x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ფიტნეს-ინფლუენსერი: “სექსი 720 მამაკაცსა და ქალთან მქონდა”
ანდრეა სანშაინი კოლუმბიური წარმოშობის ცნობილი ფიტნეს-ინფლუენსერია, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და რომელსაც Instagram-ზე 409 ათასი მიმდევარი ჰყავს. ის თავის მიმდევრებს ჯანსაღი ცხოვრების საიდუმლოებების და ცხოვრების აქტიური წესის შესახებ ხშირად ესაუბრება და რჩევებსაც უზიარებს, თუმცა, რაც მან ცოტა ხნის წინ გააკეთა, სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა მისი მიმდევრებისთვის: 54 წლის ცნობადმა სახემ ისინი დაშოკა თავისი განცხადებით იმის შესახებ, რომ ცხოვრების მანძილზე 720 ადამიანთან ჰქონდა სექსი.


აღნიშნული განცხადება ვარსკვლავმა გამოცემა Daily Star-თან ინტერვიუში გააკეთა, რომელიც ხშირად აშუქებს პოპულარული პიროვნებების ცხოვრების ყოფით დეტალებს.


სექსი


საკუთარ ინტერვიუში ფიტნეს-ინფლუენსერმა ყურადღება გაამახვილა თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებზე, როცა ქმართან განშორების შემდეგ მარტოობას განიცდიდა. მან გამოცემას გაუმხილა, რომ 2005 წლის შემდეგ, როცა ოჯახი დაენგრა, ჯამში 720 მამაკაცსა და ქალთან გაიზიარა სარეცელი.



ინფლუენსერის ამ განცხადებას ინტერნეტმომხმარებლების არაერთგვარივანი რეაქციები მოჰყვა, თუმცა ამით მისი მიმდევრების რაოდენობა არ შემცირებულა, მიუხედავად იმისა, რომ ანდრეა სანშაინმა სტატია თავისი ოფიციალური Instagram-ის სთორებშიც კი დადო.


სექსი


კოლუმბია ძალიან ლიბერალური ქვეყანაა, სადაც გეი ქორწინებები 2016 წლიდან არის დაკანონებული. ამიტომ ამდრეა სანშაინის განცხადება 720 მამაკაცსა და ქალთან სექსის შესახებ იქ თითქოს ჩვეულებრივ ამბადაც კი მიიღეს. ფაქტია, რომ ფიტნეს-ინფლუენსერი ძველებურად აგრძელებს ცხოვრებას და თავისი აუდიტორიისთვის რჩევების მიცემას ცხოვრების აქტიური წესის და ვარჯიშის შესახებ.

1
396
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
396
  
2023, 28 ივნისი, 18:41
ჩუთლაშვილი სულ ესეთ ზნედაცემულებზე რომ წერ, ნორმალურ ხალხზე დაწერე რამე. თუ ზნედაცემულები იმიტო გიზიდავენ რომ შენც ეგეთი ხარ? ინფლუენსერი რა ჯანდაბაა ქართულად როგორ იქნება? მესიჯი, ქეისი, ბოქსი, სთორი, პორტალი დაკიდევ ათასი ჯანდაბა. გვარუსებდნენო რომ კიოდით, ესხლა რომ გვაინგლისელებენ რატომ არ კივიხართ
0 1 1