საქართველო კახა ბენდუქიძე-" ივანიშვილი კრემლს ისე აინტერესებს, როგორც უცნობი ქალი" 2012, 5 ოქტომბერი, 16:14
"კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ნაკლებად დასაჯერებელია რომ "კრემლის პროექტი" იყოს"-ასეთი მოსაზრება გამოთქვა კახა ბენდუქიძემ. მისი აზრით, ქართველი მილიარდელი რუსეთისთვის იგივეა, რაც უცნობი ქალი. ბენდუქიძეს არ სჯერა, რომ ივანიშვილი დაიბარეს კრემლში და უთხრეს, რომ წასულიყო საქართველოში და არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. "მაგარამ თქვენ ოდესმე გიცეკვიათ უცნობ ქალთან? და ცეკვა კარგად გამოგსვლიათ? თქვენ ხომ იმ ქალთან არ მოგილაპარაკიათ რომ კარგად გეცეკვათ, უბრალოდ კარგად შეეწყვეთ ერთმანეთს ცეკვაში." ბენდუქიძე თვლის, რომ კრემლს აწყობს ნებისმიერი ცვლილება საქართველოს ხელისუფლებაში: "მისი პირადი ანტიპათიის გამო სააკაშვილის მიმართ და იმის სურვილით რომ აკონტროლოს სიტუაცია საქართველოში, ნებისმიერი ცვლილებაზე თანახმაა."-ასეთი ინტერვიუ მისცა ბენდუქიძემ Lenta.Ru-ს. 2392 5-ს მოსწონს 1-ს არა
|