს)

image


1. თქვენ ხართ თვითმფრინავის პილოტი, რომელიც მიფრინავს ლონდონიდან ბერლინში, ტრანსფერით პრაღაში. დაასახელეთ მფრინავის გვარი.


2. ბნელ ოთახში შედიხართ, რომელშიც არის გაზქურა, ნავთის ლამპარი და სანთელი. ჯიბეში ასანთის კოლოფი გაქვს, ერთი ასანთით. პირველ რიგში რას აანთებ?


3. ბიზნესმენმა ცხენი 100 დოლარად იყიდა, 120 დოლარად გაყიდა. მერე იგივე ცხენი – 130 დოლარად იყიდა და 140–ად გაყიდა, რა შემოსავალი მიიღო მან ამ ორი გარიგებიდან?


4. დილით ოთხ ფეხზე დადის, შუადღისას – ორზე და საღამოს – სამზე? ვინ არის?


5. კურდღელი ტყეშია. წამოვიდა წვიმა. რომელი ხის ქვეშ დაიმალება?


6. ერთმანეთთან შეხვედრაზე 2 ადამიანი მიდის. ორივეს ერთნაირი სტატუსი და ასაკი აქვს. რომელი მათგანი იტყვის სალამს პირველი?


7. იბადება — დაფრინავს, ცხოვრობს — წევს, კვდება — მიცურავს. გამოიცანით, რა არის?


8. ხართ ოთახში, რომლიდანაც 45 წუთის შემდეგ უნდა გამოხვიდეთ. გაქვთ მხოლოდ სანთებელა და 2 ფითილი. ორივე, თუ ერთი ბოლოდან ცეცხლს მოუკიდებთ, სრულად 1 სთ–ში დაიწვება. ამასთან, არათანაბარი სიჩქარით იწვის. როგორ უნდა დაადგინოთ ოთახიდან გასვლის დრო?


9. ის ყოველთვის იზრდება და არასდროს მცირდება. რა არის?


10. ტკივილს გაუნძრევლად გვაყენებს, გვწამლავს, შეხების გარეშე. შეუძლია სიმართლეც მოგვიტანოს და ტყუილიც. მას არასდროს განსჯიან ზომის მიხედვით. ვისზე, ან რაზეა აქ საუბარი?


პასუხები:image

1. თქვენი გვარი;

2. ასანთი;

3. 20 დოლარი;

4. ადამიანი — ჩვილობისას ოთხზე, შემდეგ ორზე, ბოლოს – ჯოხით;

5. სველი ხის ქვეშ;

6. რომელიც უფრო თავაზიანია;

7. ფიფქი

8. პირველ ფითილს ორივე ბოლოდან უნდა მოუკიდოთ ცეცხლი — გამოვა 30 წუთი. მასთან ერთად, მეორე ფითილს ცეცხლი მხოლოდ ერთი ბოლოდან უნდა მოუკიდოთ და როდესაც პირველი ფითილი დაიწვება (30 წთ.), მეორეს, მეორე ბოლოდანაც უნდა მოუკიდოთ (დარჩება 15 წთ.);

9. ასაკი;

10. სიტყვა.


image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


* ტესტი ლოგიკის შესამოწმებლად – მარტივი გამოცანები, გონების გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს)

* 25 «ტვინის საჭყლეტი» – რთული და ლოგიკური გამოცანები (პასუხები აქვს)

* ყველაზე რთული გამოცანა მსოფლიოში (პასუხი აქვს)

* დეტექტიური გამოცანები

* ტესტი: ყურადღების შესამოწმებლად

* გამოცანები Apple, Adobe, Microsoft, Google კომპანიებში გასაუბრებიდან (პასუხები აქვს)

* იპოვეთ დამნაშავე – გამოცანა საზრიანობაზე (პასუხი აქვს)



0
959
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
959
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0