x
image
დავითი ჩუთლაშვილი
გამოკითხვა: როგორი სექსი მოსწონთ გერმანიაში?
საქართველოში პრორუსული პროპაგანდა მოსახლეობას დღედაღამ იმას ჩასჩიჩინებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში “გარყვნილებაა” გამეფებული და ამ გაერთიანების წევრი ქვეყანა საქართველოც თუ გახდება, ჩვენს ეროვნულ იდენტობას დავკარგავთ, “გადავგვარდებით” და წინაპართა მიერ დანატოვარ ტრადიციებს დავივიწყებთ.


სწორედ მსგავს ყალბ და სრულიად უსაფუძვლო ნარატივებზეა აგებული რუსული პროპაგანდის “გენერალური ხაზი.” მაგრამ როგორია რეალობა? მართლა ასეთი “გარყვნილია” ევროპა?


ცოტა ხნის წინ გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს: გერმანიის გაცნობის უდიდეს პორტალ ElitePartner-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თუ ვენდობით, როგორც გერმანელი მამაკაცების, ასევე ქალების უდიდესი ნაწილი ურთიერთობებში ყველაზე მაღლა ნდობას, სინაზეს და სიახლოვის განცდას აყენებს. აღნიშნულის შესახებ ქალების 68 და მამაკაცების 58 %-მა ისაუბრა.


გერმანელი მამაკაცების და ქალების ნახევარზე მეტი სექსის შემდეგ ალერსს ანიჭებს უპირატესობას. მე-3 ადგილზეა ნაზი შეხება, რაც ქალების და მამაკაცების დაახლოებით თანაბარ რაოდენობას მოსწონს. ხოლო ორგაზმის ქონა თავისი მნიშვნელობით მე-4 ადგილზეა.



და მაინც როგორია გერმანელების გაგებით კარგი სექსი?


ყველაზე მთავარი მამაკაცთა 52 და ქალების 40 %-ისთვის არის პარტნიორთან კომუნიკაცია და საკუთარ ეროტიკულ ფანტაზიებზე საუბარი. მხოლოდ გერმანელი ქალების 28 და მამაკაცების 42 %-ს სურს სხვადასხვა სქესობრივი პოზა. ხოლო სექსი საწოლს მიღმა სურს ქალების 28 და მამაკაცების 35 %-ს.


როგორც აღმოჩნდა, იუმორი გამოკითხულთა 41 %-ისთვის მნიშვნელოვანია. 28 % რომანტიკულ გარემოს ანიჭებს უპირატესობას, ხოლო Dirty Talk-ს — სულ რაღაც 14 %.


ასევე ძალიან დიდმა უმცირესობამ, სულ რაღაც 17 %-მა განაცხადა, რომ იყენებს სექს-სათამაშოებს, ხოლო ეგრეთ წოდებულ hard სექსს 10 % ანიჭებს უპირატესობას. გერმანელთა უდიდესი უმრავლესობის, ანუ 90 %-ის აზრით კი საყვარელ ადამიანთან სიახლოვე რომანტიკული და ნაზი უნდა იყოს.


პორტალ ElitePartner-ის გამოკითხვაში ტელეფონით ათასობით გერმანელმა მიიღო მონაწილეობა. პორტალი მსგავს გამოკითხვებს ყოველწლიურად აქვეყნებს. საინტერესოა, რომ შარშანდელთან შედარებით რაიმე არსებითი ცვლილება დაფიქსირებული არ არის.


სექსი



1
188
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
188
  
2023, 30 ივნისი, 5:08
ჩუთლაშვილი ნარატივი ქართულად როგორ იქნება? ევროპაში ახალგაზრდების 20% პიდორასტი როა იმათ როგორი სექსი მოწონთ გეცოდინება შენ ისეთი "ყოჩაღი" ჩანხარ. და კიდე სექსზე ასე ღიდ ლაპარაკი უკვე გარყვნილებაა. ქალსა და მამაკაცს შორის ლოგინში რაც ხდება უნდა დარჩეს იმ ლოგინში სადაც ეს ხდება.
0 1 1