x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მხიარული გამოცანები
image
1)რომელ თვეში ლაპარაკობენ ადამიანები ყველაზე ცოტას?

2)მინი ფსიქოლოგიური ტესტი : დედის საფლავზე გოგონამ დაინახა მამაკაცი, რომელსაც არ იცნობდა.მოეწონა, მიხვდა რომ ეს მისი ოცნების მამაკაცი იყო და პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა.რამოდენიმე დღის შემდეგ გოგონამ მოკლა საკუთარი და.კითხვა რა მოტივი ამოძრავებდა გოგონას? (ეს მოიგონა ამერიკელმა ფსიქოლოგმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პოტენციური მკვლელების გამოვლენა.)ეს ნიშნავს იმას, რომ თუ პასუხი მარტივად გამოიცანით თქვენ პოტენციური მკვლელი ხართ

3)სად უნდა მოვძებნოთ ისეთი ქალაქი, სადაც ხალხი არ ცხოვრობს?

4)საათების და წუთების ისრები ერთი საათის განმავლობაში რამდენჯერ ადგენენ მართ კუთხეს?


5)მე-20 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება?

6)როგორი ქვები არ არის მდინარე მტკვრის ფსკერზე?

7)რა არის ისეთი კითხვა, რომელზეც ადამიანი ვერასდროს ვერ გიპასუხებს „დიახ“(და ეს სიმართლე იქნება)?

8)ხეზე იჯდა 12 მწყერი. 5 მათგანი გაფრინდა. რამდენი მწყერი დარჩა ხეზე?

9)კალათაში ხუთი ბანანია. როგორ გავუნაწილოთ ისინი ხუთ ბავშვს ისე, რომ ყველას შეხვდეს თითო ბანანი და კალათაშიც დარჩეს ერთი ბანანი?

10)რა უნდა იცოდეს სასწრაფოთი გამოძახებულმა ექიმმა ავადმყოფზე, სანამ მასთან მივა?

11)მარტოხელა ღამის დარაჯი დღისით გარდაიცვალა, დაენიშნება თუ არა მის ცოლს პენსია?

12)შედიხათ ბნელ ოთახში. შეგაქვთ სამი ლამპა: ნავთის, გაზის და სპირტის. რას აანთებთ პირველად?

13)გაქვთ ორი ვაშლი. შეგიძლიათ თუ არა ორივეს შეჭმა დილით უზმოზე?

14)ორ მხედველს ერთი უსინათლო ძმა ჰყავს. ამ უსინათლო ძმას კი მხედველი ძმები არა ჰყავს. შეიძლება რომ ეს მართალი იყოს?

15)შეიძლება თუ არა ღვინის მსმელი კაცის დათრობა ერთი ჭიქით?



პასუხები :

1)თებერვალში

2)მამაკაცი მეორედ რომ ენახა

3)რუკაზე

4)2-ჯერ

5)1961

6)მშრალი

7)გძინავს?

8)მწყერი ხეზე არ ჯდება

9)ერთ ბავშვს კალათიანად მივცეთ

10)მისი მისამართი

11)არა რა თქმა უნდა, ის ხომ მარტოხელაა და ცოლიც შესაბამისად ვერ ეყოლება

12)ასანთს

13)არა, რადგან პირველის ჭამის შემდეგ უზმოზი აღარ იქნება

14)მხედველი დები ყავს

15)რა თქმა უნდა, მანამდე ვასმევთ ერთი ჭიქით, სანამ არ დათვრება

3
1632
8-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
1632
  
2016, 16 აპრილი, 16:23
ქალაქი თვითონ სიტყვა ნიშნავს დიდ დასახლებულ პუნქტს
2016, 16 აპრილი, 16:10
3.იაპონიაში, ან ჩინეთში, არის მიტოვებული ქალაქი სადაც არავინ ცხოვრობს
2016, 15 აპრილი, 19:45
ძალიან, ძალიან კარგი იყო :)
0 1 3