x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ქვანახშირის მაღაროში აღმოჩენილი უცნაური არტეფაქტები

მსოფლიოში უამრავი საიდუმლო არსებობს, რომლიდანაც ბევრი, დედამიწის სიღრმეშია ჩამარხული. ათწლეულების მანძილზე, მაღაროელებმა, ქვანახშირის ფენებში, ბევრი უცნაური აღმოჩენა გააკეთეს... და მათ შორის, ბევრი ისეთიც იყო, საგონებელში მხოლოდ ფართო საზოგადოება კი არა, მეცნიერებიც ჩააგდო...


imageქვაში განამარხებული 800 წლის მობილური ტელეფონი (ავსტრია)


მაგ., 1928 წ. ნახშირის მოპოვებისას, აშშ–ში, მაღაროელებმა 30 სმ–იანი ბეტონის ბლოკები აღმოაჩინეს. ამასთან, ისეთი გლუვი გვერდები ჰქონდა, თითქოს, გადაპრიალებული იყო. ბლოკებთან ერთად, მათ ასევე კასრის, თუ ღრმა თასის მსგავსი ჭურჭელი იპოვეს. ამ აღმოჩენის შემდეგ, ყველა მაღაროელი, ვინც უძველესი არტეფაქტები ნახა, სასწრაფოდ სხვა ობიექტზე გადაიყვანეს. ხოლო, არტეფაქტები გააქრეს...

უფრო ადრე, იგივე ამერიკაში, ილინოისის შტატში, 1871 წელს, მაღაროელებმა ქვანახშირის მოპოვებისას, ერთი მუჭა ბრინჯაოს მონეტა იპოვეს. მონეტების მიკუთვნება რომელიმე ძველი ცივილიზაციისთვის რთული არ არის, მაგრამ ადგილი სადაც ეს არტეფაქტები იყო ნაპოვნი, მეცნიერებს ამის საშუალებას არ აძლევს... მოკლედ რომ ვთქვათ, ქვანახშირმა მეცნიერები ჩიხში შეიყვანა!


image


1880 წ. ამერიკული პრესით სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა, არტეფაქტის შესახებ, რომელმაც თავისი იდუმალებით ისტორიის პროფესორებიც კი გააოცა... საქმე იმაში იყო, რომ ერთმა ფერმერმა ბუხრისთვის ნახშირი იყიდა და წიაღისეულის ერთ ბელტში, უცნაური ნივთი აღმოაჩინა, რომელმაც მოგვიანებით, მთელს სამეცნიერო სამყაროში, უდიდესი რეზონანსი გამოიწვია...

ჩათვალა რა, რომ ნივთის სარფიან ფასად გაყიდდა, ფერმერმა მაქსიმალური ინფორმაცია შეაგროვა ნახშირის შესახებ და ადგილობრივ აუქციონერებს მიმართა. მაგრამ, კარგი მოგება რომ ენახა, ნივთის ავთენტურობის დამადასტურებელი საბუთი იყო საჭირო. ამიტომ, ფერმერმა ნივთი ექსპერტს აჩვენა.


image


ერთი შეხედვით, არტეფაქტის ასაკის დადგენა რთული იყო. დოკუმენტის თანახმად, ქვანახშირის ნაჭერი რომელშიც ბეჭედი იპოვეს, 90 მ. სიღრმეზე იყო მოპოვებული. ამიტომ, ექსპერტთა ჯგუფი, მაღაროში ჩავიდა და დაადგინა, რომ არტეფაქტის ასაკი, მინიმუმ, 60 მლნ. წელი იყო – სწორედ ასე დათარიღდა წიაღისეულის ფენა, რომელშიც ბეჭედი იყო განამარხებული. მოკლედ რომ ვთქვათ, ავთენტურობის საბუთი ფერმერს გადაეცა, ხოლო ამ უკანასკნელმა, «ევას ბეჭედი» (ეს სახელი არტეფაქტს მეცნიერებმა დაარქვეს) საკმაოდ კარგ ფასში გაყიდა.

კიდევ უფრო უცნაურია ტისულსკის "პრინცესას" ისტორია, რომელიც 1969 წ. სამთო მოპოვებით სამუშაოს დროს, სოფ. რჟავჩიკის (ტისულსკის რაიონი, კემეროვოს ოლქი, ციმბირის ფედერალური ოკრუგი) მიდამოებში, ქვანახშირის 250 მლნ. წლის ფენებში აღმოაჩინეს. თეთრი სარკოფაგი, რომელშიც ის ესვენა და რომლის სიგანე, დაახლოებით, 1 მ. ხოლო სიგრძე – რამდენიმე მ. იყო, მიწის ზედაპირზე ძლივს ამოიტანეს და დღის შუქზე ნახეს, რომ ეს მასიური სარკოფაგი მარმარილოსგან იყო დამზადებული. მის გახსნაზე კი, რამდენიმე დღე წვალობდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, სახურავი ახადეს და შიგნით, ძალიან ლამაზი ახალგაზრდა ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. მას წაბლისფერი თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა და გამჭვირვალე ღია ცისფერ სითხეში იწვა. ტანთ თხელი ქსოვილის, კაბა ეცვა, ყვავილებიანი ნაქარგებით, რომელიც მუხლებს უფარავდა. თავთან კი, უცნაური ნივთი ედო, რომელიც მობილურ ტელეფონს ჰგავდა. გაგრძელება >>>


image


2018 წელს ინდოეთში, ქვანახშირის ერთ–ერთ მაღაროში მოხდა მოვლენა, რომელიც სამეცნიერო საზოგადოებაში კამათის მიზეზი გახდა: დასავლეთ ბენგალში, ინდოელმა მეწარმეებმა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ნახშირის მოპოვების კომპანია დააარსეს და პრაქტიკულად მაშინვე, ნახშირში, მინარევების არსებობაზე ტესტირების დროს, წარმოუდგენელი რამ აღმოაჩინეს...


image


გამოკვლევისთვის, ინდოეთის არქეოლოგიური საზოგადოების ლაბორატორია შეირჩა, რომელშიც ნივთს არაერთი კვლევა ჩაუტარდა. ამის შემდეგ, პრესის წარმომადგენლებთან საუბრისას, რაჰულ მიკერჯიმ განაცხადა, რომ ძეწკვის ასაკი, რომელიც ნახშირის ბელტში აღმოაჩინეს, 400 000 წელს აღემატება და ის 100 % ოქროსგან არის დამზადებული, ყოველგვარი მინარევების გარეშე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ის უცნობი ტექნოლოგიით არის დამზადებული. ასეთი დასკვნის მიზეზი კი ის იყო, რომ როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, მისი გამოჭედვა უჟანგბადო გარემოში მოხდა.

არსებობს კიდევ სხვა, არაერთი არტეფაქტი, რომელიც აკრძალული არქეოლოგიის სახელითაა ცნობილი და რაც დედამიწაზე, წარსულში, სხვა, უფრო განვითარებული ცივილიზაციის არსებობის მტკიცების საშუალებას იძლევა!!!



image

არხის სხვა სიახლეები:


* უსაფრთხო რუჯი და კოსმეტიკასთან დაკავშირებული მითები

* არ სვამენ, არ ეწევიან, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, მაგრამ... – "უმიზეზოდ" სიმსივნით დაავადების 5 შესაძლო მიზეზი

* უცნაური რამეები და სახალისო ფოტოები (V ნაწილი)

* იაფი და პრაქტიკული მასალა ბაღისა და სახლის მოსაწყობად – 55 საოცარი იდეა



4
852
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
852
  
2023, 26 ივლისი, 22:55
ცხელი გოგონები გელოდებით ---- www.Xmiss.pw
2023, 25 ივლისი, 15:50
ნათლად ჩანს რომ ეკრანია
2023, 25 ივლისი, 12:18
იქნებ, ეკრანი არ არის და ღილაკებია?
2023, 25 ივლისი, 9:46
აბა ახლა პრიმატზე ოდნავ მეტი ინტელექტი თუ გაქვს როგორ უნდა დაიჯერო, რომ 800 წელი მობილურის ეკრანი ჩართულია და ისეა "განმარხებული" :)
0 1 4