x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ქვეყნების ხუთეული
image


მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ცხოვრების დონის ასამაღლებლად, სხვადასხვა ტექნოლოგიებს ნერგავს, როგორც მრეწველობაში და სოფლის მეურნეობაში, ისე საკუთარი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაში. აქ წარმოდგენილია, ამ თვალსაზრისით, მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების ტოპ – 5. ადგილები კი, ლიდერებს შორის ასე გადანაწილდა:



5. გერმანია


image


გერმანია ათწლეულების მანძილზე ჰაი-ტექ ერად ითვლებოდა. ეს ქვეყანა კარგად არის ცნობილი მანქანათმშენებლობით. გერმანელმა მეცნიერებმა, თავიაანთი შრომებით, დიდი წვლილი შეიტანეს ისეთი სფეროების განვითარებაში, როგორიც არის: ნანოტექნოლოგიები, კოსმონავტიკა და მანქანათმშენებლობა. სამეცნიერო-კვლევის შედეგად მიღებული ტექნოლოგიური სიახლეები, გერმანული ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. ეს ქვეყანა ბევრი კვლევითი ორგანიზაციის სამშობლოც არის. მაგ., გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის სამეცნიერო თანასაზოგადოების, Fraunhofer Society და მაქს პლანკის საზოგადოების (Max-Planck-Gesellschaft) სათაო ოფისები გერმანიაში არის. ხოლო საავტომობილო ტექნოლოგიები გერმანიაში, მსოფლიო ბაზარზე ისეთი პრემიუმ ბრენდებით არის წარმოდგენილი, როგორიც არის: Mercedes-Benz, Audi, BMW, Volkswagen და Porsche.



image

4. ისრაელი



image


ქვეყანაში, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის 35%, ტექნოლოგიური სფეროს პროდუქციაზე მოდის. ისრაელი განვითარებული კოსმოსური ტექნოლოგიების ქვეყნების ხუთეულში შედის. გარდა ამისა, ქვეყანა ცნობილია ინოვაციებით მრეწველობაში. სწორედ ისრაელში შეიქმნა უპილოტო აპარატი, რომელსაც რეალურ დროში შეუძლია დაკვირვების წარმოება. ისრაელი, ქვეყნების იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ელექტრომობილების დატენვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ქსელი არის.



image


3. სამხრეთი კორეა


image


სამხ. კორეა არის ისეთი ტექნოლოგიური კომპანიების სამშობლო, როგორებიც არის: LG, Hyundai და Samsung. ეს ბრენდები კონკურენციას უწევენ Apple, Toyota და ბევრ სხვა ცნობილ კომპანიებს. სამხრეთკორეელმა მეცნიერებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ისეთი სფეროების განვითარებაში, როგორიც არის რობოტების შექმნა-წარმოება, ნანოტექნოლოგიები და ა. შ. ინტერნეტის საშუალო სიჩქარე სამხ. კორეაში 3-ჯერ აღემატება ინტერნეტის სიჩქარეს აშშ-ში.



image

image

2. ამერიკის შეერთებული შტატები


image


აშშ-ს ზესახელმწიფოს სტატუსს საფუძვლად მაღალგანვითარებული კოსმოსური და სამხედრო ტექნოლოგიები უდევს. ამ ქვეყანამ უდიდესი წვლილი შეიტანა მეცნიერების მრავალი დარგის განვითარებაში. აშშ-მ პირველმა შექმნა ატომური ბომბი და პირველმა გაუშვა ადამიანი მთვარეზე. კოსმოსი, ფარმაცევტიკა, თავდაცვის სისტემა და ტელეკომუნიკაციები, მრავალი წლის მანძილზე, აშშ-ს ყურადღების ცენტრში იყო. ამ ერს ყველაზე ძლიერი და ტექნოლოგიურად აღჭურვილი არმია ჰყავს მთელს მსოფლიოში. აშშ არის სამშობლო ისეთი ტექნოლოგიური კომპანიებისა, როგორებიც არის: Google, Facebook, Apple, Intel, IBM და Microsoft. ამ ტექნოლოგიურმა გიგანტებმა ბევრი ადამიანის ცხოვრების წესი შეცვალეს მსოფლიო მასშტაბით.



image

1. იაპონია


image


იაპონია კარგად არის ცნობილი თავისი სამეცნიერო კვლევებით. ამ ქვეყნის მეცნიერებმა დიდი წვლილი შეიტანეს ისეთი სფეროების განვითარებაში, როგორიც არის მანქანათმშენებლობა, ელექტრო ტექნიკა, სეისმომდგრადი მშენებლობა, ოპტიკა, სამრეწველო რობოტოტექნიკა და მეტალურგია. 2008 წელს იაპონიამ ენერგოდამოუკიდებლობას მიაღწია, ატომური ტექნოლოგიების განვითარების ხარჯზე. 7 ატომური რეაქტორი ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის 34% გამოიმუშავებს. იაპონიაში განსაკუთრებული ყურადღება განათლებას და მეცნიერებას ექცევა. იქაურმა მკვლევარებმა უამრავი ნობელის და სხვა პრესტიჟული პრემიები მიიღეს ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგში.

თანამედროვე იაპონია, სრულიად სხვა სამყარო, მომავლის სამყარო არის – მაღალი ტექნოლოგიების და ინოვაციების ქვეყანა.

იაპონიის აწმყო, მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისთვის – მომავალია!

0
318
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0